ეს სადღაც შემოდგომა-ზამთრის ამბავია. უბრალოდ მახსოვს, რომ მანტო მეცვა და უეჭველი სადღაც ამ შუალედში მოხდებოდა. იგივე პერიოდია, უბრალოდ მაგ დროისთვის ჩემი ერთი მეგობარი ტასო ცხოვრობდა ჩემთან. ტასო მაგ პერიოდისთვის საკმაოდ სერიოზულ რომანსებში იყო გახვეული და მამენტ მოტყუებაც აღარ უწევდა, რომ ჩემთან იყო. ნამდვილად ჩემთან იყო, უბრალოდ მე არ ვიყავი ხოლმე სახლში. ასე, ერთ მშვენიერ ღამეს მე ცალკე გავედი მანჩოსთან, ლანასთან, მარეხისთან და მანჩოს ნათესავი-თიკოც იქ იყო. ტასო თავის ბიჭთან დავტოვე და თან ვუთხარი ეს ერთი კუკუ ბინა მთლად თქვენს განკარგულებაშია სანამ დავბრუნდები თქო. გოგოებმა ხან ბურა ვითამაშეთ, ხან ჯოკერი, ხან უბნის ბოზობას ვჭორავდით, ხანაც სტუდენტობის გასაჭირს ვუყვებოდით ერთმანეთს. ამასობაში გახდა ღამის სამი საათი და ტასო მირეკავს და მეუბნება, რომ ვიღაც ორი ტიპი გიჟივით აკაკუნებს ჩემი სახლის კარზე, ორივე ბიჭია და რო აღმიწერა, აშკარად არცერთს არ ვიცნობდი, თავის გუგასაც ვერ ეუბნებოდა ვერაფერს. სისხლი გამიშრა და ცივმა ოფლმა დამასხა, მეთქი რა ხდება უფალო, ამჯერად მაინც ლუკა ვეღარ იჩალიჩებდა ასეთს ვერაფერს და ცხადია, ისევ დაყლიოზის ფაზაში და ისევ პანიკაში ვიყავი. თან ძალიან გავბრაზდი, ვიღაც უცხო სირბანჯოები როგორ ბედავენ ასეთ დროს დაუკითხავად მოსვლას თქო. გოგოებსაც შეეშინდათ, მაგრამ როგორც კაი ვაჟკაცმა ქალებმა, ძალები მოვიკრიბეთ და იერიშისთვის მოვემზადეთ. მე გზაშივე დამრტყმელის პოზიცია დავიკავე, გოგოებს კიდევ ზოგს პატარა დანა მოჰქონდათ, ლანას კი კასტეტი. რა მეგონა ჩემი თავი, ვერ აღგიწერ! ალბათ შენელებულ კადრში და ვანდერვუმენის საუნდტრეკით გადავახვევდი მაგ კადრს. 10 წუთიანი გზა გვქონდა გასავლელი, დაჟე ორ ნაწილად დავიყავით, თიკო და მარეხი ეზოს შემოსასვლელიდან გავუშვი, ქუჩის მხრიდან მე მივდიოდი და 3-4 მეტრის დისტანციით უკან მანჩო და ლანა მომყვებოდნენ ზურგის გასამაგრებლად და თურმე უბნის მაღაზიასთან გუგაც იდგა ჩემი სამზარეულოს დანით ხელში, რომლისთვისაც საცოდავად სპორტული შარვლის შნუროკი შემოუხვევია. მოკლედ ასე მგონია, რომ მაგარი დედის პროჭის ფრიალი აიწევა და ვის ვხედავ?! ჩემთან ჩილიმ ბარში ორი მუსიკოსი რომ მუშაობს, ეგ ტიპები ყოფილან მოსულები. ერთი დაბალი და ჩხირი იყო და ეგ მოვიდა ჩემკენ, ვაიმე თამუნა როგორ ხარო. მეც სიქაჯე არ დავაკელი, საყელოში დავიჭირე და ჩუმად ჩავჩურჩულე: „ მეორეჯერ ასე დამადგები და დედას მოგიტყნავ“. ტიპი გალურჯდა, იქვე დაასტოპა და აღარ წამომყოლია. გუგაც მიყურებდა ჭოტივით, ეტყობა გაუკვირდა, რა უთხრა ასეთიო. ამასობაში მე, მანჩო, ლანა და გუგა სრული შემადგენლობით შევედით სადარბაზოში და კუთხეში აყუდებული დაგვხვდა მეორე ტუტუცი მუსიკოსი. ეტყობა ამხელა ჯოგს არ ელოდებოდა. სურპრიზის ეფექტი არ დავაკელით და ზუსტად წამი-წამში თიკო და მარეხიც შემოვიდნენ ეზოს კარიდან და აფთრებივით ვეცით ამ ერთ საცოდავ ბიჭს. ბოლოს მართლა შემეცოდა. თურმე ორი ლარის მეტი არ ჰქონიათ და გლდანში იყვნენ გასასვლელები. მაგრამ მაინც, შოუ მოვაწყეთ, აბა ასეთ შანსს რას გავმაზავდით. ბოლოს ჩემთან ავედით და ეს დანა-შმანები სულ მაგიდაზე დავალაგეთ. გუგა გამოყლევებული გვიყურებდა, მანდილოსნები ეძახე და ესენი ვინ ყოფილანო. ბიჭებად რომ დავბადებულიყავით ალბათ საბავშვო ბაღიდან სროკებზე ვიჯდებოდით. თუ არ ჩავთვლით, რამდენად აბსურდამდე კურიოზულია ეს მთელი სიტუაცია, ამ ამბიდან სამი წლის მერე ლანასთან ვიხსენებდი ამ ღამეს და უცებ მეუბნება: „მოიცა მე კასტეტი მქონდა?“ მეც გამიკვირდა, მეთქი კი, კასტეტი არ წამოიღე თქო? და ამ დროს ისმის ოქროს სიტყვები:„არა გოგო რას იძახი, ეტყობა მოგესმა, მე კუსაჩკა მქონდა წამოღებული“. გეფიცები, იქვე თუ სიცილისგან სუნთქვა არ გამიჩერდებოდა არ მეგონა. რამდენი ვიფიქრე, საიდან აღარ მოვუარე და მაინც ვერ მივხვდი კუსაჩკით რას აპირებდა, რას ავნებდა საერთოდ! მებრძოლის სულისკვეთებაც აი ასეთი მესმის! მაინტერესებს ერთი, ვაი და მართლა რამე მომხდარიყო, ლანა რას იზამდა. ალბათ იმ წამს რომ კასტეტის ნაცვლად ეგ დამენახა თავს ჩემით მოვიკლავდი. მერე ეს მანჩოსაც მოვუყევი და ვერ აღგიწერ რანაირად ვიცინოდით, მუცელი ამტკივდა, დიდი ხნის ქონში ჩამალული პრესიც კი დამეჭიმა. გაფიცებ, შენ მაინც მითხარი კუსაჩკით რას იზამდი მკითხველო.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!