fbpx

ისტორია

ვინ არის ლიდერი ?!

 „ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს”. ამბობდა ალბერტ აინშტაინი. რომელსაც ძალიან კარგად ესმოდა ლიდერობის არსი,მნიშვნელობა და დანიშნულება.

დღეს მსოფლიოს სჭირდება ლიდერები ! იმიტომ,რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ დაეხმარნონ ადამიანებს უკვე არსებული უნარების განვითარებასა და ახალი შესაძლებლობების შექმნაში. თუმცა,ლიდერობა არ არის მარტივი. ის,თავის არსში ყოველდღიურ განვითარებას,დაუღალავ შრომას,დიდ ნებისყოფას,გამძლეობასა და ამტანობას გულისხმობს.

ლიდერის კონცეფციის შემუშავებისას,გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიჰ ნიცშე ცდილობდა რომ დაესაბუთებინა უმაღლესი ტიპის აუცილებლობა. მისი აზრით,ეს უნდა ყოფილიყო ,,ზე-ადამიანი“,რომელიც სიკეთისა და ბოროტების მიღმა იყო. ასეთი ადამიანი არ უნდა ყოფილიყო ზნეობრივი ნორმებით შეზღუდული. ნიცშეს აზრით,ლიდერი სხვებზე აღმატებული იქნებოდა.

ლიდერობის კვლევაში დიდი წვლილი მიუძღვის იტალიელ ფილოსოფოსსა და დიდ პოლიტიკურ მოსზროვნეს ნიკოლო მაკიაველს. რომელმაც საკუთარ ნაშრომში ,,მთავარი“  დეტალურად აღწერა ის პიროვნული ღირებულებები,რომელსაც ლიდერი უნდა ატარებდეს. მაკიაველის აზრით,ეს არის პიროვნული სიმამაცე,გარშემომყოფების ინსპირაცია,მოქმედებების სწორად დაგეგმვა,ოპტიმიზმი,მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა,საჭირო დროს საჭირო გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ფილოსოფოსებისა და დიდი მოაზროვნეების გარდა,მსოფლიოს წამყვანი ლოდერები ხშირად უზიარებენ ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას და ღიად საუბრობენ იმ გზის შესახებ,რომლის გავლაც მოუხდათ. მაგალითად,მარკ ცუკერბერგმა თავიდან FACEBOOK მხოლოდ ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის შექმნა,მაგრამ ცუკერბერგი იმდენად კარგი და შემდგარი ლიდერი აღმოჩნდა,რომ facebook მალე მსოფლიოს მასშტაბით,2 მლრდ-ზე მეტი ადამიანის საკონტაქტო და სამეგობრო პლატფორმად გადაიქცა. ცუკერბერგი სოციალური ქსელის შექმნისას ფოკუსირდა იმაზე,თუ რისი შეცვლა უნდა მსოფლიოში. მათ facebook-ის შექმნით გაამარტივა კომუნიკაცია და საზღვრების მიუხედავა,ადამიანების ურთიერთობა მარტივი,დროული და ხელშესახები გახადა.

,,ერთ ხმას დიდი ძალა აქვს. თუ ერთ ხმას სახლის შეცვლა შეუძლია, ის ქალაქსაც შეცვლის. თუ ქალაქის შეცვლას შეძლებს, მას შტატის შეცვლაც შეუძლია. თუ შტატის შეცვლა შეუძლია, ქვეყანასაც შეცვლის, თუ ქვეყანას შეცვლის, სამყაროს შეცვლასაც მოახერხებს“ – ეს სიტყვები ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტ ბარაკ ობამას ეკუთვნის,რომელიც ძალიან კარგი ლიდერია და ღრმად აქვს გაცნობიერებული,რომ ლოდერზე ბევრია დამოკიდებული. შეიძლება ის გაკიცხონ,გახდეს აგრესიის სამიზნე და ან უბრალოდ არ მოწონდეთ. მაგრამ, ლიდერმა უნდა იცოდეს როგორ მართოს ექსტრემალური სიტუაციები,როგორ გაუმკლავდეს აგრესიას და როგორ ითანამშრომლოს საზოგადოებასთან. ჩვენ ადამიანები ვართ და ბუნებრივია,ყოველთვის ყველას არ მოვეწონებით,ამიტომ,ვფიქრობ გამოსავალი ,,თანაზიარობაში“ , ,,თანაგრძნობაშია“. ლიდერს უნდა შეეძლოს  აღიქვას სხვისი განცდები,ემოციები და ამავე დროს აკონტროლოს ისინი.

კარგი ლიდერი ის არის,ვისაც სწორი კომუნიკაცია,სწორად მართვა და ემოციური ინტელექტი აქვს. ბევრი მაგალითი არსებობს წარმატებული ლოდერების. ლიდერებს ნამდვილად შეუძლიათ შექმნან უკეთესი მომავალი და უკეთესი მსოფლიო. ამიტომ,სჭირდება მსოფლიოს ლიდერები.

ნამდვილი ლიდერი ინიციატივიანია, თავდაჯერებულია, ენერგიულია, დამოუკიდებელია, ემოციების მართვა შეუძლია, პასუხისმგებლიანია, ამტანია, მიზანდასახულია, თავდაჯერებულია, აქვს საკუთარი ძალების რწმენა, ურთიერთობები შეუძლია, მოქნილია, სხვისადმი მგრძნობელობით გამოირჩევა, უსმენს გუნდის თითოეულ წევს, რისკიანია,გაბედულია და რაც მთავარია მოტივაციის ავტორია სხვებისთვის.

აქედან გამომდინარე,შეიძლება ითქვას,რომ ნამდვილი ლიდერი ყველა ადამიანს იღებს ისეთს,როგორიც არის,უსმენს მათ და ეხმარება სხვებს გახდნენ უკეთესები,აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები,გაიუმჯობესონ უნარები და მიღწიონ წარმატებას ! ლიდერობა – საქმიანობისა და ცხოვრების წესის ისე წარმართვას ნიშნავს, როდესაც შეგიძლია თანამშრომლები, საზოგადოება და თვით მსოფლიოც კი უკეთესობისკენ შეცვალო   !

ავტორი : ეთო ბიქოშვილი 

“გონებით გამოძახილი” ნაწილი II

D7A3707B-538D-4821-832E-E3F53F1C182B

     …იმიტომ არ გვესმის რომ ჩვენი გონება, როგორიცაა ასეთი ხმა არ უშვებს ისეთ რეალობას რომ ის არსებობს მაგრამ გონებამ უნდა იცოდეს  რომ ის ყველა ჩვენგანშია და სამუდამოდ ჩვენს ძებნაში იქნება მეძებარი.მეძებარი რომელმაც  მთელი თავისი ცხოვრება გაითამაშა (აღებულია და შეცვლილია გოდერძი ჩოხელის ფრაზა )რომ შერეოდა ადამიანებს რადგან გაეგო საბოლოოდ თუ რას ნიშნავდა ადამიანად ყოფნა თუმცა ,საკუთარმა წმინდა საზრდო გონებამ არ მისცა საშუალება ისიც მათნაირად დაცემულიყო.

       ასეთმა ფიქრებმა ჩემი შინაგანი არსება განაცვიფრა რადგან არასდროს არვყოფილვარ ისეთი მეოცნებე როგორიც ამ ღამის ცისქვეშ გავხვდი.გზიდან გადმოვუხვიეთ და ალმეცრად გადმომყურე ბალახს თვალი გავუსწორე და გზას გავუდექით.ჩვენი მომლოდინე ბინისაკენ.მაწანწალა ძაღლები ერთმანეთს მიხუტებოდნენ თითქოს რაღაც შავბნელი ძალის სუნი  სცემდათო.ამ სანახაობამ ძალიან გამაკვირვა,მანამ, სანამ უფრო გამაკვირვებელი რამ არ ვნახე რამაც ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა ის ის იყო გზა გადმოვჭერით და ჩვენი ბნელი ბინისაკენ მივეშურებოდით,როდესაც ის მოხუცი კაცი დავინახე,რომელიც პარკში შევამნჩნიე მას  ხელები მაღლა აღეპყრო და თან ზეცაში იყურებოდა,თითქოს,სასწაულის გამოჩენას ელოდაო.ცა კი არ იძვროდა.ჯიბრზე მდუმარედ ირხეოდა და იფანტებოდა ერთმანეთში.ეს ყველაფერი თითქოს რაღაცის გამოძახებას ჰგავდა ისეთ რაღაცას რასაც სძალუდა სინათლით გაშოტილი  მდუმარებით სძლეოდა ბნელეთის წიაღიდან აღკვეთილ მოახლოებულ სიბნელესა და ქაოსს.

     ამ მოხუცმა თითქოს ჩემში  რაღაც უეცარი მომლოდინე სევდა ჩაასახლა.ამ ფიქრებით გართულს, მოხუცმა მოელვარე ხმით ცას ასძახა:

-რა საჭიროა აღსასრული ნეტავი,დასასრულები ხომ სევდიანია…მათ დახმარება სჭირდებათ მათ შენ სჭირდები…მე მჭირდები.ამდენს ვერ გავუძლებ-ყვირილი დაამთავრა თუ არა ჩაიმუხლა და ქვითინი  მორთო.თითქოს უფრო ჩამობნელდა.მისი ხმა აალებულიყო ახლა კი შინაგანად ცდილობდა მის აღსასრულს.მაგრამ მისი უანგარო სული არ ეცემოდა და შეუჩერებლად ცდილობდა აღმაფრენას. ცის თაღზე საუცხოო ღრუბლები ეფინებოდა,მაძიებელი კი ამ უანგარო სულის პატრონს ენით გამოუთქმელ ქარიშხლიან რეკვიემსა და სიმშვიდის ჰპოვნას ჰპირდებოდა .ღამის ჟამიანობის დროს არაფერია შეუძლებელი.ღამე ხომ ხელშეუხებელ ოცნებებს ითვლის და მათ თვალუქცეველ ამბებად აქვევს.

      მშობლებმა ერთმანეთს გადახედეს და გადაუჩურჩულეს,საბოლოოდ კი იმ აზრამდე დავიდნენ რომ იგი ნასვამი იყო და ყურადღება არ უნდა მიგვექცია მისთვის.მაგრამ მე ასე არ ვთვლიდი ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი გავლენა იქონია .ჩემში რაღაც დიდი ცდილობდა გამოღწევას რომელიც შიგნიდან გააფთრებული მღრნიდა,მე კი მის დადუმებას ვცდილობდი.ამ სიტყებმა ჩემში რაღაც გამოაღვიძა და გაანთავისუფლა.სიტყვებმა გადაწყვიტა თუ ვინ ვიყავი.ამ სიტყვებმა ჩემში გააფთრებული  განცვიფრება და ბრძოლა გააჩაღა.მშობლებმა მიგვითითეს გზა განაგრძეთო რადგან  წამოგვწეულიყვნენ მე კი ფეხს არ ვადგამდი და გაყინული ამ სანახაობას შევცქეროდი. მაგრამ ბოლოს დავემორჩილე და გზა განვაგრძე.განცდა რაც მის დანახვისას ვიგრძენი გამქრალიყო,ახლა კი ჩემი ფიქრები მხოლოდ იმას ნატრობდა რომ რაც შემეძლო მალე ავსულიყავი სახლში. ჩემი მთლიანი გონება ცარიელ კიბეებს ჩაუგდო ხელში და მაიძულებდნენ სინათლის  სიჩქარით ავსულიყავი მასზე.კიბეებიც დამთავრდა და დროისაგან ჩამომდნარი კარებისკენ  გავეშურე რომელიც ჩემს გამოჩენას ელოდა ალბათ უკვე მერამდენჯერ.სანამ მისკენ  მივდიოდი შევჩერდი სულის მოსათქმელად და წამოვიძახე:

-როგორ მტკივა ფეხები-შემდეგ კი ოხვრით კარები გამოვაღე.

      მთელი დღისა და ღამის განმავლობაში უცნაური გრძნობა თავს არ მომცილებია ისეთი გრძნობა  რომელიც აქამდე არასდროს განმეცადა.რაღაც არაბუნებრივი და თანბუნებრივი,რაღაც ჩვეულებრივი და არაჩვეულებრივი,რაღაც მშვიდი და ქარიშხლიანი,და მაინც ვერავის ვუზიარებდი საკუთარ დარდს,რომელიც,ბოლო კუთხის ზენიტში გავყავდი. 

     ყველამ ვისადილეთ,მოსაწყენ გადაცემებს ვუყურეთ,და ძილისწინ ერთმანეთს ტკბილად დავემშვიდობეთ  თითქოს ვიცოდით რომ ერთმანეთს ვეღარ ვნახავდით.ერთ ლოგინში მყოფ სამ ადამიანს,მთელი დღის განმავლობაში უაღრესად უცნაური ქარი გვეჩურჩულებოდა.მაგრამ მე განსაკუთრებულად.ამიტომაც ვეღარ მოვითმინე და დედას ვკითხე:

-დე,დღეს სამყაროს აღასასრულია?

-მგონია რომ ასეა.-დამშვიდებული ხმით მამცნო მან 

-მაშ,რატომ არავინ ლაპარაკობს ამაზე?-ქოშინით ვიკითხე მე 

-რადგან,ისედაც ყველამ იცის,ლაპარაკი არ გვჭირდება იმისთვის რომ, იგრძნო ის რასაც სხვა ადამიანი განიცდის -უხერხულმა სიჩუმემ წუთები და საუკუნეები დაყო.დედის მშვიდ  ხმაში იგრძნობოდა რაღაც დიდებული,სიჩუმით ყვირილი…

      უეცრად სიჩუმე გარეთ მყოფმა ადამიანებმა დაარღვიეს:

-როგორ მტკივა ფეხები-გარედან ნაცნობი ხმა გაისმა.ამ ხმას კი სხვა ნაბიჯების ხმაურიც მოჰყვა .ამ ყველაფერმა,ჩემში დიადი დისკომფორტი გამოიწვია.ყურებში ჩემი გულის ფეთქვის ხმა მესმოდა,ჩემი მაჯის ცემა კი ცოტაღაც და ბნელეთიდან ამოიზრდებოდა.ვგრძნობდი თუ როგორ  აწიოკებულიყო სული ჩემი.გავიგე თუ როგორ გაფაცურდა დედის ლანდი სიბნელეში.ეტყობოდა ისიც შეშინებულიყო და ისიც ყველაფერს მიხვედროდა:

-დროში გაჭედილები ვართ?-გაბზარული ხმით ვიკითხე 

-მგონია რომ ასეა,საყვარელო-აცრემლებული ხმით მომახსენა მან.

-რამდენი ხანია რაც ეს გრძელდება?

-ეჭვი მაქვს რომ უკვე წლებია.

-ჩვენ გავქრებით?-ჩემში საზარელმა აზრმა გაიქროლა

-ძილინებისა,ძვირფასო-ეს მითხრა და გულში ჩამიკრა.გარეთ გასაღების გადატრიალების ხმა მოისმა,უეცრად,ყველაფერი განათდა.ამაოზრახვები.მაძიებლის სახელით გართულს დრო გამომელია .ცაში მაძიებლის პოვნით გართულს,დრო გამომეცალა ხელიდან და ახლა!ცაში აღმართული ჩემი თვალები ამოსუნთქვის ბოლო წამს მიხვდნენ მე ვიყავი ის მაძიებელი.მე ვიყავი ის რასაც ამდენ ხანს ვეძებდი.და ვიგრძენი როგორ აღმავლდი ისევ.ვიგრძენი როგორ დაიფერფლა ჩემი ძველი სხეული ახალი მესთვის.ჩემში გაშმაგებული  მაძებარი ბუდობდა.

                            17:06

                        17 ივნისი   

                     2020 წელი 

“გონებით გამოძახილი”ნაწილი I

A1BE85C5-EC84-4E0B-A4AD-D1828BC6FAFC

  ნათესავებთან მყოფებს გარეთ გარეთ გასერნება მოგვინდა.მთელი დღე კი ისეთი შეგრძნებით დავიარებოდი  თითქოს დღეს სამყაროს უკანასკნელი დღე დაგვსდგომოდა თავს.ყველაფერს გაფაციცებით ვუყურებდი,თითქოს მინდოდა არაფერი გამომრჩენოდა. მაძებარს ვეძებდი,ისეთ ვინმეს  რომელიც სამყაროს დაუსაბამო ისტორიას

წუთებში მომიყვებიდა.კარები გამოვაღეთ და სამყაროს გარე სივრცეში შევიჭერით,რომელიც დამწვარი სიჩუმით,გაბატონებულიყო ყველა და ყველაფერზედაც.მაგრამ სიჩუმეშიც იგრძნობოდა გამოუთქმელი გულწრფელობა,შინაგანი მხრეცური ხმაური რომელსაც მხოლოდ გაბატონებული სიჩუმით თუ მიაღწევდით.

გამოვაღე კარები და სხვა აწყმოში გადავინაცვლე,რომელიც მარტო მე კი არა სხვებსაც ეკუთვნოდა .იმ სხვებს რომლებიც სუნთქავდნენ იმავე ჰაერს რასაც მე.დადიოდნე იმ მიწაზე რომელზეც  მე დავფრინავდი,და ის სხვები რომლებიც ერთმანეთს ადამიანობით საზრდოობდნენ.გარეთ დავხეტიალობდით.მე კი ცას ავჰყურებდი,თითქოს მაძებარი ღრუბლებში იმალებოდა.ეს დღეებია ასეთი რამ დამჩემდა,ყოველთვის აღვაპყრობდი ხოლმე ზეცას საკუთარ თვალებს  თანაც ძალზედ ხშირად,თითქოს იქ მართლაც მაძიებელი დაეხეტებოდა.შესაძლოა რაღაცას ვეძებდი,რაღაცას რაც ჩემს დანაკლის შეამსუბუქებდა ან საერთოდაც შეავსებდა.თითქოს ცასთან არსებული კავშირი მედიდურად ირეოდა ჩემსში და იმ კავშირის მქონე ძალის აღდგენას არაადამიანური სულმოუთმენლობით ველოდი.

როგორც თითქმის ყველა ბავშვი ასე იქცეოდა,სეირნობის დროს,ბავშვები ერთად მივდიოდით,წინ. მოზრდილები კი უკან.შემდეგ კი უფროსებს შენიშვნას ვაძლევდით თუ რატომ იყვნენ ასეთი ნელები. დღესაც ასე მოხვდა წინ პატარები უკან კი დიდები.მათ შორის თან დიდი თან საერთოდაც  არ იყო განსხვავება.ყოველ მათგანს საკუთარი თემა ჰქონდა სალაპარაკოდ,რასაც ადრე  მეორე მხარე სულელობად თვლიდა,და ისევ საკუთარ ჯგუფის წევრს უბრუნდებოდა.ახლაც მივიწევდით წინ და თან უკან გასართობ პარკისაკენ.სადაც უამრავი სამყაროების ერთმანეთთან  შეჯახება ხდებოდა.ზოგი სასიამოვნო,ზოგიც კი ხელშეუხებელი ამპარტავნობა.

პატარა ბორცვებისაკენ მივიწევდით,საიდანაც ბავშვებთა ჟღურტული ისმოდა.ხმაური არმიყვარდა ამიტომაც ვცდილობდი ადამიანების გარდა ყველაფრისთვის მომესმინა.დროისგან განაცრისფებული შენობას ვაკვირდებოდი.კაცი იტყოდა თითქოს საუკუნეებია აქდგასო,ფესვები გაუდგამს და შიგნიდან იზრდებაო,თან ხელთ ვინც მოხვდება იმას იყოლიებსო.ამ აზრმა შემაკრთო და შევეცადე ახლა სხვა სამყოფელისათვის მომესმინა.და აი ისიც ღრუბლებზე დაკვირვება.ისევ.ჩემმა ნათესავმა ეს შენიშნა და მკითხა:

-მაღლა რას ეძებ?-შემომხედა მხიარული სახით დაინტერესებულმა 

-მაძიებელს-ჩავიბურტყუნე ჩემთვის.

-რას?

-არაფერს-ვუპასუხე მე.მივხვდი აზრი არ ჰქონდა ახსნას და თავი მივანებე,მე ხომ ვერავინ მიგებდა ,ამიტომაც არც მოველოდი რომ ის გამიგებდა რატომღაც ცას თვალები მოვაშორე და გასართობ  პარკისაკენ გავიხედე,უცბად ყველაფერი გაუჩინარდა.სრული სიბნელე და სრული სინათლე  ერთმანეთში ითქვიფებოდა.ისე მომეჩვენა თითქოს ამ რამოდენიმე წამში საუკუნეები  გამოვიარე.იმ შემაშინებლად გათეთრებულ ადგილმა სასტიკი სიმარტოვე და სანატიფო სიცარიელე დაამკვიდრა ჩემში.უეცრად ჩემმა სხეულმა დიდი დოზით ჭეშმარიტება შეიგრძნო.ყველაფერის მიზეზი გავიგე მაგრამ,ეს ყველაფერი წამში განადგურდა რადგან ყველაფერს  თავის დასასრული აქვს,ეს კი დროზე უკეთ არავინ იცის.ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება .დასასრულები ყოველთვის სევდიანია,მის ნაცვლად კი ამბები რჩება.დროში რაღაც ბზარებია.ეს ბუმბერაზი შეგრძნება დიდიხანია არ გაგრძელებულიყო რომ სინათლე ისევ ბნელეთით  შეიცვალა.ისევ ყველაფერი დამავიწყდა,წამის წინ კი ჩემი სხეული ჭეშმარიტებით დანაოჭებულიყო.სიმართლემ ძვალ-რბილში გამიარა,და დამანახა თუ როგორი უმანკოები ვართჩვენ ადამიანები,წამის წინ ყველაფერი ვიცოდი მაგრამ დრო გაჩერდა,გაიყინა,ახლა კი საკუთარი  თავის მოწესრიგებას ცდილობდა,რადგან დროზე უკეთ,არავინ იცის.

ისევ პარკში ვიჯექი,და ისევ სამყაროს ბნელეთს შევექცეოდი.ანუ ცას.წამიერად რაღაცამ თავი  გამახსენა,ძირფესვიანად დამასევდიანა თითქოს ცეცხლი მომიკიდესო თუმცა ამყველაფერმა მალევე გადამიარა და ყველაფერი დამავიწყდა.ადამიანებს ხომ დავიწყებისკარგი უნარი გაგვაჩნია,უცბათ ყველაფერი არაფერი გახდა.ჩემმა გონებამ კი სცადა მოგონებებით სავსე სასაფლაოზე,აგურები შეეგროვებინა.ცნობიერება ცდილობდა აღედგინა ის ადგილი რომელიც შეუვსები დატოვა მაგრამ,ვერაფერი გამოუვიდა.უმიზეზო სევდის გარდა უეცრად  გამოფხიზებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით თუ რამდენი ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს სათქმელი.მაგრამ ყოველი ჩვენგანი სიჩუმეს ერთვოდა.მივხვდით რომ სამყაროს აღსასრული დგებოდა და სიჩუმე ვარჩიეთ,არანაირი პანიკა,მხოლოდ სიმშვიდე რაც დედამიწას  გაჩენის დღიდან არ ღირსებია.ალბათ ამიტომაც შევხვდით სამყაროს აღსასრულს ასე  მშვიდად,რომ საკუთარი ცხოვრება და რწმენა უკან მოგვეტოვევინა.ახლა კი მხოლოდ სიმშვიდესა  და უსაფრთხოებას შევექცეოდით.სამყარო,სადაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო სიმშვიდე და უსაფრთხოება შეენარჩუნებინათ.სამყარო სადაც მხოლოდ,მანქანებით დამონებული  ადამიანები დაიარებოდნენ.ჩვენში გამჯდარი თვისება,რომელიც ბოლოს თავად გვიმსხვერპლებდა.ასეთი სამყარო ალბათ არც არის ღირსი გადარჩენისთვის.მართალია სამყარო ევოლუციას განიცდის,მაგრამ ამ ევოლუციამ შესაძლოა,უკანსვლა განახორციელოს ხანხადან  საჭიროცაა გაჩერდე და საკუთარ ხმას მოუსმინო უკან გაიხედო და ნახო ამდენი ხნის განმავლობაში თუ რა ჩამოიტოვე უკან.

ყველაფერი გააფთრებულმა სიჩუმემ მოიცვა და ყველა დაადუმა.ბალახებიც კი აღარ ირწეოდნენ აქეთ იქით.ისინიც იმის შიშით გაშეშებულიყვნენ,ვინმემ ჭეშმარიტებით არ დაგვწვასო.მაშინ ყველაფერი ვიცოდი,ახლანდელმა დრომ კი სიჩუმეში გამოიღვიძა,ყველას ეშინოდათ ხმა პირველი ამოეღოთ.გარინდებულები სიჩუმის შიშით ხმას ვერ იღებდნენ მაგრამ, ერთ-ერთ მოხუც მამაკაცს  სიმამაცე ეყო და მეომრის უშველებელი სულისკვეთებით გამოიჭრა ამ სიმკაცრის გასარღვევად  და წამოიძახა:

-ნუთუ,ყველამ სიჩუმე გადაწყვიტეთ ამ მშვენიერ დღეს?—ამის თქმა იყო და ყველა თავიანთ საქმეს  მიუბრუნდა.თითქოს,არც არაფერი მომხდარაო,ბედნიერებით აჭრელებული სახეები არცხრებოდნენ,ისევ ისე ხმაურობდნენ,როგორც წინათ არც ისე დიდი ხნის წინ მაგრამ,მაინც დიდი დრო განვლო ჭეშმარიტებამ ჩვენამდე მოსასვლელად.ისეთი ჭეშმარიტებით რომ უნდა იცოდე მაგრამ, მისი ცნობა სხეულს გიწვავს და სულს გიფორიაქებს.მხოლოდ მე და ის მოხუცი დავრჩით,ჩვენი ჩრდილების ქვეშ,რომლებიც დროს ითვლიდნენ და ცდილობდნენ შეეღწიათ ისეთსამყაროში,სადაც გადარჩებოდნენ,ასეთ ადგილად კი თვალებს თვლიდნენ.მათ ჩვენ თვალებში შემოღწევა  სურდათ.ცეცხლჩამქვრალი მოშქრიალე მინდორი კი ვერ ისვენებდა რადგან ჩრდილებს  ვეღარ იტევდა,საკუთარ სამყოფელში გამოფიტულმა ხეებმა დახმარების ხელი გაუწოდეს.ჩრდილები დროს ითვლიდნენ მანამ,სანამ ჩემი მეგობარი არ მოვიდოდა დამეტყოდა:”წამოდი იქით გავისეირნეთო”მეც დავთანხმდი და ჩემი მძიმე სხეული წამოვაყენე ,ჩემი ჩრდილი კი მაშინვე გაუჩინარდა.

 *  *  *

      რამოდენიმე საათმა განვლო და გადავწყვიტეთ სახლში დავბრუნებულიყავი რადგან ძალზედ გამოვიფიტეთ.უკვე შუაღამე დამდგარიყო.მკაცრი ნიავი ქროდა აქეთ იქით და საშუალებას არგაძლევდა საკუთარი თავები გაგვეთავისუფლებინა.ღამის ცა განსაკუთრებული დაგანსხვავებულია,იქ მაღლა ლურჯი წიაღიდან ათასი სამყარო რომ შემოგცქერიან და ისე სჩანან ,თითქოს ხელი რომ გაიწვდინო შეეხები და მათ კალთებში მოექცევიო.ცის მოელვარე ფერები კი მარტოსულობის სასუფეველია რომელიც,ცოტა არ იყოს და შემაშინებელიც კია,რადგან ქარიც  კი ისე სუსხად გელამუნება შიშობ,შენც არ გადაიქცე მოშქრიალე ქარად,რომელსაც წასასვლელი  არსად აქვს.ღამის ხმებიც კი სხვანაირად გეჩურჩულება თითქოს,ცდილობს თავისი ბაკუნით  რაღაც მიგანიშნოს.მოთუხთუხე ზეცა კი ყოველთვის შენთანაა შენთან ერთად ბნელეთიდან  ამოიზრდება და სანთელივით ცხელ მასად აგიზგიზდება ცდილობს დაგანახოს რომ ისიც  არა ნაკლებ შენი ნაწილია რადგან ცის საღრმთო მამულში ყოველი არსება ერთი ხელით შეიქმნა და ის ხელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი გონების ფარულ ნაწილად,მუდამ იქნება რაღაც რის ხმასაც ჩვენ ვერ გავიგებთ თუნდაც ბუმბერაზი ხმით ჩაგძახოდეს.იმიტომ არ გვესმის რომ ჩვენი გონება, როგორიცაა ასეთი ხმა არ უშვებს ისეთ რეალობას რომ ის არსებობს მაგრამ გონებამ…