რაღაცა იქნება-გაფუჭებული ტელეფონი

0

      თავიდან მარტო მე და მირეი არ ვიყავით. მესამეც გვყავდა, გიჟი კუდიანი. ამ გოგოს მაკა ერქვა. გული მუდამ მიგრძნობდა, რომ ჩვენი ტრიო დიდხანს ვერ გასტანდა, თითქოს რაღაც მაინც რეჩხივით მქონდა გულში. სამი ემოციურად განადგურებული ადამიანი დაეხმარა ერთმანეთს ფეხზე წამოდგომაში, მაგრამ ერთმა სირობამ გააფუჭა ყველაფერი.      ყველა პრობლემა დიმიტრით დაიწყო. მაკას მეგობარი იყო. ცოტა მოკლედ რომ მოვყვეთ, ერთ მშვენიერ დღეს ხანდახან ჩემი დეკოლტესკენ მომზირალი დიმა, მე, მაკა, მირეი და კიდევ სხვა ჩვენი ნაცნობი ბარში აღვნიშნავდით მაკას დაბადების დღეს. რომ გითხრათ, დიმა ძალიან მომწონდა თქო, მოგატყუებთ, ჩვეულებრივი შავგვრემანი ბიჭი იყო.არყით და ენერგეტიკულით გამომტყვრალს ეგეც მაკმაყოფილებდა. პატარა ფილოსოფიური საუბარი ფლირტში გადაიზარდა, მანიპულატორი ნამდვილად მე ვიყავი, ვერ უარვყოფ. მერე ფლირტი კოცნაში და სწორედ მაგ წამს გასკდა ბომბი. უცებ მაკამ დამაყარა, რას აკეთებო. მე დავიბენი, ვერ მივხვდი რა მოხდა. თურმე გოგო რომელსაც დიმა გვერდითაც არ უჯდებოდა და ზედაც არ უყურებდა, მაგისი შეყვარებული ყოფილა და სხვა ყველა სიკეთესთან ერთად ეს გოგო გვიყურებდა მთელიამ პროცესის განმავლობაში. გავწითლდი. ერთადერთი პრინციპი მაქვს, რომ როგორი ბაჯაღლოც არ უნდა იყოს ტიპი, თუ ვინმე ყავს, აი არ შევეხები.     იასნად, მაგარი ამბავი დატრიალდა. ეს გოგო ტირილით გავარდა, მე მაცდური გველი გამოვედი და მაკაც გაცოფებული იყო. ბოლოს გავერკვიეთ სიტუაციაში და ყველამ ერთად დიმას ვაჯვით ისე რომ ხმაც არ ამოვაღებინეთ. მეც ძალიან გავბრაზდი. მსგავს შემთხვევაში სულ ჩემ თავს წარმოვიდგენ იმ გოგოს ადგილას და რაღაც ქალური სოლიდარობის მსგავსი მერთვება.       მაკას მაგ დროისთვის ივა ჰყავდა. მგონი სამი თუ ოთხი წელი ერთად ცხოვრობდნენ და რომ დაშორდა მერე გავიგეთ, რომ თურმე ივა მაკას ცემდა ხოლმე. გვიკვირდა კიდეც ან რატომ არ გვეუბნებოდა, ან როგორ უთმენდა. აუცილებლად დავიცავდით და მხარს დავუჭერდით, მაგაზე ორი აზრიც არ არსებობს.      ამ ამბებიდან მალევე მაკა და მირეი სამსახურში დამადგნენ. მოსაწევად დავეთხოვე მენეჯერს და ვუთხარი რომ ცოტა დიდხანს გავიდოდი, ერთი 15-20 წუთით. იმ უბედურ შუადღეს მაკამ გვახარა, რომ ეგ და დიმა ერთად გაიჩითნენ. მე და მირეიმ ერთი კი გადავხედეთ ერთმანეთს, მაგრამ აღარაფერი ვთქვით. ჩარევის შეგვეშინდა, მაკას დაკარგვა არ გვინდოდა, თან ამ დიმას გამო მითუმეტეს და მაკას ხათრით ურთიერთობაც აღვადგინეთ. იმედია დიმიტრიც ხვდებოდა, რომ მარტო მაკას გამო ვესალმებოდით და დავდიოდით თუნდაც მაგის გვერდით.     მაკა საკმაო ხნით გაქრა, მე და მირეი შემოვრჩით და სულ ვკითხულობდით სად იყო. ხან საერთოდ ყურმილს არ იღებდა, ხან კიდე აშკარად თავს გვარიდებდა.ერთ საბედისწერო საღამოს, კარფურში დავინახეთ მაკა და გიჟებივით მივცვივდით. მონატრებული გვყავდა ბოლო-ბოლო. დიმასთვის დიდი ყურადღება არ მიგვიქცევია, თან უკვე საკმაოდ ნასვამი და ცოტა არ იყოს ამაზრზენიც კი იყო. ლუდები ჩვენც დავითრიეთ. გაუფილტრავი ლუდი მიყვარს და მაგაზე გავიხუმრე, მე დიდი და შავი მიყვარს თქო. მკითხველო, დამიჯერე, ჩემგან მსგავსი ხუმრობები არავის უკვირს. ეგ კი არა, ყურადღებასაც არ აქცევენ. დიმამ ისეთი საზიზღარი ღადაობები დაიწყო ამ თემის გარშემო, მაკაც შეწუხდა და ეტყობა არ ესიამოვნა ბიჭს, რომ არ აცალეს ხუმრობა. ამაზე ნელ-ნელა აიკრიფა.     მერე ნასვამი თითქოს ცდილობდა ჩხუბი დაეწყო მაკასთან და არც მე და მირეიმ დავიხიეთ უკან. მერე ატრაკებდა, გინდა თუ არა, შენი დაქალების თანდასწრებით ვიკამათოთო. უბრალოდ საზიზღარი იყო, აყროლებული და უაზროდ აგრესიული, აი შარო საიდან მოდიხარო-ეგრე იყო ტიპი.     სამივე გამოვეცალეთ დიმას და ცალკე მოვსხედით ათონელისკენ. დიმა იმდენად მთვრალი იყო, ცხრაჯერ ჩაგვიარა და მეათე ცდაზე როგორც იქნა დაგვინახა. ჯერ უღრიალებდა მაკას, ბებიასთან ლაპარაკს არ აცდიდა და მერე დაუწყო სიყვარულის ახსნები. გამეცინა მაგაზე, აბა როგორ არ გაგეცინება. ამდენი ხანია მაკა გიყვარს, თან შეყვარებული გყავდა და იმის თვალწინ მკოცნიდი და არც შეგაწუხა ნამუსმა რომ ღალატობდი იმ წამს. აქეთ მე გამომიყვანა უკანასკნელი ბოზი, რომ შეაცდინა და ამ ყველაფრის პარალელურად მაკა გიყვარს არა? მგონი აქ პატარა ხარვეზია მკითხველო, ცოტა ალოგიკურ ქცევებთან გვაქვს საქმე, არა? გავიგეთ, რომ ზოგ კაცს ცოტა სუსტი ნებისყოფა აქვს, მაგრამ როგორც არაერთხელ ვთქვი უკვე, საზღვარი ხომ აქვს ყველაფერს?!ჩემს ამ სიცილზე დიმა გამწარდა, ეს აგრესია სად წაეღო აღარ იცოდა და დღემდე თვალწინ მიდგას ის სცენა ძიშოვკა ბოზს რომ მეძახდა, და კიდევ ათას საზიზღრობას და ისიც რომ დაასკვნა, რომ თურმე ჩემთვის სიყვარულის გამოხატულება სახეზე შეთესლებით შემოიფარგლება. ამისი თქმა იყო და უბრალოდ ყველაფერი დავივიწყე ავდექი და რაც ლუდი დამრჩა ბოთლში მთლიანად თავზე გადავასხი. ტიპი ცალკე ისეთი სირი გამოდგა, დასარტყმელადაც გამოიწია. პროსტა, მე არ მიკვირს ეგეთი რაღაც და უკვე საპასუხო დარტყმისთვისაც ვიყავი მზად. ამ სირს თავს როგორ დავაჩმორებინებდი.      ამ ყველაფრის შემხედვარე მირეიც ჭკუიდან გადავიდა და თავისი ლუდის ბოთლი დიმას ფეხებში ჩაალეწა და კარგადაც ჩაკაწვრია კოჭები. მაკა ჩვენი შემხედვარე გაშეშდა, გაიყინა. ოლოს თვითონაც მოეშალა ნერვები და ამან დიმას წყალიც გადაასხა ცოტა აზრზე მოდიო. ამ ნერვიულობისგან ყველას გვაკანკალებდა. ელენთა მტკივდება ხოლმე რომ ვნერვიულობ და ძლივს ვადგამდი ნაბიჯებს. თან მაკა მეცოდებოდა, თან დიმა მეზიზღებოდა და თან ჩემი თავი მეზიზღებოდა ამდენი რომ გავაბედინე და ვალაპარაკე.       იმ საღამოს მაკა თითქოს აქეთ გვამხნევებდა, კაცთა მოდგმას ბოლომდე ვაჯვამდით და ერთი-ორი ცრემლიც კი დაიღვარა. მაგრამ სწორედ ამ საღამოს მერე მაკა გაქრა.       უცებ, ვხედავ, რომ მეც და მირეიც სოც ქსელებში ყველგან მიგვბლოკა. მესიჯებზე, ზარებზე აღარ პასუხობდა, ან თუ პასუხობდა მშრალად გვეტყოდა რომ გამოცდისთვის ემზადებოდა და არ ეცალა გამოსასვლელად.       მე რაღა დაგიმალოთ და მარტივად გავუშვი ჩემი ცხოვრებიდან. ეტყობა არც მაკა მიყვარდა ისე ძალიან როგორც მეგონა. ჩემ თავზე მეტად ვერ მიყვარდა. მირეი რომ აქ მეჯდეს ალბათ უფრო დეტალურად გავიხსენებდით ამ ყველაფერს.       მე ნამდვილად მარტივად შემიძლია ადამიანის დავიწყება. ისე დაგიკიდებ, გაგიკვირდება, იმასაც იფიქრებ ოდესმე თუ ვყვარებივარო. როცა რაღაც ზღვარს სცდება გარკვეული ქმედება, მანდ რკინის ტიპი ვიჩითები. აღარ მაინტერესებ, დამაბიჯე და დაგაბიჯებ. აღარ მიგიღებ. თუ მტყუანი ვარ ბოდიშსაც აქეთ მოვიხდი, მაგრამ როცა გამოგყავარ მტყუანი და აქეთ მაჯვამ ე.წ. пустое место-დ გაქცევ, თუნდაც მანამდე შენთვის გულის ამოღება შემძლებოდა.       ბოლო აკორდი მირეის შემთხვევა იყო. ამ ამბების მერე ორი თვე მაინც იყო გასული. ფინალურებისთვის ვემზადებოდი და თან მირეის ვწერდი, რომ გამოცდას მაქსიმუმ ოც წუთში დავწერდი. პასუხი არ გამცა, არადა სულ მცემს პასუხს. რომ კვდებოდეს, მაინც მომწერს. დავეჭვდი, მეთქი რაღაც ხდება. ჩვენი შეხვედრის ადგილას რომ მივედი მირეი ფერდაკარგული დამხვდა და ვკითხე რა მოხდა თქო. თურმე დიმა და მაკა უნახავს. დიმას ნაგლად უკითხვას, თქვენ რას შვებით, აი მე და მაკა ისევ ერთად ვართო. მირეის დიმას კარგად და ცუდად ყოფნაც მაგრად უსუქებდა და მაკას ჰკითხა სად დაიკარგეო. მაკამ არ დააყოვნა, დიმას ახედა და თითქოს მირეი იქ არც იდგა ტკბილი ხმით უთხრა საყვარელო სამი საათია წამო გვეჩარებაო.    მირეი ასეთი ნაწყენი დიდი ხანი აღარ მენახა. სხვა თუ არაფერი ეგეც ხომ გულზე მომხვდა. მეთქი მე მაჯვით, კაი! ცუდი ტიპი ვარ, გველი ვარ, ბოზი ვარ და ასე შემდეგ, მაგრამ… მირეიმ რაღა დააშავა. ხმას იშვიათად იღებდა, პირიქით სულ ცდილობდა მაკასთვის როგორმე გაეგო და შენიშვნა არ მიეცა. იმდენად არ უნდოდა მაკას დაკარგვა, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემგან განსხვავებით თავმოყვარეობასაც დაივიწყებდა და ისევ მაკას ხათრით დიმას გაუღიმებდა კიდეც.     მაგასაც ხომ დანახვა უნდა, არა? არ ვიცი. ვიღაცამ გაფუჭებული ტელეფონი ითამაშა.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!