პატარა ექსკურსი რო ჩავატაროთ ჩვენი ყოფიერებისთვის, რათა შევძლოთ დანახვა, ვინ ვართ ჩვენ და რა არის სამყარო ჩვენთვის, ვფიქრობ იგავურად ავღწერო სიტუაცია (ვიზუალიზაციისთვის ეტაპობრივად გავშლი)->>>სამყარო არის მინდორ-ველი უკიდეგანო ხემელეთი, მასში/მასზე არის ცოდნა, რომელიც ქმნის ეკოსისტემას /გარემოს (თავდაპირველად ღმერთმა შექმნა სამყარო, შემდეგ კი დეტალებში ჩავიდა და სინატიფე შეიტანა), ამ გარემოში არიან მაოზროვნე არსებები/შემქმნელები, ვითარცა მათი შემოქმედი (ღმერთმა ადამიანი შექმნა თავის სახ-ხატად), მათი მოწოდება იმ გარემოს მოვლაა, რომელშიც ყოფირებენ. “შემეცნება კი ესაა პროცესი როდესაც მებაღე, ცდილობს არსებული სიტუაციის აღქმას, შენარჩუნებას და გაუმჯობესებას”. მებაღე ახდენს სამყაროში არსებული ცოდნის ფიქსაციას, იმ დონემდე სადამდეც მას შეუძლია შეწვდეს, ანუ გარემოში ჩვენს მიერ ხდება ტერიტორიის შემოღობვა და შესაბამისად კულტივიზაცია. ჩვენ ვართ სელექცონერები, რაც უფრო მეტად ვხდებით არსებულში გაცნობიერებულნი, მით მეტად იზრდება ის ღობე, რომელითაც თავდაპირველად შემოვავლეთ ტეროტორიას.
როგორც ზემოთ ვთქვი შემეცნების პროცესში, არსებულ ცოდნას ვთესავთ იქამდე სანამ არ გაჯდება გონებაში და არ დაიწყებს გაღვივებას, შემდეგ მის შენარჩუენბას ვახდენთ ანუ ვუვლით, რათა უფრო დიდი გაიზარდოს და ნაყოფი მოგვცეს, აი ეს ნაყოფი არის ახალი ცოდნა, უფრო გაზრდილი და სავსე ვიდრე თავდაპირველად მისი თესლი იყო, შემდეგ ჩვენ ვიღებთ რამდენიმე ნაყოფს და ერთმანეთთან ვაჯვარებთ, ვამყნობთ ან რავი მრავალი მეთოდია “ჩრდილების მიღების”-მთავარი ისაა რომ არსებულს გავყავართ ზოგადამდე (და ესაა პროცესი როდესაც, უსაზღვროებას ვიმეცნებთ საზღვრულობით). რაც შეეხება წყაროს თუ საიდან ნაყოფიერდება ნიადაგი, ეს ის არსებული გარემოა/ცხოვრება, რომელშიც ვიმყოფებით და გარდავივლენთ თავს. ეს გარემო არის (ბუნებრივი) სასუქი, ბევრისთვის კი ეს როგორც ნეხვია, ამიტომ ისინი ვერ ახდენენ გარემოს გამრავალფეროვნებას კეთილშობილურად, არამედ მათი ბაღი ემსგავსება მივარდნილ, ხრიოკ, დაგვალულ, მყაყე ჭაობს, რომლის პირობებში არსებობა აუტანელია და მისგან გაქცევა ჭირს, უფრო მეტი შეუძლებელიც კია, რადგან მარწუხებით ჰაყვხარ ჩაჭერილი, მისგან თავს ასე მარტივად ვერ დააღწევ და რეალურად გაქცევა არცაა საჭირ უბრალოდ უნდა მოავლო გარემოს თვალი და მისი ჩანაცვლება მოახდინო იმით რაც გინდა რო იყოს იმით რასაც გინდა რო ხედავდე- “კარგი მებაღე მკვდარი მცენარიდანაც კი შელძლებს ხის აღმოცნებას, უფრო მეტიც ტყეს გააშენებს-ეკოსისტემას შექმნის”.
აქვე თუ რა არის ჩემი აზრით ჭეშმარიტი ხედვა->როდესაც ბაღის შემქმნელობით პროცესს, არა მარტო სუბიექტურად, არამედ ობიექტური ხედვით მოიცვავ->>>სუბიექტური ხედვა გაბრმავებს/ილუზიებში გამყოფებს და მხოლოდ იმას ხედავ რაც შენ გინდა და იმას ყურადღებას არ აქცევ, რაც რეალურად არის-ნაკლის დამალვა/გადამალვა/გადაფარვა. შესაბამისად ბაღის ხედვის სამი გზაა:-1)სუბიექტურ<->ობიექტური(ჰარმონი როცა გარემოზე ახდენ გავლენსა კეთილშობილურად და ისიც ანალოგიურად გპასუხობს რის გაცნობიერებაც ხდება მრავალმხრივობის კატეგორიით);2)ობიექტური->სუბიექტური(როდესაც გარემო ახდენს შენზე გავლენას; 3) სუბიექტურ-> ილუზორული(როცა თავს იტყუებ რომ გარემოზე ახდენ გავლენას-ეს ახლოა პირველთან, მაგრამ აქ ობიექტურობაც კი ილუზორულ ჩარჩოებშია- სუბიექტურის ზეგავლენით, მაგრამ ადრე თუ გვიან ურმის თვალი გატყდება ურემი გადაბრუნდება და ობიექტურობა ცხვირს ჩაგაყოფინებს ნეხვში);
#საგნიტური*-*