რაღაცა იქნება-პირადი ჩანაწერებიდან

      ისე, თითქოს ყველაფერში მიმართლებს, სხვა თუ არაფერი სამი-ოთხჯერ სიკვდილს გადავრჩი, ხან მანქანით გატანას, ხან ინტოქსიკაციას, ერთი გაზით გაგუდვასაც, მოზარდობისას სუიციდის აზრებიც მაწუხებდა, მაგრამ მაინც ვძვრებოდი ამ წუმპეებიდან და ცხოვრებას ვაგრძელებ. ძალიან გადაღლილი ვარ. ფიზიკურადაც და ემოციურადაც. ალბათ რადგან აქამდე ცოცხალი მოვედი და ამდენ რამეს გადავურჩი, რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ჯერ არვიცი ასე კონკრეტულად-რა.

     მამის გარეშე გავიზარდე და არც დედას ჰქონდა ჩემთვის დიდად დრო. ვიღაცას ხომ უნდა ვერჩინე. სულ მინდოდა უფროსი ძმა მყოლოდა. ბავშვობიდან თუ რამეა ჩემით უნდა გავიტანო ჩემი აზრიც, შეხედულებაც და საერთოდ საკუთარი თავი. მომენტებში თავს ისე მარტოდ ვგრძნობ რორავი. აღარ ვიცი რა გავაკეთო. ჩემი თავიც ვერ ვარ ხოლმე, განსაკუთრებით დედაჩემის ხათრით. მე კიდე არ მისმენს ეს ქალი. იმდენი დრო დამახარჯინა ამ მასწავლებლებში, ჩემთვის არასასურველ სტუმრობებზე და სახლში დროზე ყოფნის დევნაში, რომ ბავშვობაც გამიქრა. არ მიყვარს ჩემი ბავშვობა. ეზოში მე ვერ ჩავდიოდი, სულ დამცინოდნენ ხან რაზე-ხან რაზე. არასდროს დავაბრუნებდი მაგ დროს. ყველაზე მეტად მეზიზღება ჩემი თავი ბავშვობაში.

     რომ მახსენდება რა დებილი ვიყავი სანამ ცხოვრება ადამიანების გესლიან ბუნებას არ დამანახებდა, ისევ ჩემ თავზე მეშლება ხოლმე ნერვები. არადა, რას ვითხოვ ასეთს. კიბატონო, მინდა გვერდით ჩემი ადამიანი მყავდეს და ასე, ბანალურად რომ ვთქვათ შეყვარებული მინდა, რატომაც არა.

      ცუდად რომ ვიყავი, რამდენჯერ მდომებია ვინმესთან გაქცევა. ვინმე ჩემზე ძლიერი რომ იქნება და უბრალოდ ერთი-ორი სიტყვით გამამხნევებს, ჩამეხუტება და მომისმენს. ვისთანაც რამე არ ვცადე, ჩემთვის არავის არ უნდა სერიოზული ურთიერთობა. ჩემ მერე მალე პოულობენ იდეალურ ადამიანს და მათთან აგრძელებენ ბედნიერ ცხოვრებას. კი, მშურს. ძალიან მშურს.

რა მაკლია ასეთი, რას ვერ ვაკეთებ სწორად. დავიღალე ვითომ სინაზით და თავის დადებილებით, რომ ლიჟბი ვინმეს მოვეწონო და მოუნდეს ჩემთან ყოფნა და ურთიერთობა. ეხ, ნეტა ბებო და ბაბუ მაინც იყვნენ ცოცხლები. დავუჯდებოდი და ყველაფერზე ველაპარაკებოდი. ეგენი არ გამიბრაზდებოდნენ, მომისმენდნენ. ვიცი რო არც ახლა ბრაზობენ ჩემზე იქიდან. შეიძლება პირიქით, ამაყობდნენ კიდეც. მოხუცები მართლა ყველაზე ტკბილები არიან. უანგაროდ უყვარხარ, არაფერს ითხოვენ შენგან. ვინც არ უნდა იყო და როგორიც არ უნდა იყო, მაინც უყვარხარ. დავთმობდი ცხოვრების წლებს და ვაჩუქებდი ახლა რომ ყოფილიყვნენ. თან სინდისი ისე მაწუხებს, თავის დროზე რომ არ ვიჩენდი მეტ ყურადღებას. ორივე თვალწინ მომიკვდა და ვერცერთს ვერ მივაქციე საჭირო ყურადღება და რა ტანჯვა იყო ამ ყველაფრის ყურებაც და მოსმენაც.

დედაჩემს ურჩხული ვგონივარ ხოლმე რო არ ვიტირე პანაშვიდზე. არ შემიძლია ეს პანაშვიდებზე მოთქმა და რა ვქნა. განა რა, ნაკლებად მაკლია ორივე? ნეტავ მაშინ მქონოდა მეტი ტვინი.

       დიახაც, არავის არ ვუყვარდები, სიყვარულის ამბავში ძალიან არ მიმართლებს. ხოდა მეც ავდგები და იმას მივაწვები, რასაც ჩემი შრომით ვიშოვი. ფული იქნება ეს თუ კარიერა, არ აქვს მნიშვნელობა. არ მინდა ახლაც შევცდე და არ დავაფასო ისინი ვინც ამჟამად მყავს, ვისთანაც სისხლი არ მაკავშირებს და მეთვითონ ავირჩიე ჩემს ადამიანებად. მათთვის გავაკეთებ ყველაფერს და ბოლომდე მივაწვები ჩემ თავს. უფრო ძლიერი ვიქნები, ჩემსას ბოლომდე გავიტან და უკან აღარ დავიხევ აღარაფერზე.

    ის რაც მინდა, მაგრამ რატომღაც არასდროს გამოდის, მაგას შევეშვები. ეგეც თავისით მოვა საჭირო დროს და საჭირო ადგილას. თავს აღარ დავიჩმორებ და ვიღაცის გულისთვის აღარც გავხდები, აღარც ვისულელებ, აღარც თმას გავიზრდი და საერთოდ, რაც ჩემი კომფორტის ზონას სცდება, აღარაფერს დავთმობ. მოსაწონი ვიქნები, თუ არა, აღარ მაინტერესებს. აქამდე მოვედი იმ მხარდაჭერის გარეშე, რომელიც ასე ძალიან მინდოდა. აღარც ბოღმას, აღარც აგრესიას დავმალავ. ზუსტად ისეთი უხეში და საზიზღარი ვიქნები რაც ვარ. ვისაც არ მოეწონება, მაკოცოს სქელ ტრაკზე.      აღარც წითურად შევიღებავ თმას, იმიტომ რომ ვიღაც ამას სექსუალურად თვლის. დღეიდან მე ვარ ჩემი თავი და მორჩა, აღარც დედაჩემის აზრი მაინტერესებს. აწი ჩემი თავისთვის და ჩემი სიხარულისთვის ვიცხოვრებ და მათთვის ვისაც მე ვთვლი ძვირფასად.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!