0

    მოკლედ მკითხველო, ამ ჩვენს სამეგობროში ორი წყვილი ჩიტო-გვრიტო გვყავს. ვანოზე და ლანაზე ხომ ვთქვი, რომ იცოდე, მახო და მარეხიც ერთად არიან. აი ყველაფერს წარმოვიდგენდით, მაგრამ ჯერ ლანაჩკას პირველი გათხოვება ხომ შოკი იყო, მაგრამ უფალმა არ დაგვაკლო გასაოცარი ამბები და უცებ ვიგებთ, რომ მახოს და მარეხისაც თურმე ძალიააააან მოსწონთ ერთმანეთი. ეს გიჟები მგონი მეცხრე კლასიდან იცნობენ ერთმანეთს და რაც თავი მახსოვდა, ბრატობის იქით საქმე არასდროს არ მიდიოდა. არა, მართლა, ჯერ კიდევ ის შტერი მახო მახსოვს, კლასში ყველაფრის გამფუჭებლობა რო ეტენებოდა და ისევ ის მარეხი ტარზანივით რომ შემომახტა ერთხელ თიკოს სახლში და სკამიანად რომ იატაკზე გადამაწვინა. და ახლა, უცებ ვუყურებ და ეს ორი თავგადაშვებულები არიან სიყვარულის მორევში. მოკლედ, არ ვიცი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, ცხოვრება მართლა მოულოდნელობებითაა სავსე. მახო სულ მეწუწუნება, შენ მარეხი უფრო გიყვარსო. რა ვქნა, ტრადიციულად საქალბატონეთის მხარეზე ვარ. მაგრამ მახო, როიცოდე (ვიცი რომ წაიკითხავ) შენ რო დაგჭირდეს მართლა მუტლით მოვგუდავ ვისაც გინდა! შენ პროსტა თითი დაადე და დანარჩენი მე ვიცი.   ლანას ნიშნობაც ძალიან სასაცილო რაღაც იყო. ჯერ ტორტი იყო რაღაც სასწაული. მანჩოს ხელი რომ დააკლდა ტორტის ამბავს ეგრევე დაეტყო. აი, ოთხკუთხედი ტორტები რომ კეთდებოდა შავ-ბნელ ოთხმოცდაათიანებში და ჩიტის რძის მინანქრით და კოვზით რო ჩალიჩობდნენ რაღაცის მიწერას დაახლოებით მაგ სტილში იყო. იმდენად ცუდი ტორტი იყო ნიშნობისთვის, რომ ბედისწერამაც არ მოაღწევინა ადგილამდე და მანქანაშივე გაიჭყლიტა. სამაგიეროდ ტრუსიკ-ლიფიანი კექსები გვქონდა და ერთი-ორი ხამი სახით ეცა ეგრევე. ძუძუ მაინც ყოფილიყო სადმე შე დასაწვავო, რა იყო, რამ გაგამწარა!   ნიშნობა კოჯრის კოტეჯში მოვაწყეთ. ლამაზად, გულის ფორმაზე დავაწყვეთ სანთლები, ფერად-ფერადი ბუშტები შემოვახვიეთ სადაც ხელი მიგვიწვდებოდა-ყველგან! პუნში, სენდვიჩები, სასმელები, ზოგს მოსაწევიც ჰქონდა. სიძე-პატარძლის სამეგობრო ვეჯიბრებოდით ერთმანეთს და მართლა ძალიან სასაცილოები ვიყავით. ერთი კი მომეშალა ნერვები, ბიჭებმა დალევა დაიწყეს სანამ რამეს გავამზადებდით და სენდვიჩის კეთებისას მაიონეზის და კეჩუპის ყოველ წასმაზე დერევნიას გავიძახოდი. მარა ჰა, რად გინდა, ვინ გისმენს რო? სუ ყლეზე ეკიდათ! მერე ჩვენი ერთი მეგობარი-ლიკა ისე გამწარდა, მოდის და ასე მანიაკალურად და ჩუმად ამბობს-ამათ ეხლა აქვე დედას მოვუტყნავ! ლიკას ცოტა ნერვოზის და აგრესიის თემებში პაწია პრობლემები აქვს, ხოდა მამენტ კი გვეშინოდა მარა გავატარეთ. ნუ ამ სიბრაზესაც თავისი მიზეზი ჰქონდა, ვანოს ერთი ძმაკაცი ჰყავს, მეც ბავშვობიდან ვიცნობ. ბოლოს ლანას დაბადების დღეზეც ჭურჭლის დარეცხვაში მომეხმარა. ყურადღებიანი ტიპია და არ ეთაკილება მოხმარება ცოტა „ქალურ“ საქმეებში. ძალიან ვაფასებ ეგეთ ბიჭებს და მართლა ახლა, გესიამოვნება ადამიანს ვიღაც რომ გეხმარება. ამ დროს ვიღაცას კლასიკურმა ფრაზამ წამოაყვირა, წიპა რას ეხმარებიო კუხნა ქალის საქმეაო. ხოდა ლიკაც მაგაზე აიჭრა. სხვათაშორის მეც. ნუ ბოლოს დავიკიდეთ, სხვა თუ არაფერი ჩვენი დაქალის ნიშნობაა და ქაჯებივით როდეოს ხო არ მოვაწყობდით (თუმცა კი იყო სურვილი).ბევრი ჩალიჩის და ნერვიულობის მერე როგორც იქნა მივედით იმ წუთამდე, როცა ლანა შემოვიდა ოთახში და ვანო მუხლ-მოდრეკილი დახვდა სანთლების გულში და ბეჭდით ხელში. როგორც ლანამ იტირა ბედნიერებისგან, ისე ვტიროდით ჩვენც. შენი ბედნიერება ხო გიხარია, მარა შენი საყვარელი ადამიანის ბედნიერება რომ გახარებს ეგ კიდევ სულ სხვა ემოციაა. მშვენიერი ღამე იყო! მშვენივრადაც ვიხალისეთ.        მახოს და მარეხისაც იმხელა ისტორია აქვთ, საიდან დავიწყო და სად დავასრულო არც კი ვიცი. ჯერ ის იყო კურიოზი, მახომ ტვინის შერყევა რომ მიაღებინა მაროს და თან მართლა სრულიად შემთხვევით. მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ როგორც მონაყოლიდან ვიცი, მახოს ფერი წასვლია უცებ რო დააფიქსირა, რომ მარო ფეხზე ვეღარ დგებოდა და ფართხალებდა. ეს ჩემი დაბნეული და დაპანიკებული დაქალებიც ერთი საათი ყვიროდნენ 112-ში დავრეკოთო, მაგრამ ცხადია არავის დაურეკავს. ლანასი არ იყოს და ესეც კაი დაშლილია. მერე მანქანამ გაიტანა, მანამდეც მგონი კიდე გადაურჩა ერთ სერიოზულ დაზიანებას და ასე, რაც თავი მახსოვს, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დადის ეს გოგო სულ. ხოდა მკითხველო, ერთი ამბავი გამოვიარეთ სანამ ეს ორი გამოუტყდებოდა ერთმანეთს გრძნობებში. თან იქით მახოსთან ცალკე დრამები ტრიალებდა. ეს ჩვენი რაინდი ძალიან მოთხოვნადია საქალბატონეთში და ისეთ შარში გაყო თავი, მერე ძლივს გამოძვრა. ჩვენც კაი ამბები გამოგვატარა და კი გვამყოფეს ორი-სამი თვე ერთ ამბავში. ხოდა ახლა მე ქოწილებს ველოდები! კაი კაბები მაქვს და სადმე მინდა ჩავიცვა!      ნათლობები, სამშობიაროები და ამბები! უკვე მე და მანჩომ დავუგეგმეთ ყველას ყველაფერი. ბავშვების სახელებიც მოფიქრებული გვაქვს და რავიცი, მგონი მალე სკოლას და უნივერსიტეტსაც შევურჩევთ. ჯერ მარტო ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა და ეს წლები ისე უცებ გაფრინდა, ეგეც მალე იქნება.    ბოლოს იმას ვღადაობდით, მეთქი მე და ნუგზარიც უნდა გავიჩითოთ ერთად თქო და სასიყვარულო ქრონიკებს მთლად დავაგვირგვინებთ თქო. ისე წარმოიდგინე მკითხველო, რა სასაცილო იქნება, მე და ჩემი პირველი სიყვარული უცებ ასე ერთად რომ გავეძროთ. მანჩო ალბათ მთლად გააფრენს. ეგ კიარა, ყველა გააფრენს.      ნუგზარზეც მაქვს ერთი ისტორია. ერთ მშვენიერ შემოდგომას ისე მოხდა, რომ ნადიას წერდა. ნადიაც რისი დაქალია, ეგრევე რომ არ შეეტყობინებინა ჩემთვის. იმ საღამოსვე ოპერასთან დაივში წავედით. გავჭორეთ ეს უბედური, მიწასთან გავასწორეთ და უცებ, ოპა! ნუგო ურეკვს ნადიას. მეც რისი თამუნა ვიყავი ცოტა რომ არ მემასხარავა და ნადიას ნაცვალად მე გავეცი პასუხი: „ნუგოჯან რასშვები სიხარულო როგორ ხარ-?!“ უცებ, წამიერი სიჩუმე ჩამოწვა, იასნად ეგრევე მიცნო და მიხვდა ვინც უპასუხა და ამ მდუმარების მერე დაბნეულმა მიპასუხა კარგად დაიკო შენ როგორ ხარო. მას მერე, მგონი აღარც გამოჩენილა. ისე მკითხველო წარმოიდგინე, ვიღაც რომ მოგეწონება, ნომერს გამოართმევ, ურეკავ, გინდა მისი ხმა გაიგო და უცებ იმ გოგოს ხმა გესმის, ვისაც მესამე კლასში უყვარდი. კურიოზია არა?          მე და ნადიას რამდენჯერ გვქონია მსგავსი ისტორიები. ასე ზურგს ვუმაგრებდით ხოლმე ერთმანეთს და ამ ისტორიებზეც ცალკე მოგიყვები. მე და ეს ერთად რომ ვართ, პირველი რაც მახსენდება ერთი რუსული ფრაზაა: „два дебила, это сила!“ სულ ვახერხებთ რაღაც სასწაულში თავის ამოყოფას და თან რაღაცას რომ ვიტყვით ისე გვიხდება იმ წამს ვერ ვხვდებით ღმერთმა შეისმინა ჩვენი თხოვნა თუ უბრალოდ გვეღადავება. საჭორაო არ მელევა მკითხველო და ახლა გადავიდეთ ნადიაზე!

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving