fbpx

ისტორია

შენ ხომ ასეთი არ ხარ?!

2CEC21E8-6808-48F2-830B-A42706B398A5

დიდი ხანია ერთმანეთთან არ გვისაუბრია, მაგრამ ჩვენ ორივემ ვიცოდით უერთმანეთოდ როგორ ვლპებოდით და ვხუნდებოდით შინაგანად, რომელიმეს უნდა ეღიარებინა, რომელიმეს უნდა გაებედა, უმეტესად კი მას…
რადგან მანაც კარგად იცის, რომ შეუძლებელი შევძელი მის გამო…  
არ ვჩერდებოდი…
ყოველ ჯერზე ვიმცირებდი თავს, მაგრამ ის თვლიდა, რომ სადაც სიყვარულია იქ არ არსებობდა თავის დამცირება, ჰო და მეც მივდიოდი მასთან მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი მისი დამპალი სიამაყე არ მისცემდა გასაქანს, მიუხედავად ყველაფრისა საკუთარ დამპალ აზრებს ჩაებღაუჭა, ახალ ტყავში საკუთარი სისუსტე დამალა, გვერდზე კი ისაღარ უნდოდა ვინც მისი ყოველი სისუსტე თუ ცრემლი იცოდა, გვერდზე ის აღარ სჭირდებოდა ვისაც ერთ დროს უთხრა, რომ  ყველას ცხოვრებიდან გაქცევა სურდა, რადგან დაღლილი იყო ამდენი სიყალბით, დაღლილი იყო იმით, რომ მის სამყაროს ვერ მიწვდა ვერავინ, დაღლილი იყო იმით, რომ არავის ნდობა შეეძლო, ყველამ გაყიდა, ყველა ისე მოექცა როგორც არ იმსახურებდა…
ჰო! მე ყველა ტკივილი ვიცი, ვიცი რას ფიქრობს როცა ჩუმადაა, უბრალოდ აღარ ვჭირდებოდი, ყველა მისი ტკივილი და სისუსტე ჩემში შეინახა, არავის უნდა და არავის უყვარსის ადამიანი ვინც მათი სისუსტეები და წარსული იციან, მაგრამ…

მაინც ვეძებ სიტყვებს, რომ გაგამართლო…

შენ ხომ ასეთი არ ხარ?! ისევ ვიმეორებ!

შენ ხომ ასეთი არ ხარ?! 

შენ ხომ ასეთი არ ხარ?!

და ასე უსასრულოდ…

არსად მივდივარ, გეფიცები… 

არსად ვაპირებ გაქცევას, გიერთგულებ მეთქი დაგპირდი და… შენ თუ 
არა მე მაინც შევასრულებ პირობას…

დაგელოდები, უბრალოდ ვიცოდე, რომ მოხვალ…

Nebula

Polish_20200428_111958267

ჩუმი ნისლივით მოედე ჩემს გულს,

ჩემში შექმენი შენი ხატება,შ

ავსებ ჩემში დამარხულ უფსკრულს,

მე შენი თვალები მიყვარდება…

ჩუმი ნისლივით მიხუჭავ თვალებს

და მე შენს მიღმა ვერავის ვხედავ…

ვიცი, ეს გრძნობა მალე გადამრევს…

ვგრძნობ, როგორ მიტევს შიგნიდან სევდა…

ჩუმი ნისლივით მოედე უფსკრულს,

მე კი ნისლისგან შევქმენი ღმერთი…

ალბათ, სიბრიყვე მაკვირვებს უფრო,

ვიდრე გრძნობები, ასე რომ ვებრძვი…

ვგრძნობდი, დნებოდა ჩემში სამყარო,

სანთლის ცრემლებმა ათიეს ღამე…

მენატრებოდი… ფიქრი… თამბაქო…

ვეძალებოდი შენს მბზინავ თვალებს…

როგორ დაბნელდა… როგორ გავლიე…

მთელი სიბნელე გავცვალე ნისლში…

სხეულზე კაბა შემოგახიე

და სულის ნახვის ჩავდექი რიგში…

ველოდი ფიქრებს… როგორც სიკვდილი,

ვიცი, რომ მოვლენ ჩემთან მტრედები,

ჩემს შემდეგ ყველა ჩემს სახელს იტყვის,

მე სიბნელეში დავეხეტები…

ისევ დავხურე მე შენი ბაგე

და ჩემი სუნთქვით ვასუნთქე ზეცა…

ვიწრო ბილიკებს ვარქმევდი სახელს…

ვნახე, სიტყვებმა სამყარო შეძრა…

მე მელოდიას მივდევდი სადღაც,

იფანტებოდნენ ჩუმი ქარები,

ჩემს ცხოვრებაში მე შენზე მეტად

ვიცი, ვერავის შევიყვარებდი…

ჩუმი ნისლივით მოედე უფსკრულს,

(ვიცი, ნისლები როგორ შემცვლიან)

და რაღაც სენი დამართე ჩემს გულს…

მე კი ვგრძნობ დარდი შემომეჩვია…

***

სავსე მთვარის სიჩუმეა,გარეთ ვდგავარ,

ალბათ ფიქრობ ცოცხალი ვარ, არ მოვმკვდარვარ,

იქნებ ცდები, სხვა სამყაროს მოკვდავი ვარ,

და ამ ქვეყნად სიბნელეშიშენგან წასულს გიპოვივარ.

სავსე მთვარის სიბნელეა, ცრემლებს ვმარხავ,

თუ მას შუქი აირეკლავს, ნუ ეცდები

ვერასოდეს დაინახავ,

რადგან იგი მე მომიკლავს დაუნდობელს, დაუნახავს…

და მას შემდეგ ზეცა მრისხავსდა სულს მართმევს, როგორც სხვისქალს.

სავსე მთვარის სიცივეა, ყვავილები მესიზმრება.

ვდგავარ… მცივა,არავინ არ მეფარება.

ვდგავარ… ვყვირი ირგვლივ ყველა მემალება.

ალბათამ დღესსიკვდილის გზა მეკარება.

მერე რა…

მერე რაა, რომისევ მცივა და გული რომ მეწამლება.იქნებ ვკვდები, არაუშავს…ნეტარება მენატრება.

ა.ლ.