სიამოვნებით ვიტყოდი, რომ სათაური მეტაფორულად შევარჩიე, მაგრამ ვაი რომ ტყუილია. ზოგადად ეს თინდერი და სოციალური ქსელები მაგარი წაკლა შტუკაა. ნორმალურს კი ვერავის იპოვი მანდ, მამენტ არც მე ვარ გამონაკლისი. ჩემი ეგზოტიკური პირადი ცხოვრება არაერთხელ ვახსენე და მოდი ერთი-ორ შემთხვევაზე გაცინებ კიდეც. ზოგადად, მგონი ამ ბიჭებს მოსწონთ შენთვის საინტერესო თემებზე საუბრით თავის მოწონება, მაგრამ ზღვარი აღარ იციან. მითუმეტეს, როცა კუდიანობის ამბავზე მიდგება საქმე, ისეთს დააბრეხვებენ, შეიძლება დაფიქრდე რა გამომრჩაო გინდ ბიბლიის და გინდ დემონოლოგიის კითხვისას. ერთი ასეთი საკმაოდ სიმპათიური ინდივიდი გავაძრე თინდერზე და აღმოჩნდა, რომ „დამმაჩა“. ოპააა! მეთქი აბა ამეწყო საღამო. მამენტ, ტიპი იმდენად მომეწონა, მაგის გამო რუსთავში წავედი. ყველას ენერვიულებოდა ჩემი გადაწვეტილება, ბოლო-ბოლო თამუნა ვარ და რაიცი რა ყლეობას გავაკეთებ. კერძო სახლში ცხოვრობდა და თავისი ოთახი სხვენში ჰქონდა. მე რომ მივედი თურმე მთელი ოჯახობა სახლში ყოფილა და ჩორნი ხოდებით შევედით დანიშნულების ადგილას. ტუალეტი ქვევით იყო და რომ გითხრა გაურემომტებელ აივანზე მოფსმა ძალიან მეკომფორტულა თქო ძალიან მოგატყუებ. დანარჩენს ხო საერთოდ დილამდე ვითმენდი. ტიპმა ეგრევე იმაზე დამიწყო რა მოზებუნებრივო უნარებითაა დაჯილდოვებული, მე ეგ სულ არ მაინტერესებდა, იდეაში უკვე ჯოკერის ღიმილით ვუყურებდი და სანამ ისტორიის მოყოლა დაასრულა უკვე ყველაფრის მუღამი მქონდა დაკარგული. ბოლოს როგორც იქნა, მოსახდენი მოხდა! სადღაც ერთი კვირა აქეთ ვჩალიჩობდი გამეორებაზე, მაგრამ ბოლო ფრაზის მერე მივხვდი, რომ შარში ვყოფდი თავს. უცებ ტელეგრამს ვხსნი და მხვდება ასეთი მესიჯი: „არა ისე, მე და შენ შვილი რომ გვყოლოდა სუფთა ანტიქრისტე იქნებოდა“. მართლა შემეშინდა. მეთქი, ამან ბაფტოგრამაში არ მიმაძინოს ერთი, სად მაქვს ორი თავი. მაგის მერე მე ცოტა უკეთ ვაკვირდები ბიჭის ფსიქიკას. ამასობაში იმ პრობლემასაც შევეხები, რომ მოკლედ ტიპები არ ხართ სანდოები რა. როჟას ვკითხე ჩასახვის საწინააღმდეგო დავლიო თუ არა თქო. ჩუმად იყო… მეც რათქმაუნდა სტანდარტული დუმილის განმარტება დავიკიდე და მეორე დღესვე ვყლურწე ეს აბი. ტიპმა მეორე დღეს მომწერა მიდიო, დალიეო. აი იმ დროს ეთქვა, იქნებ და მერე აზრი აღარ ჰქონოდა და მართლა როზმარი გავჩითულიყავი უცებ. მითხარი ახლა მკითხველო, მაქვს მაგის თავი? ა რ ა ნ ა ი რ ა დ ! მეორე მსგავსი და კურიოზული სიტუაცია კურსელთან მომივიდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ მგონი მე და მირეი ამ სალემის და კაბალას თემებზე ხშირად რომ ვლაპარაკობდით როჟას ცოტა ძაან გავაფრენინეთ. მეგონა, რომ ყველაფერი კარგად მიდიოდა, თან კაი მეგობრული ტიპი ჩანდა და კონიაკი სულ ჰქონდა. გადავწყვიტე, რომ მეგობრებისთვის გამეცნო და ზუსტად მაგ წამიდან დაიწყო ცირკი! ჯერ იყო და უცებ მე ლუციფერზე თესლი ტიპი ვარო და ჯოჯოხეთში რომ ჩავალ აქეთ დავაჩმორებო. მახო გაგიჟებული მიყურებდა, ეს ანტიკა სად იპოვეო. მერე სიმთვრალეში აირია და ზოგს უთხრა სამი კაცი მყავსო მოკლულიო ზოგს კიდე სამ კაცს (იგივეს) მოსაკლავად დავდევო. რატომ ჩათვალა რომ სამოთხესა და ჯოჯოხეთს შორის გამავალი ხიდი იყო, ეგ ცალკე არ მესმის. მოკლედ, უცებ მაგრად გაექცა. ეს ცირკაჩობაც მალევე დავასრულე. მირეიც იცნობდა ამ ბიჭს. რამდენჯერაც გუჯა მირეის დაინახავდა ამოსუნთქვას არ დააცდიდა და ხან ასტრალურ პროექციაზე ელაპარაკებოდა, ხან კიდევ მთლად საგიჟეთს უწყობდა და მოკლედ ჭკუიდან გადაყავდა. ისე საყვარელი კი იყო, ერთხელ საუზმე დამახვედრა რო გავიღვიძე. ეს ორი ვერ ვიკმარე და სადღაც ერთი წლის წინ თანამშრომელსაც დავადგი თვალი. ერთი შეხედვით ნორმალური ჩანდა, მაგრამ მთლად ამ ორის კომბინაცია აღმოჩნდა. აფერისტობის საკმაოდ მაღალი დონე გამოიჩინა. მე და ჩემს თანამშრომელს ორივეს ერთნაირად გვეპუწუნებოდა, არიქა შენ ხარ ჩემი ხელიდან არგასაშვები ადამიანიო. რა ეგონა ახლა მაგას, რომელი ერთი ვიყავით დებილები. მე და ნატამ გადავწყვიტეთ ერთი კაი კონცერტი მოგვეწყო და მოდი ერთად ვებაზროთ თქო. ბოლოს იქამდე მივიყვანეთ ტიპი რომ აფექტში მიმტკიცებდა ჩვენ არაფერი გვქონიაო. აბა მე დამესიზმრა?! იმ წამს კი გავბრაზდი, მაგრამ მეორე დღეს გოგოებს რომ მოვუყევი მომენტალურად ჯერ ხო სიჩუმე ჩამოწვა და ერთიანად აგვიტყდა ხარხარი. მეთქი თავდაჯერებულობაც ასეთი უნდა! ღმერთმა იცის კიდევ, ვინც მაგასთან ერთად იყო იმ დღეს სმენაში რა მოუყვა. ეჰ, დროზე გავაჯვა მე ამ სამსახურიდან ამანაც შარი არ ამკიდოს. მამენტ რა უნდა დამიშავოს, მაგრამ ამასაც ერთი ისეთი აქ გაფრენილი ღმერთმა იცის რას მოიმოქმედებს პანდემია რო მორჩება და ხელახლა დაიწყება მუშაობა. ისედაც მომებზრდა ერთი და იგივე გარემო ეს რო სულ გადავდოთ. ვირულ შრომაში კაპიკებს მიხდიან და ერთი მარტო იმაზე მყოფნის კომუნალურების გადახდის მერე, რომ საჭმელი ვჭამო და მეტაბოლიზმი არ გამიჩერდეს. რასაც მე იქ ნერვებს ვტოვებ სულ არ ღირს იმ ხელფასად. ახლა მითხარი მკითხველო, ეს კიდევ უფრო მთლიანი ისტორიების პატარა ამონარიდებია და შენი აზრით ასეთების ხელში ნორმალური როგორ იქნები. იმას არ ვიტყვი, რომ ყველანაირად და ყველაფერში მართალი ვარ და ჩემი ჩაჯმები არ მქონდა, მაგრამ კაი რა! ზღვარი ხო აქვს ყველაფერს! კიდევ კაი მეგობრები მყავს თორემ აქამდე თეთრი ბილეთით ვირბენდი ქალაქში.
მოკლედ გოგოებო, ბიჭებში თუ არ გიმართლებთ, ან არჩევნის ამბავში გიჭირთ ჩემსავით, გულწრფელად გირჩევთ, ძაღლი ან კატა ან ნებისმიერი შინაური თუ ეგზოტიკური ცხოველი ან ფრინველი იყიდეთ. უფრო ერთგულებიც იქნებიან და მამენტ არც ტვინს მოგიტყნავენ.
P.S. კაცთმოძულე არ გეგონო მკითხველო. მასა შეიძლება გამოსირებულები არიან, მაგრამ კარგი მოპყრობაც არანაკლები მახსოვს და ახლაც მეღიმება რომ მახსენდება. სამი ტიპი განსაკუთრებით მახსენდება და სულ მინდა სადმე თუ შემხვდებიან რამეში ხელი შევუწყო ან რავი რამეში დავეხმარო მოკლედ თუ გაუჭირდებათ. ერთს მახსოვს წიგნი ვაჩუქე, ისეთი გუწრფელი მადლობები მიხადა და ისე თბილად შემომთავაზა სახლამდე მიცილება (ანუ მართლა ძალიან გულწრფელად), როგორ არ უნდა გამახსენდეს კარგად. ერთმა საერთოდ თავისივე ინიციატივით ადგა და ბოდიში მომიხადა, შენო კარგი გოგო ხარო. მართლა ტირილი დავიწყე როგორც კი გავიდა ოთახიდან, კარგ სიტყვებს არც ისე ხშირად ვისმენ. მესამემ კიდევ რო იტყვიან არ მაწვალა და ძალიან პირდაპირ, კულტურულადაც და „ჩესნად“ ამიხსნა ყველაფერი და დღესაც ძალიან კარგ ნაცნობებად დავრჩით. ამათ მიმართ სახალხოდ მინდა სითბო დ მადლიერება გამოვხატო, იმიტომ რომ უბრალოდ სასიამოვნო მოგონებები დამიტოვეს.
