***

Comments

ახლა მიმძიმს…

გეფიცები…

თვალებში ვერ გიყურებ… არადა, როგორ მინდა…

როგორ მინდა იმ თვალების ყურება, რომლიდანაც სამყაროს ნახვის სურვილი არაერთხელ გამჩენია. იმ თვალების ყურება მინდა, ბოლომდე რომ დამარწმუნებს: ვცოცხლობ და მხოლოდ კი არ ვცოცხლობ, სამყაროს ვგრძნობ. თითქოს იქმნება პატარა დედამიწა თავისი ორბიტით, თანამგზავრებით, მთელი გალაქტიკით… და ამ დროს სიამაყით ვიტყვი: პლანეტის ერთადერთი მაცხოვრებელი ვარ!

მძიმეა…

რთულია, როცა საცხოვრებელს გართმევენ და უსახლკაროდ რჩები… როცა გარკვევას ვერ ახერხებ და ყველაფერი მაინც თავის ადგილას გგონია… როცა ხედავ, რომ ირგვლივ ყველაფერი ქრება და ხვდები, არც იმდენად ძლიერი ხარ,  დედამიწა მხრებით ატარო… სხვისი საგზალიც მოიკიდო და ყველას მაგივრად ჩამოიხრჩო თავი…

გეფიცები მიმძიმს…

სახლში მისულს შენ კი არა, ცუდი აურა რომ მიღებს კარს და უსიტყვოდ ვვახშმობთ. მერე, ნაცვლად იმისა, ხელს გხვევდე და მოწყურებული შენს სურნელს ნაწილ-ნაწილ, ატომ-ატომ ვიმახსოვრებდე, ვწვები, მარცხნივ ვტრიალდები და რაფაზე ჩამომჯდარ სიჩუმეს ვუსმენ…         

facebook კომენტარები
Choose your Reaction!