fbpx

ისტორია

ჩანახატი

          …მაშინ მინდოდა ჩემი სიჩუმე ამოძახილი ყოფილიყო, კარების მიჯახუნების შიშით შემკრთალს მათი ხილვით დატკბობა მსურდა. მაგრამ ასე გაგრძელდა… მრავალ უხო მოგონებებს, უხმო პასუხებს და ჰაერში მიძინებულ დროგამომშრალ კითხვებს ვატარებ. მგონია სირთულე გადავლახე, სიცოცხლის ახალ სტადია ვუალხლოვდები.  აი ბოლოჯერ.

       დაშორების შემდეგ შანსები მცირდება, თუმცა დაუსრულებელ დღეს უცებ ტაშის კვრის ხმა ანელებს და რაღაც მოგონილ, სხვის მიერ მოკაზმულ, მოფენილ, ველად გაფენილ, ოღრო-ჩოღროდ მიმავალ რატომღაც აქამდე უცნობ თემებს შევეფეთე, ადამიანებს შევეფეთე და თავი იჩინა ნაცნობმა, გაგონილმა, მაგრამ შეუჩერებელ, წაუკითხავმა, ასოებდაუნახავმა თემებმა, ახლა კი აღვიქვი…

     სამყაროს მზე, რომ ანათებდეს ბნელეთსაც გაანათებდა, კაცის უსინდისო გულში გამავალ აზრებს გაანათებდა, ღმერთს დაინდობდა, შემოქმედს ხელით ატარებდა, მაგრამ სინამდვილეთი მზე არ მზეობს, ალბათ არც აცხუნებს, რომ აცხუნებდეს გულს დამიწვავდა, ხოლო სინდისს ფერფლად მიქცევდა, მახსოვრობას წამიშლიდა. 

   სილამაზეს რა ვუთხარი, რომელიც მხოლოდ კაცის გულს ახარებს. ალბათ ესეც სიკეთეა. გულის გახრება სილამაზის დანახვით, ნუთუ მხოლოდ ესაა საკმარისი? გულს ახარებსო! სინამდვილეში ბუნებას ანადგურებს და სულ სხვა მიზნებს აღვიძებს. ფხიზელთ სიმთვრალე ერევათ და გონს მოსუებს უმიზეზო დარდი იპყრობთ. რა დარდი? რისი დარდი? ძალაა და მხნეობაო, კაცია და მეობაო. სამწუხაროა, სავალალოა, მაგრამ მებრძოლთ ხვედრიც ესაა. 

     ახლა თავდავიწყების ჟამია! სიკვდილი ნებართვას მთხოვს, მაგრამ უარზე ვარ, ვერ ველევი და არ შემიძლია. კიდევ ვალოდინებ ბედნიერების პოვნაში, შეგრძნებაში მყოფს, დროის ფართ მონაკვეთში მსურს საკუთარი თავის შცნობა. ალბათ ამ ყოველივას შემდგომ ხელსაც ავიღებ და გულზეც უარს ვიყყვი. 

ჩანახატი #1

ღამის 5 საათი ხდებოდა, ქალი ტრადიციულად ფანჯარასთან იდგა, ფინჯანი უცხიმო რძიანი ყავით ხელში და ელოდებოდა აისს. ისევ იგივე ფიქრი აწუხებდა, რომელსაც თავიდან ვერა და ვერ იშორებდა დიდი ხანია. როგორ მოიქცეოდა მისი საქმრო, თუ ერთხელაც სთხოვდა მეფისთვის მიცემული სიტყვა და დადებული ფიცი გაეტეხა. თუ ფიცს გატეხდა, მაშინ მისი სიტყვა იმ ტანსაცმლის ფასიც კი არ ღირებულა, რასაც მუდამ ასე თავმომწონედ ატარებდა , მაგრამ თუ მეფის ერთგული დარჩებოდა, ესე იგი ის საერთოდ არ ყვარებია…?! მაგრამ ამაზე პასუხს ვერასოდეს გაიგებდა, რადგან მისი საქმრო გარდაიცვალა, მეფე კი დიდი ხნის წინ გაუჩინარდა. ქალმა ფინჯანი მაგიდაზე დადო და საძინებელი ოთახისკენ წავიდა, თავის ტყუპ გოგონებს დახედა, მათ ცალი ხელი ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ და ისე ეძინათ. კომოდის უკიდურესი ქვედა უჯრა გამოაღო და მომცრო ზარდახშა ამოიღო, მომღიმარმა ისევ დახედა გოგონებს და სახლის სახურავისკენ გასწია, საიდანაც ამომავალი მზის პირველი სხივების დანახვა იყო შესაძლებელი. რბილად ჩამოჯდა სახურავზე, ზარდახშა გახსნა, ერთი ღერი ამოაძვრინა და გაუკიდა. ინატრა, მზის სხივებს მაინც შეძლებოდა მისი მომაკვდავი სულისა და გაყინული სხეულის ოდნავ მაინც შეთბობა. მხოლოდ იმედიღა შერჩენოდა, რომ ერთხელაც გამოჩნდებოდა ვინმე, ვინც შემოამტვრევდა კარს, გადმოაბიჯებდა ზღურბლს, უშიშრად შემოვიდოდა მის ირგვლივ არსებულ წყვდიადში, იპოვიდა მას და უკან დააბრუნებდა – ნათელში.
15.06.2020

“მოულოდნელობის ელფერი”

– შესანიშნავია, არა? – უთხრა დაუვიწყარი ხედის შემყურე გოგონამ, კმაყოფილებით, რომ მთელი ეს დრო კლდეზე ამოსასვლელად ფუჭად არ დაუკარგავს – მართლაც რომ შესანიშნავი.. – უპასუხა გოგონაზე მიშტერებულმა ბიჭმა – ხედი ვიგულისხმე.. – თქვა გოგონამ ჩაცინებით, თმები შეისწორა და დაამატა – მგონი დროა მითხრა, აქ რას ვაკეთებთ, კონკრეტულად? – მენდობი? – კითხა ბიჭმა უეცრად და ხელები მჭიდროდ მოკიდა გოგონას მკლავებზე – რა თქმა უნდა – უპასუხა გოგონამ, არადა მის თავში პირველი პასუხი, რომელიც შინაგანმა ხმამ უთხრა იყო “შესაძლოა” – ну и зря (სულ ტყუილად) – უთხრა ბიჭმა და მთელი ძალით კრა გოგონას ხელი. გოგონამ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მსგავსად დაიწყო ხელების ქნევა ჰაერში, უმისამართოთ, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო და კლდიდან პირაღმა გადაეშვა..
ციცაბო კლდის თავზე ბიჭი შეამჩნია, რომელიც ხელს უქნევდა.. ესალმებოდა თუ ემშვიდობებოდა?! ვერ გაეგო გოგონას. ვარდნისას, გოგონას მიზნები და ოცნებები აჩრდილებად გამოესახნენ, რომლებიც ეკითხებოდნენ თუ რატომ ვერ მოიცალა მათთვის, მაშინ როცა ესტუმრნენ მას დიდი ხნის წინათ. გოგონამ გადაწყვიტა უკანასკნელ ჟამს მისი სანუკვარი ოცნება აეხდინა – ფრთები გაეშალა. თვალები დახუჭა ცდილობდა მთელი მისი შემორჩენილი ძალებით წარმოედგინა თუ როგორ წამოეზრდებოდა ფრთები ზურგზე და შეძლებდა გაფრენილიყო და მაშინ, როცა მის ამ ოცნებას ნათლად ხედავდა, გაახილა თვალები, ფართოდ გაშალა ხელები, მის ზურგზე ჯერაც არ წამოზრდილმა ფრთებმა გაარღვია წყლის ზედაპირი და გოგონამ წყალში ჩაყვინთა.. წამიერად გამოიღვიძა მასში ყოფილი წყალბურთელის ინსტინქტმა და წყლის ზედაპირზე ამოვიდა.. მაშინათვე კლდეს ახედა და ადგილი შეიცვალა, როცა მისი ბიჭი წყალში ჩამოხტა. მისი თავი არ ჰქონდა, ნაპირისკენ გაცურა და ზედ გაწვა..
ხმაურმა მოიყვანა გონს, ხმისკენ გაიხედა და მისი ბიჭი შერჩა ხელთ ორი კალათით – შემდეგში უბრალო, ჩვეულებრივ პიკნიკზე წაგიყვან.. გპირდები – ვითომც დიდი არაფერი მომხარაო უთხრა მომღიმარმა ბიჭმა – შემდეგში.. ზედმეტად ოპტიმისტი ხომ არ ხარ? – უთხრა გოგონამ ცივად და მისი გრძელი, ბუნებრივად შავი სველი თმები შეეცადა გაეწურა სველი წყლისაგან – ისევ, ბრაზობ! მეგონა მალევე გადაგივლიდა.. ყოველდღე ხომ არ ეშვები ასეთი მაღალი კლდიდან, ასე არ არის? – უთხრა ბიჭმა კმაყოფილის იერით. გოგონამ არაფერი უპასუხა, განა რა უნდა ეთქვა?! ჯერაც ვერ გარკვეულიყო რას გრძნობდა, ბრაზს თუ სინანულს.. ბრაზს, იმირომტომ ასეთი საშინელი რამ გადაიტანა თუ სინანულს, რადგან ისეთ ადამიანს მიენდო, რომელიც მსგავსი ქმედების ჩადენის უნარი ჰქონდა და არც კი ნანობდა მის საქციელს.
ბიჭი მოუახლოვდა და ტანსაცმელი მოუტანა – იმედი მაქვს შენი ზომაა, თუ არადა შეგიძლია ჩემი მოირგო – უთხრა თბილი ღიმილით, შემდგომ უკან დაბრუნდა, კალათთან და მზა პროდუქტების ამოლაგება დაიწყო. გოგონა მიშტერებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, ისევ ბიჭმა დაარღვია სიჩუმე – გამოიცვალე, თორემ გაცივდები.. შემიძლია შევბრუნდე თუ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ, თუმცა პირველად არ გიწევს ჩემს წინაშე გამოცვლა და თუ ახლა ისეთ რამეს ვნახავ, რაც აქამდე არ მინახავს, აი, ამ ფუნთუშას მთლიანად გადავყლაპავ.. თუნდაც დავიხრჩო – ბიჭმა მუჭისოდენა ფუნთუშა მოიმარჯვა და მომლოდინე მზერა მიაპყრო გოგონას. გოგონამ გადაწყვიტა ვალში არ დარჩენობა ბიჭს, თან გამოცვლას შეუდგა და თან უთხრა
-ყველა ჩემი შეყვარებულიდან , რომელიმეს მაინც რომ გამოეჩინა მსგავსი სითამამე, შესაძლოა არ მიმეტოვებინა კიდეც..
-ყველას.. მაინც რამდენი გყავდა?
-შენ ხომ ცნობილი ფეხბურთელი ხარ, გოგონებს ავტოგრაფებს მოშიშვლებულ მკერდზე უტოვებ, იმედია არ გაგიკვირდება თუ ჩემი პირველი არ აღმოჩნდები..
-ჰო, მაგრამ ყველა ნიშნავს ბევრს, ძალიან ბევრს
-რიცხვი გაინტერესებს?
-ჰო
-ოხ, ეს მამაკაცები, ყოველთვის გაინტერესებთ ის, რაც სინამდვილეში არ გინდათ რომ იცოდეთ – უთხრა ხასიათზე მოსულმა გოგონამ, ჯერ გაუღიმა და შემდგომ ხელიდან გამოაცალა ხორცეულის სენდვიჩი მის პირგაშეშებულ ბიჭს.