თავისუფლება – ეს არის ცნება, რომლისკენაც მიდის ყველა გზა, რომელთანაც დაკავშირებულია ადამიანის სოციალური ყოფა-ცხოვრება დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომელიც ქმნის საფუძველს – ადამიანს ჰქონდეს არჩევანი და საკუთარი შეხედულებების მიხედვით იაზროვნოს, მოიქცეს, ურჩიოს, გადაჭრას ესა თუ ის პრობლემა და ა.შ. მართალია, ფართო და მრავლისმომცველი ცნებაა, მაგრამ მაინც ჯდება გარკვეულ ჩარჩოში, ანუ აქვს საზღვარი და სადღაც სრულდება. ყველა ადამიანსContinue reading

გულით დავეკიდე სახრჩობელაზე… გული თავის ადგილასაა, ანუ თავის ადგილას კი არაა, თავის ადგილასაა, ხომ მიხვდით?! აი, ასე… აღარც თავი მაქვს და აღარც გული… …და იმდენად ხელშესახები გახდა ეს ტკივილი (გულის ჩამოხრჩობამ თურმე ასეთი მწვავე ტკივილები იცის), ლამის სისხლიც კი წამომივიდეს, ოთხად მომკეცოს და შემინახოს სადმე, ტკივილთა განყოფილებაში, ან საერთოდ, ჭერში ჩამომკიდოს, როგორც კომბლები. არ ვიცი,Continue reading

ახლა მიმძიმს… გეფიცები… თვალებში ვერ გიყურებ… არადა, როგორ მინდა… როგორ მინდა იმ თვალების ყურება, რომლიდანაც სამყაროს ნახვის სურვილი არაერთხელ გამჩენია. იმ თვალების ყურება მინდა, ბოლომდე რომ დამარწმუნებს: ვცოცხლობ და მხოლოდ კი არ ვცოცხლობ, სამყაროს ვგრძნობ. თითქოს იქმნება პატარა დედამიწა თავისი ორბიტით, თანამგზავრებით, მთელი გალაქტიკით… და ამ დროს სიამაყით ვიტყვი: პლანეტის ერთადერთი მაცხოვრებელი ვარ! მძიმეა… რთულია,Continue reading

დედამიწაზე უკვე რამდენიმე მილიარდი წელია სულიერი ცოცხლობს. “ჯერ იყო სიტყვა და სიტყვა იქცა საქმედ”. მეშვიდე დღეს გაჩნდა ადამი და მისი ნეკნისგან – ევა. მერე იყო ევოლუცია კაცთა მოდგმისა, იყო წარღვნა და ბნელი მთელი ორმოცი დღე. ბევრი რამ იყო დასაბამიდან დღემდე და ამ მთავარ ხაზში ერთი მნიშვნელოვანი ფენომენია მხოლოდ უცვლელი – ადამიანი. ადამიანი, რომელიც დაბადებიდან დღემდეContinue reading



