მოკლედ მკითხველო, ამ ჩვენს სამეგობროში ორი წყვილი ჩიტო-გვრიტო გვყავს. ვანოზე და ლანაზე ხომ ვთქვი, რომ იცოდე, მახო და მარეხიც ერთად არიან. აი ყველაფერს წარმოვიდგენდით, მაგრამ ჯერ ლანაჩკას პირველი გათხოვება ხომ შოკი იყო, მაგრამ უფალმა არ დაგვაკლო გასაოცარი ამბები და უცებ ვიგებთ, რომ მახოს და მარეხისაც თურმე ძალიააააან მოსწონთ ერთმანეთი. ეს გიჟები მგონი მეცხრეContinue reading

თავიდან მარტო მე და მირეი არ ვიყავით. მესამეც გვყავდა, გიჟი კუდიანი. ამ გოგოს მაკა ერქვა. გული მუდამ მიგრძნობდა, რომ ჩვენი ტრიო დიდხანს ვერ გასტანდა, თითქოს რაღაც მაინც რეჩხივით მქონდა გულში. სამი ემოციურად განადგურებული ადამიანი დაეხმარა ერთმანეთს ფეხზე წამოდგომაში, მაგრამ ერთმა სირობამ გააფუჭა ყველაფერი. ყველა პრობლემა დიმიტრით დაიწყო. მაკას მეგობარი იყო.Continue reading

ისე, თითქოს ყველაფერში მიმართლებს, სხვა თუ არაფერი სამი-ოთხჯერ სიკვდილს გადავრჩი, ხან მანქანით გატანას, ხან ინტოქსიკაციას, ერთი გაზით გაგუდვასაც, მოზარდობისას სუიციდის აზრებიც მაწუხებდა, მაგრამ მაინც ვძვრებოდი ამ წუმპეებიდან და ცხოვრებას ვაგრძელებ. ძალიან გადაღლილი ვარ. ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ალბათ რადგან აქამდე ცოცხალი მოვედი და ამდენ რამეს გადავურჩი, რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ჯერ არვიცი ასეContinue reading

სიამოვნებით ვიტყოდი, რომ სათაური მეტაფორულად შევარჩიე, მაგრამ ვაი რომ ტყუილია. ზოგადად ეს თინდერი და სოციალური ქსელები მაგარი წაკლა შტუკაა. ნორმალურს კი ვერავის იპოვი მანდ, მამენტ არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი ეგზოტიკური პირადი ცხოვრება არაერთხელ ვახსენე და მოდი ერთი-ორ შემთხვევაზე გაცინებ კიდეც. ზოგადად, მგონი ამ ბიჭებს მოსწონთ შენთვის საინტერესო თემებზე საუბრით თავის მოწონება,Continue reading

ეს სადღაც შემოდგომა-ზამთრის ამბავია. უბრალოდ მახსოვს, რომ მანტო მეცვა და უეჭველი სადღაც ამ შუალედში მოხდებოდა. იგივე პერიოდია, უბრალოდ მაგ დროისთვის ჩემი ერთი მეგობარი ტასო ცხოვრობდა ჩემთან. ტასო მაგ პერიოდისთვის საკმაოდ სერიოზულ რომანსებში იყო გახვეული და მამენტ მოტყუებაც აღარ უწევდა, რომ ჩემთან იყო. ნამდვილად ჩემთან იყო, უბრალოდ მე არ ვიყავი ხოლმე სახლში. Continue reading



