_ალლეული( ალლეული=მთვარის ჩიტი) : ზაბახ-ბუბუ გუბუკ-ზაბა გუბუკ-ზუბუკ გაბა! და წავიდა შესახვედრად ხვალისა…
_ფრონტიკა : (ფრონტიკა=მომღერალი ვითომ-ვითომ ჩიტი)’ მე ვარ ერეტიკოსი ქარიყლაპია, შემოთრეული ამ უცხო დროში მთქნარების ზღვიდან! ფრონ-ტიკა რინას კანტორო, კი-კირი კი-კი-რიიიი…
_ ჯოგოვიჩი: (ჯოგოვიჩი=საზოგადოებრივი ჩიტი ) საით, საით გავიქცეთ?
ტრიუმვირატს მოსდებოდა ჟამი ჭამისა, ლხენისა და ვნებისა. ალლეული ფრონტიკას ეცეკვებოდა და ჯოგოვიჩს აღიზიანებდა ბუმბულების წვერებით ზუსტად ისე, როგორც ავხორცი ძუკნა პოტენციურ კლიენტს. ჯოგოვიჩი შეწითლდა. არეული თმებით ბურბუშელას ეტრფის და ონკანთან ნიავქარიანობს. თმის დავარცხნას ცდილობს…ამასობაში ფრონტიკა კამარას კრავს და სიმღერას იწყებს: ფრონ-ტიკა რინას კანტორო, კი-კირი კი-კი-რიიიი… ალლეული ჯოგოვიჩს ნისკარტით ნაზად ეხება მკერდზე და მორჩილად ფეხებთან უწვება დაუცველი პოზით. (ჯოგოვიჩი მამრი იყო, ალლეული მდედრი, ხოლო ფრონტიკა დედალ-მამალი ძალად ჩიტი) დაიბნა, არ ელოდა მის ასეთ საქციელს ჯოგოვიჩი. კვლავ ისმის სიმღერა : ფრონ-ტიკა რინას კანტორო, კი-კირი კი-კი-რიიიი… ჯოგოვიჩი გავიდა ფრთოსანთა გამიდან მონუსხული და თავადაც მოჰყვა:
მღერამ თანდათან წამიღო, გავფრინდი როგორც პეპელა,
მივუახლოვდი ნელნელა, მე მთების იქით ენძელას, დავყნოსე სუნად ვერ ვიგრძნე, შენი ბუმბულის გემო,
ალლეულ სულ ვეღარ გხედავ, მთვარე ჩრდილს მართმევს წეროს. ფრონტიკაც აღარა მღერის, შენი გულისთვის ღრეობს,
რა, ვარდზე ყვავი დაგტოვე? არ მოგიხდება ჩერო! ახლავე ფეხზე ადექი, თორემ დაგაჯდა წერო! ზაბახ-ბუბუ გუბუკ-ზაბა გუბუკ-ზუბუკ გაბა?!
ტრიუმვირატს ეწირება ალლეულის კაბა.