fbpx

ისტორია

გვიანი არ არის

ქარისგან აკორიანტელებული, სცენის კვამლივით იდუმალი მტვრის ბუღი იდგა გზაზე და ისერებოდა წვრილ-წვრილ ზოლებად უსაშველოდ გრძელ მწკრივში მდგომი უკლებლივ ყველა ლამპიონის ურცხვი ნათებით. ცა შავი იყო, მოღამებული და ბედნიერად მოცინარი ვარსკვალავებისგან შემოძარცვული. მთვარე – სრული, ვერცხლისფერი და მეოცნებეთ თანამგრძნობი – ეულად დანათოდა რხევისგან წელში გადამწყდარ ხეებს და დედობრივი ალერსით ჩუმად ღიღინებდა ღამის მშვიდ მუსიკას მხოლოდ ცასთან ახლოს, რადგან დედამიწაზე ქარი კვნესოდა, როგორც ვიოლიონო, ხემით დაჭრილი.

– გახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა? – შავი თვალები მიაპყრო სორამ და კაცი აიძულა, რომ გაჩერებულიყო.

– ხშირად ვიხსენებ ხოლმე; – სწორი და გრძელი, შუბლზე მძიმედ ჩამოშვებული თმა თვალებს მოაშორა; – დაუვიწყარი დღე იყო. აბა, როგორ არ უნდა მახსოვდეს? – ქალის მზერა დაიჭირა საკუთარ ღრმა თვალებში და შეშფოთება ვერ დამალა, როდესაც სორას ბნელი რიტუალებით სავსე, ხახადაღებული წყვდიადის კარიბჭესავით დაშორებული წამწამების შუაგულში მოციმციმე სიმრგვალეების ეშმაკური წადილი შეიცნო.

– აბა, მომიყევი, რატომ იყო დაუვიწყარი.

ქალმა კბილებით დაკვალული, სისხლისფერისგან მიტოვებული ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა. ხელი მოუსვა თმაზე კაცმა და ელდანაცემივით განზე გასწია ნაძვის წიწვებივით მჩხვლეტავ შეხებაზე დამფრთხალი, სიცოცხლისა და ბედის, გონებისა და გულის ხაზებით დაქსაქსული თავისი ხელი. წარსული და მომავალი, შეხებათა უამრავი ისტორია ეტეოდა მასზე და არ სურდა, რომ სორასთვის შეეწირა ყველაფერი, რომელიც ჯერ კიდევ სასიკვდილოდ აწვალებდა მას. და ის მზერა, ის ციმციმი მის შემაძრწუნებელ წყვდიადისფერ თვალებში, თითქოს ნიშანი იყო ბედნიერებისა და დაუსრულებელი მოლოდინის დასრულების.

საკუთარი თავის საჩუქრად გაღება მიაჩნდა სიყვარულის ნაქსოვებში ყველაზე სანდო კვანძად და თავად სიყვარული კი მის გვერდით არ იყო. ისიც წვრილ ზოლებად დაჩეხილი, სინათლისგან მიგნებული, სააშკარაოზე გამოტანილი და სახალხოდ შერცხვენილი იდგა ღამის იდუმალ მონაკვეთზე, როგორც დამნაშავე ტუსაღი და ახლა თავის გამართლების საშუალება ეძლეოდა.

– პირველად ხელკავი გაგიყარე და მთელ სხეულში გამიჯდა შენი სიფაფუკე. ძალიან რბილი კანი გქონდა, ნაზი და ფუმფულა. გითხარი, რომ რბილი იყავი. საყვედურნარევი გამომეტყველებით შემომხედე და გაფრთხილებასავით ჩამჩურჩულე, რომ საყვარელი ვჩანდი, მაგრამ თვალს ვერ დახუჭავდი შეპარებულ კომპლიმენტებზე. გავიკვირვე. აბა, დავმუნჯდე-მეთქი?

ქარმა წამოხვეტა გზაზე დაფენილი მტვერი და მათ ზურგს შეაყარა, როგორც წარსულის მონახვეტი ფრაგმენტები. მთვარე ისმენდა მათ საუბარს, მსმენელთაგან ყველაზე გაუმაძღარი.

– არა, მაგ დროს მითხარი: “ნუ დაეძებ სიტყვებს შორის რომანტიკას. ის უკვე აქ არის. შეხებით შეიგრძნობა და მე უკვე ვიგრძენი, ძალიან რბილო. არაფერს მოვითხოვ. არ მიყვარხარ და არც თავის მობეზრებას გიპირებ მომდევნო დღეებში. უბრალოდ ორივეს შეგვიძლია დავტკბეთ ამ ჯადოსნური მომენტით და, მოდი, საკუთარი ხელით ნუ დავანგრევთ წამიერ ბედნიერებას. მე ბედნიერი ვარ ახლა შენს გვერდით.”

– რა ზუსტად გახსოვს?

– მეც ხშირად ვიხსენებ ხოლმე.

ბნელი ღამის სასტიკ მუსიკაზე მოცეკვავე ხეს გასცვივდა ახალგაზრდა ფოთლები.

– შენ უხერხულად იყავი. ბედნიერება რომ ვახსენე, ირონიულად ჩაგეცინა. ალბათ, გაიფიქრე, ეს ბიჭი რაებს ბოდავს, ცოტა ფხიზლად გამოიხედოს თვალებიდან და გონებიდანო. შენ ბედნიერი მართლა არ იყავი. იმიტომ, რომ თავში ისევ სიყვარული გიტრიალებდა და უაზრო შიში იმისა, რომ იმედის ჩირაღდნები არ აგებრიალებინა ჩემთვის ტყუილად.

– და რა გიკვირს მაგაში? ასე ფიქრი იყო საჭირო და, ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია სხვათა გრძნობები. უნდა მოუფრთხილდე მეორე ადამიანს, ტყუილად იმედის ყლორტები არ უნდა ამოაზრდევინო მგრძნობიარე გულში.

– შენ ახლაც ვერ ხვდები რითი მომხიბლე. შენი ინდივიდუალიზმი შევამჩნიე. და იცი რას გეტყვი? მკვეთრად განსხვავებული ვერ იქნები, თუ შინაგანად თავისუფალი არ ხარ. ინდივიდუალიზმი თავისუფალი სულის გამოხატვაა. და როგორ შეგეძლო, ეს თავისუფლება დაგევიწყებინა, ჩაგეკეტა, გონების მორჩილებაში გყოლოდა და ყველაზე ლაღ, ყველაზე ლამაზ მომენტში იდიოტური ფიქრებით მავნე შხამი შემოგეფრქვია ჩემთვის და შენი თავისთვისაც? მაშინ გირჩიე, რომ ბედნიერება არ შეგევიწროვებინა იმით, რომ მზად არ იყავი ბოლომდე გამოგემჟღავნებინა თავისუფლება ბიჭთან ურთიერთობაში.

– იქნებ თავს ვიზღვევდი, რომ გული არ მტკენოდა?

– მე ხომ გპირდებოდი, რომ იმ დღესვე დაისმებოდა წერტილები ერთმანეთისადმი გატყორცნილ მონაკვეთებზე, თუკი გავტყორცნიდით.

– იქნებ მატყუებდი? წერტილები კი დღემდე არ დასმულა.

– არ მიღირდა შენთან წამოცდენილი სიცრუის გამო თავი შემზიზღებოდა. ღირსეული აღარ ვიქნებოდი. აი, მონაკვეთები კი ნამდვილად ვერ შემოვსაზღვრეთ და ვაღიარებ, რომ ეს ჩემი ბრალია.

– სინამდვილეში მჯეროდა შენი და ზუსტად ვიცოდი, რომ ყველაზე კარგი იყავი მათ შორის, ვისთანაც ჩემი ბედისწერის ძაფები ოდესმე გადახლართულა. ყოველთვის ასე იქნება. შენ საუკეთესო ხარ, მორიელო.

– მაშ რა იყო შენი პრობლემა? რა გაბრკოლებდა? არ გინდოდა, რომ პატარა თავგადასავალში გადაშვებულიყავი? კარს არ უღებდი მცირეხნიან უდარდელობას?

– დრო რომ გავიდოდა, გავიხსენებდი იმ თავაშვებულ დღეს და შემრცხვებოდა, რომ კონტროლი დავკარგე. ეს სისუსტე იქნებოდა ჩემი მხრიდან, სულის გამახრიოკებელი სისუსტე – ერთხელ გამომჟღავნებული და სამუდამო დაღად ამოტვიფრული ჩემს არსებაში.

– კი მაგრამ, არაფერი ჩაგიდენია.

– ხომ ვაპირებდი?

– მაინც არაფერი ჩაგიდენია! იცი, რა მითხარი? რა არის სისუსტე? რა იგულისხმე სულის გამახრიოკებელ სისუსტეში?

– აჰყვე გრძნობებსა და ვნებებს, ემოციებს – სისუსტეა. უნდა შეძლო და ცხენზე ამხედრებულმა, დინებების წინააღმდეგ მორბენალმა, ლაგამი თავის დროზე ამოსდო გავეშებულ ცხოველს და სანამ გვიანი არაა, დაამუხრუჭო, თორემ გზა სად მორჩება არავინ იცის და შეიძლება, რომ კლდის კიდეზე ამოყო თავი და გააზრებაც ვერ მოასწრო, ისე გადაიჩეხო უფსკრულში.

– მაპატიე, ეგ ხუხულა უნდა დაგინგრიო. სიძლიერეა, როცა გაჩერება ძალგიძს. დღეს რომ ემოციებს აადუღებ კარგახნის ჟანგმოკიდებულ შენს სხეულში და ხვალ კვლავ არ გააგრძელებ დუღილს, ეგ იქნება სიძლიერე. შენ ცხენზეც არ ამხედრდი. იქნებ შეგეჩერებინა? რატომ არ გარისკე?  შენ არ გწამს გზიდან გადახვევის, არც საკუთარი ქმედებებით ტკბობა გჩვევია. უნდა გამოხვიდე მაგ წყეული ნაჭუჭიდან და ახლავე გამოდი! ვიდრე შანსი გაქვს…

– დრო ტყუილად დავკარგეთ. მაშინვე უნდა გამერისკა. მაშინვე უნდა გამემტვრია ჩემი ნაჭუჭი, როგორც შენ ამბობ, და ნუთუ ახლა ძალიან გვიანია?

– მე მეკითხები? მას მერე უსასრულო ლოდინისგან გაცრეცილ კაცს მეკითხები გვიანი ხომ არ არისო? არა, სორა, არა ჩემო რბილო! დღემდე შენს თანხმობას ველოდი და გვიან არც წლების მერე იქნებოდა, ორივე ცოცხალი თუ გადავურჩებოდით დროის მკაცრ რიტმებს, რომლის აყოლა მეეჭვება, სიყვარულით დასნეულებულსა და ამავე სიყავრულის ტკივილებით დამძიმებულს შემძლებოდა.

ღამის სიბნელეში კიდევ ერთხელ გაისმა მუსიკა, ქარისგან მობერილი, და მთვარემ გაანათა პროჟექტორივით მათი სხეულების მყუდრო როკვა, მძიმე რხევები. მტვერი ავარდა. გზაზე აკორიანტელებული ბუღი კვლავ დაემსგავსა სცენის იდუმალ კვამლს, განაცრისფრებულს. ისინი სცენაზე შედგნენ სიყვარულისთვის დამახასიათებელი კულმინაციის სათამაშოდ და ერთმანეთის ბაგეებს უწილადეს წლების მანძილზე შენახული, გულში მოფუთფუთე ნაზი გრძნობები.

ინვილირებული დამოკიდებულება რეალობის აპოთეზზე

jonathan-berube-ogwheelies

მოცემული რეალობა ეს საშინელი ჭეშმარიტებაა მაგრამ თუ კი გინდა გაექცე ამას პირველ რიგში  უნდა უარყო შენი ამჟამინდელი ბლოკადირებული გონება რომელიც მძლავრადაა ჩაჭიდებული რეალობას რომელსაც გვაძლევს სოციუმი ეს ყოფიერი ჭეშმარიტებაა და გარდაუვალია მაგრამ არსებობს მეორე ჭეშმარიტება რასაც ვეძახი ”შემეცნების,,  ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტება იმიტომ რომ ყოველი ქცევადი და მყოფადი ჭეშმარიტია თვით ჭეშმარიტების გაგებით ზევით ხსენებულ ორ მოვლენაში არსებობს ზღვარი მაგრამ ამ ზღვარის მიგნებაა ამოცანა ეს ზღვარი არ მოჩანს ადამიანებისთვის რომლებიც გენის სახელმწიფოებრივი ენთნიკური ღაზით განისაზღვრებიან არ მოჩანს ასევე ტენდეციებში შეკუმშული საზოგადოებისთვის ეს ზღვარი განკუთვნილია არაერთ (რეალურ(არაპირდაპირი გაგებით)) მოაზროვნე ადამიანებისთვის მოაზროვნე თვისივე უნდა იყოს ადამიანი ყოველგარეშე დაყრდნობების, ამგვარი აზროვნება მას ყველაზე მთავარია რომ (არაცნობიერში გააჩნდეს)(ეს კი ამ მომენტისთვის ბედს დავაბრალოთ) მაგრამ მაინც საკითხავია გადალახავს კი ის არსებითათ და ზევით ხსენებული შესაფერი ადამიანები ამ ზღვარს (ეს კიდევ განხილვადია) და ,,თუ” გადალახა ამ მომენტის მერე  შენთვის არ არსებობს ყველაზე ტოტალიტარული  და მთავარი, ადმიანი და სახელმწიფო და თუ მაინც ამჩნევ მათ აქტივობას გონებაში შენ კიდევ ამ საზღვრის პირველ მხარეს ხარ, ამ ჭეშმარიტის დაძლევის შემდეგ არსებობს მხოლოდ (სივრცე აღქმა და მე) სხვა დანარჩენი უბრალოდ ინვილირებულია , ამ დროს შეიძლება ითქვას რომ მორალისგანაც კი განვდგებით ეს საკითხიც განსახილველია მაგრამ ახლა არა, ამ საზღვირის მეორე მხარეს ბათილდება შენი ნიჭი რადგან ის იქ არ არსებობს, არ არსებობს დოგმატირებული შეხედულებები როგორც იმ სოციუმის ჭეშმარიტებაში შენ გაქვს სივრცე და ყოველი აზრი შენი( გაგებადია) ჩნდება იდეა რაც უმთავრესია ყველაზე საინტერესო კი ის არის რომ ეს იდეა გარდაუვალია, რადგან ის მართალი გამოვლინებაა სახეცვლილი აზროვნების და თუ ის მართალი არაა როგორც შენი ნაფიქრი ნაბიჯი ამ საზღვირს მეორე მხარეს მაშინ ყველაფერი ფუჭია ამ ზღვარს გადაკვეთს ჭეშმარიტებულნი და არა ინსპირინებულნი ეს კარია და ვისთვისაა გასაღები ხელმისაწვდომი კიდევ ვერ დაუდგენია ბუნებას

ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს…

62121567_1216332588545564_7044241811392430080_n

დედამიწაზე უკვე რამდენიმე მილიარდი წელია სულიერი ცოცხლობს. “ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იქცა საქმედ”. მეშვიდე დღეს გაჩნდა ადამი და მისი ნეკნისგან – ევა. მერე იყო ევოლუცია კაცთა მოდგმისა, იყო წარღვნა და ბნელი მთელი ორმოცი დღე. ბევრი რამ იყო დასაბამიდან დღემდე და ამ მთავარ ხაზში ერთი მნიშვნელოვანი ფენომენია მხოლოდ უცვლელი – ადამიანი. ადამიანი, რომელიც დაბადებიდან დღემდე არ შეცვლილა, მიუხედავად თაობების ცვლისა და ცვლისა. უფრო სწორად, ადამიანების გენეტიკაში ჩაშენებული ერთი გენი დარჩა იგივე, რომელიც ადამიანებს აიძულებს იყოს მკვლელი, ყაჩაღი, ცოდვებით სავსე… დიახ! ეს გენეტიკის ბრალია! იმ პირველი ცოდვის ბრალია, თავის დროზე ადამსა და ევას რომ სირცხვილის გრძნობა გაუჩინა და ლეღვის ფოთლებს “ადგილი მიუჩინა”. დიახ! სწორედ რომ იმ თავდაპირველ “ორმოში” უნდა ვეძიოთ ადამიანების საერთო გენეტიკის სისუსტე. სოკრატეს უთქვამს ოდესღაც ასეთი ფრაზა: ყველა ადამიანში მზეა, ოღონდ აცალეთ, რომ ანათოს. აქ მიჩნდება ერთი ფრიად მნიშვნელოვანი კითხვა – ვინ უნდა აცალოს ადამიანს ნათება?! და იქვე პასუხი: რა თქმა უნდა, ისევ ადამიანებმა. და რატომ არ უნდა უნდოდეს ადამიანს სხვა ადამიანის ნათება? ეგოიზმი, შური, ბოროტება – აი ის სამი მონაცემი, რაც ამ კითხვის პასუხად თავში პირველივე აზრად მომდის. არ გვიხარია სხვისი წარმატება, არ ვეხმარებით ნაბიჯის გადადგმაში, არ გვინდა მას ჩვენს წინ ვხედავდეთ… მიზეზებს რა გამოლევს. მაშინ, როცა ადამიანები მტრობაში სხვას ვადანაშაულებთ (ესეც ადამიანების საერთო სენია – საკუთარი დანაშაულის დაფარვა სხვისი გაკიცხვის ხარჯზე), დავფიქრდეთ – ჩვენ ხომ არ ვართ ერთმანეთის მტრები?! ამის რამდენი ცოცხალი მაგალითი არსებობდა, ოდესღაც საკუთარი ხელითვე რომ მოგვიღია ბოლო და მოგვისპია. ილია ჭავჭავაძე მოვსპეთ წიწამურთან და წლების შემდეგ ჩვენვე შევრაცხეთ წმინდანად. რატომ? ამ გენიოსზე მხოლოდ იმიტომ ვთქვით უარი, რომ შემდეგ ჩვენვე მიგვენიჭებინა წმინდა ილია მართლის სტატუსი? შესაძლოა ვხვდებით, რომ ეს არასწორია, მაგრამ რატომღაც არც ქმედით ნაბიჯებს ვდგამთ ამ აბსურდული სიტუაციის გამოსასწორებლად. 1930-იანი წლების ქართული ინტელიგენცია, მწერლები, რეჟისორები, პოეტები, მსახიობები… მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ რეჟიმისთვის შეუფერებელი ნაწარმოებები შექმნეს. კლავდნენ და უხაროდათ. …და ეს არამხოლოდ საქართველოში. სხვადასხვა ქვეყნის ღირსეული ადამიანები ეწირებოდნენ ბრბოს ფსიქოლოგიას. გალილეი, ჯორდანო ბრუნო, ჟანა დარკი, მარტინ ლუთერი და კიდევ ბევრი სხვა. რთულია ჩამოთვლა. ადამიანები, რომლებიც ჭეშმარიტების ქადაგებას და  სხვებისგან განსხვავებული აზრის დამტკიცებას ცდილობდნენ, სიკვდილით სჯიდნენ (ეს კიდევ სხვა საკითხია, რატომ აქვს ადამიანს სიკვდილით დასჯის უფლება). ეს ყველაფერი ერთ ასეთ გამონათქვამს მაგონებს: კუზიანთა სამეფოში უკუზობა ნაკლად ითვლებოდაო. …და ეს ყველაფერი რა მოსატანია იესოს სიკვდილთან. გენია დაკარგა კაცობრიობამ მილიონობით წლის წინ და დღემდე ამ დანაკლისის განცდით ვარსებობთ. მსგავს საკითხებზე ფიქრისას ყოველთვის ასეთი დასკვნა გამომაქვს: არ შეიძლება სიმართლე იყოს უმრავლესობის აზრი. ზოგჯერ შესაძლოა ყველამ ერთად შევცდეთ (ამის ნათელი მაგალითია ფილმი “12 განრისხებული მამაკაცი”, სადაც 11 ნაფიცი მსაჯული მოზარდ ბავშვს მამის მკვლელობაში ადანაშაულებს, ერთი კი საპირისპიროს ამტკიცებს და ძალების ამოწურვის შემდეგ ხედავს, რომ სიმართლე დაუმტკიცებია). დიახ! ყველა ადამიანშია მზე, ოღონდ ვაცალოთ ამ მზეს ნათება – თქვა ოდესღაც სოკრატემ და თვითონაც სხვა ადამიანების, უმრავლესობის მიერ გამოტანილმა დასკვნამ იმსხვერპლა – საწამლავი დალია. შეეძლო არც დაელია, მაგრამ მან უპასუხა: მთელი ცხოვრება დემოკრატიას ვქადაგებ და ახლა ეს რომ არ გავაკეთო, გამოდის, სულ ტყუილად მიქადაგია. ეს ჩემი პრინციპების ღალატი იქნება. …და მაინც!რა მოხდება თუ ერთხელ მაინც ვცდით და ადამიანები ერთმანეთის გვერდით დავიწყებთ ცხოვრებას, გაგვიხარდება ერთმანეთის წარმატება და ბოღმისთვის არ დავიტოვებთ გულებში ადგილებს?! თუმცა, ალბათ, უპრაინი იქნება ისევ თემის დასაწყისში ნათქვამ აზრს თუ დავუბრუნდები. იმ პირველი ცოდვის გამო ისჯება კაცობრიობა. იმ პირველმა ცდუნებამ ჩაგვინერგა სისხლში ის გენი, მილიარდობით წლებია რომ ვერ ამოვიგლიჯეთ. ალბათ, ჩვენ გვეპატიება ტერაქტებით ერთმანეთის ხოცვა, ჟლეტა და სიძულვილი. ბოლოს და ბოლოს, არც კაენს დაუნდია აბელი თავის დროზე.