…მუდამ აქვს რაღაც ბიზნეს იდეა, მაგრამ აი როგორც ასეთი რეალიზებამდე ჯერ ვერ მივედით. აი იდეის გენერატორივითაა მაგრამ აი მაგ ეტაპს ვერ ვცდებით რომ ბიზნეს გეგმა შევადგინოთ. ჩვენ ხომ შენ მსგავსად მკითხველო, ყველას მილიონერობა გვინდა. ძალიან მეცინება რომ ვიხსენებ, სანამ ლანას ცოლად მოიყვანდა, მანჩომ გაუძრო ერთ-ერთი დაბადების დღის საღამოს: „ვ ა ნ ო ! დაიმახსოვრე, ლანას თუ ეწყინება, შენ გეტკინება!“ ესეც ნელ-ნელა გვეჩვევა და გვიცნობს. ჯერ ბოლომდე ვერ გვიმუღამებს მაგრამ სად გაგვექცევა, აწი ვანოც ჩვენიანია და მაგას აღარავინ ეკითხება. • მირეის სახელს ვაჩუქებ ჩემს გიჟ, ასტროლოგ დაქალს. მეც მიტაცებს მსგავსი თემები და მაგ ამბავში მაგარი დიალოგები გვაქვს ხოლმე. კაცმა რო მოგვისმინოს შეიძლება ფილოსოფია სად სრულდება და ფალოსოფია სად იწყება ვერც გაარჩიოს. მირეი მისი საყვარელი წიგნის საყვარელი პერსონაჟია. ძლიერი და ძალიან მაგარი ქალი როგორიც თვითონ არის. აი ფენიქსასაც დავუძახებ ხოლმე ისეთი ტიპია! მირეი უნივერსიტეტში პირველივე დღეს გავიცანი და გაცნობის დღეზეც მოგიყვებით! • ნადია ჩემი ეშმაკუდა და მელაკუდა დაქალია. ხანდახან მაბნევს, ვერ ვხვდები როდის მართლა ეშმაკობს და როდის ტექნიკურად გამოსდის რაღაც სასწაული მანევრები. ხანდახან კი ჭკუიდან გადავყავარ, მაგრამ უუხ! როგორ მიყვარს! საკმაოდ სპონტანურად გავიცანი და უკვე დიდი ხანია ერთად ვართ. მართლა ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან, მაგრამ საოცრად ვუგებთ ერთმანეთს. მომენტებში დედის როლსაც ვითავსებ. ზოგადად, ეს დედის მზრუნველობის სინდრომი მახასიათებს და ნადიასთან განსაკუთრებულად მჟღავნდება. მე ასე მარტივად რომ აღგიწერო ჩემი თავი, ამ ხალხზე ემოციურად და ხშირად მატერიალურადაც დამოკიდებული, ნიჭიერი მაგრამ ზარმაცი ტიპი ვარ. თითქოს ყველაფერი გამომდის და ვიცი, მაგრამ ბოლოს არაფერი მრჩება. გართობაზე ვგიჟდები და ბიჭები ძალიან მიყვარს! ხომ ხედავ, ნაშებსაც კი ვეძახი ხოლმე. ხანდახან იმაზეც მიღადავია, უზარმაზარი კომპანიის CEO რომ გავხდები და ვარდისფერი შუბით და წკმუტუნა ჩიხუახუათი ვივლი ლუი ვიტონის ჩანთაში, დიდ პრეს კონფერენციაზე უნდა ქართულად და ბოლო ხმაზე დავიყვირო: „მოგესალმებით, მე ვარ ამ კომპანიის ბოსი! და გარდა ამისა, მე ვარ ბოზი“! და მგონი ამით ყველაფერი ნათქვამია.
რაღაცა იქნება-სრული ფალოსოფია/შესავალი 1.1
ჩემი სამეგობროს ისტორიები.
ავტორი: Call me თამუნა
***
მოკლედ, ძვირფასო მკითხველო, მე თამუნა ვარ და დღეს, 2020 წლის 28 ივნისს გადავწყვიტე, რომ დავწერო პატარა წიგნი. რატომ? პანდემიით გამოწვეული უმუშევრობის ფონზე ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მაქვს და თან უძილობა მაწუხებს. შეიძლება ახლა ერთ ამოსუნთქვაში დავწერო ყველაფერი რადგან სრულიად გულწრფელი ვიქნები შენთან და მოგიყვები ყველა იმ სისულელეზე რაც მე და ჩემს მეგობრებს გადაგვხდენია. თუ ბილწსიტყვაობა არ გსიამოვნებს, გირჩევ აღარც განაგრძო კითხვა, რადგან მენდე, ძალიან ბევრი შეგხვდება კითხვის პროცესში. მოგიყვები ძალიან ბევრ რაღაცას! დღეს საღამოს დაქალები რომ მესტუმრნენ, ასეთი რაღაც ითქვა: „იმდენი ისტორია გაჟღერდა ამ ორ საათში, მთელ ქალაქს ეყოფოდა საჭორაოდ“. ხოდა, მოდით ვიჭორაოთ!
•გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ყველა კერძო სახელი და ლოკაცია შეცვლილია. ისტორიები ნამდვილია.
__
ალბენზე და ლუნას შოკოლადებზე გაზრდილი თაობის წარმომადგენელი გახლავარ, არც მეოცე და არც ოცდამეერთე საუკუნეში ვწერივარ, მოძველებული და ახლებური ღირებულებებიც მაქვს, ძალიან თუ გამექცა შეიძლება ხიდის გულაობის მერე თაღლაურაშიც გავიდე მამა-პაპურ სუფრაზე. მოკლედ, სრული ფალოსოფია მიტრიალებს თავში და არ გეგონოს რომ ვხუმრობ. ამ ერთფეროვნებისგან ისე დავიღალე, რომ აღარ ვიცოდი რაზე მემასხარავა. ვარდისფერი დილდო ვიყიდე და ქანქარასავით ვუფრიალებ მეგობრებს სახეებთან. ესენიც გიჟებივით იცინიან, ნეკა თითს რომ დაანახებ და ჩააჯმევინებ ხორხოცით. სანამ ასე, 16 წლის მაინც გახდები გგონია, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ოჯახში იზრდები, ოლივიე არ გაკლია ახალ წელს და სკოლის მერე თონის ლობიანსაც კარგად იგდებ ხახაში. ალბათ ამის ფონზე ისეთი თავდაჯერებულობა ჩამომიყალიბდა, ვაგზლის მეორადებშიც ფულიანი მომხმარებელი ვგონივარ ხოლმე გამყიდველებს. ჩემი დაქალიც-მანჩოც ასეთია. ორივენი ტანკებივით ვართ, კარგი ნაჭამ-ნასვამის შესახედაობა, მძიმე ნაბიჯები და გროზნი სახეები ეტყობა რაღაც ფინანსურად შეძლებულის ეფექტს გვმატებს, არადა ტრაკში კურკლი გვიხმება და ერთი თვეა შაურმის გემოზე ვჭამთ გრეჩიხას. აღიარე, შენც ხომ მასე ხარ. ღამეებს ვათენებთ დამკის და დომინოს ან ნარდის თამაშში. ასეთი ფემინურები ვართ, ვოტ! ბოლოს მახსოვს ბიჭთან ფლირტი რომ ვცადე, სრულიად შემთხვევით, ჩემში ყოვლისმჭამელმა ურჩხულმა გაიღვიძა და სამი ღონიერი კაცის პორცია ცეზარი ისე ვჭამე, ტიპი გამოყლევდა. მას მერე აღარც მოუწერია. ოქრო მძიმეა მეგობარო და მეც ჩემს სიმძიმეს ვინარჩუნებ! გრეჩიხა-მაწონის დიეტაც ვცადე, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ღამის სამ საათზე არ შეიძლებოდა. არადა, რა მარტივი ჩანდა. წონაზე რადგან მოვყევით, ბავშვობაში უზომოდ მსუქანი ვიყავი. 30 კილო დავიკელი ერთ წელიწადში, თესლ ტანზე დავდექი, ნაშობაც ავყარე (დიახ მამრებს ვგულისხმობ) და ვითომ ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ როცა მივხვდი, რომ დედაჩემის ფინანსური მდგომარეობა დღეში სახელმწიფოს მიერ დაწესებულ საარსებო მინიმუმს-1.20 ლარს არ სცდებოდა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. ერთი ბიჭი მიყვარდა ბავშვობიდან, 7 წლის განმავლობაში და ძროხა რომ დამიძახა, მაგის მერე დავიკელი. ახლა ისევ ის წონა ვარ საიდანაც დავიწყე და საერთოდ, წელს მგონი ყველა საწყის უბედურებას დავუბრუნდი. ასე ვსხედვართ ხოლმე ათი მუტრუკი მაინც ჩემს ერთ მოჯმა ბინაში და გავიძახით: „არ ინერვიულო კაცო! რაღაცა იქნება“. ეს ფრაზა იმდენად ხშირად ისმის, რომ შეიძლება ძილშიც ამას ვბოდავდე. რაღაცის იმედით მოვედი 22 წლამდე და ალბათ 82-მდეც ასე ვიქნები, თუ ვიცოცხლებ მანამდე. სკოლის დროიდან ვიცნობ ჩემს მეგობრებს, ნუ უმეტესობას, ზოგიც უნივერსიტეტში შევიძინე. ერთად მოვდივართ ამდენი ხანია და 1001 ყლეობასაც ერთად ვუძლებთ. თითქმის ყველანი უბნელები ვართ და ყოველდღე გვაქვს ერთმანეთში მიმოსვლა. ძალიან გამიმართლა, გულიანი მეგობრები მყავს. ყველანი ტრაკში კუილ გაპარული პეროები ვართ, მაგრამ დამიჯერეთ, ესენი რომ შუაზე გაიხევიან დასახმარებლად, ბევრი ვერ იზამს მასე. წლების განმავლობაში ვეხმარებოდით ერთმანეთს და ამ უბედურ კლოუნადაში ვუხალისებთ ერთმანეთს ცხოვრებას. ყველანი ჩვენ-ჩვენი სიგიჟეებით ვიტანთ ერთმანეთს. ხანდახან იმდენად ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს, რომ გვეზიზღება კიდეც ერთურთი მაგრამ, ვაი რომ ცალ-ცალკეც ვერ წარმოგვიდგენია ყოფნა. აი მაგალითად, ლუკა არის ჩემი დაქალი! შეიძლება არც იცოდეს როგორ უზომოდ მიყვარს. არ დამავიწყდება, საჩხერეში ექსკურსიაზე ის ჩემი პირველი სიყვარულიც წამოვიდა. „წმინდა გრძნობის“ სადღეგრძელოზე ტირილი დავიწყე და ნუგზარს (პირობითად დავარქვი რათქმაუნდა და შეეფერება კიდეც) მივტიროდი, რით ვერ შემიყვარა თქო. კლასელის სახლში ვიყავით ეს უზარმაზარი ჯგრო შეკრებილები და ცხადია ამ ამბავმა შეუმჩნევლად არ ჩაიარა. ლუკამ მიპოვა მერე აბაზანაში ჩავწექი, ვაკონკრეტებ-ცარიელ და მშრალ აბაზანაში; ხოდა, მამხნევებდა, აზრზე მომიყვანა და ჩვეულებრივად გავაგრძელე გართობა, ვითომ ეს ტრაგი-კომედია არც მომხდარა. ასე, ყოველ მსგავს შემთხვევაში ლუკა მოთმინებით მისმენდა, გულის სიღრმეში ღმერთმა იცის რამდენჯერ სდომებია ჩემთვის დაჯმა და თქმა, რომ თამუნა რას აკეთებ რამ გამოგაშტერაო, მაგრამ თავს იკავებს, არაფერს ამბობს და მისმენს. მანჩოსაც მასე ვაგიჟებ ხოლმე პერიოდულად (ანუ ძალიან ხშირად) და ესენიც ბოლომდე მისმენენ და საკმაოდ არაადეკვატურ თემებზე, ძალიან ადეკვატურ გამოსავლებს მთავაზობენ. სულ მინდა ხოლმე რომ კამერები მუდამ თან დამყვებოდნენ და ყველაფერს იღებდნენ. მეტი ეფექტისთვის ნიკოლშოუს „ზოგი ასე უბერავს“, ან კოსმას „სათამაშო“ მინდა ისმოდეს. ხანდახან თუ ცოტა გავიჯვით და ქალაქს გავცდით-უცნობის კუნძულიც დაგვხატავდა.ახლა კი მინდა ჩემი არაადეკვატური სამეგობროს (ჩემი თამადობით) მოკლე აღწერილობა შემოგთავაზოთ: • მანჩო ჩვენ შორის ბოსია! ორგანიზების საკითხები ძირითადად მას ეხება, ან ჩვენ რომ მწყობრიდან გამოვდივართ და რამე სასწაული იდეები გვაწუხებს, ეს გვანარცხებს მიწაზე. აი დისციპლინა შემოაქვს კამანდაში და მანჩოს სიტყვა კანონია. Манчо сказала-значит бог сказал! • ლუკას ბედი რომ ისე უღიმოდეს ხოლმე, განსაკუთრებით ფინანსურად, რამხელა ტვინითაც ღმერთმა დააჯილდოვა, აქამდე ჩვენი ილონ მასკი გვეყოლებოდა. სულ აქტიურია, გიჟივით ტრიალებს აქეთ-იქით. დარწმუნებული ვარ, რომ ეწყინება თუ არ აღვნიშნე, რომ ლეჩხუმელია. ცხელ-ცხელი ლაჯანას ამბებით გვართობს ყოველი ზაფხულის ბოლოს. ლაპარაკში ვერ აჯობებ, მართლა. ამ თავისი ენერგიულობით ჩვენც გვხოდავს და არ არსებობს, ვერ გაგაცინოს როგორი მუდოც არ უნდა იყო. •მახო ძალიან მიყვარს. პატარა ბავშვივითაა. უნდა გაუგო, იცის ხოლმე ტყუილები, მაგრამ არცერთი არაა ბოროტი. ამისი ძალიან მესმის, მეც მომიწია დროზე ადრე დამეწყო შრომა. სახლში სისტემატური ტვინის ტყვნის იდენტური შედეგები გვაქვს ორივეს, რაც ნერვულ სისტემაზე აისახება. „რა ხდება?“ ამას ხშირად გაიგებთ მახოსგან. აფთრებივით რომ ვიხედებით ხოლმე აღარ იცის რა ქნას, გონია რომ რაღაც დააშავა და იბნევა ხოლმე. სკოლაში ძალიან მაბრაზებდა ხოლმე, მაგრამ აწი გავიზარდეთ და ის წყენა სასაცილოდაც აღარ მყოფნის. •მარეხი ერთი შეხედვით ცივი ტიპია, მანჩო და ეგ მთლად ნიფხავის დაქალები არიან. მამენტ გეგონება რომ ზედაც არ შემოგხედავს თუ რაღაც მსგავსი. უბრალოდ ნაკლებად სოციალურია და არ უყვარს უცნობ ადამიანებთან გულის გადაშლა, რასაც რატომღაც ზოგიერთი არასწორად აღიქვამს. სამაგიეროდ რო გაგიშნაურდება და სულში რომ ჩაგისვამს მერე მიხვდები რას მალავდა თურმე ერთი შეხედვით ცივი გამომეტყველება. • ლანა როგორი უჟმურიც ჩანს ზუსტად ეგეთია! ერთი წელი გადის უკვე რაც გათხოვდა, დედამ დაბადების დღეზე საჩუქრად ძაღლი მიუყვანა. ხოდა ეს ფუმფულა ლეკვი სანამ არ შეეხები დევს თავისთვის წყნარად. ახლოს რომიხვალ რაღაც თუარ მოეწონა გიყეფს და გიღრენს. ლანა გავს თავის ძაღლს თუ ძაღლი ლანას ვერ გეტყვით, მაგრამ საოცარი დუო კი არიან. სამაგიეროდ, ეს უჟმურაძე რომ დათვრება, რისთვისაც ერთი ჭიქა ბუმი და არაყი საკმარისია (რედ ბულს ვერ ვწვდებით), ისე გაგართობს რო სიტყვებით ვერ აღვწერ! ლანას ქმარი-ვანო კი განსაკუთრებული ინდივიდია.
მუზეუმში მცხოვრები შენ
მუზეუმის დერეფანში ხარ, უგზო-უკვლოდ დადიხარ. ოთახებს უყურებ გაოცებული, თითქოს რაღაცას ეძებ, მაგრამ არ იცი რას.
თვალი ერთ ოთახს მოკარი. მას პირველი სიყვარული ერქვა. რაოდენ გასაოცარია არა ? პირველი სიყვარული. მერე, რას ფიქრობ როგორ უნდა გაიგო პირველი სიყვარულის არსი ?იქნებ არ გინდა აქ შესვლა,იქნებ გეშინია აქ შესვლის,იქნებ ისევ გული გეტკინება,იქნებ ისევ გაგიცრუვდება იმედი ? ამას იმეორებ, იმეორებ…
ანარქიაა შენს თავში. გეშინია იმ გრძნობების ხელახლა განცდის,რაც წარსულში დატოვე. არ გინდა რომ იფიქრო.თუ იფიქრებ, გეტკინება, მაგრამ თუ არ გეტკინა ვერ გაიგებ რეალურად სად იყო პრობლემა.სულის ტკივილი თუ განგიცდია ? სიკვდილს ჰგავს. მარადიულ სიკვდილს.არც კი იცი, როგორ უნდა შეაღო ოთახის კარი. ფიქრობ, ბევრი კითხვისნიშანია შენს თავში. ,,კი“ – ,,არა“-ს ჭიდილი, ბრძოლა… და მაინც ,,კი“ უნდა შეაღო. შენ საკუთარი თავი შთააგონე.
და მაინც პირველი სიყვარული. სად წაიყვანე ? სად გააქრე ? შენი დაუდევრობით აღარ არის ?
შეიძლება კი, შეიძლება არა. იქნებ ოქროს ზღვარი გაავლო ამ ორს შორის. ვერ გაავლებ, რადგან არ არსებობს.
ბოლოს ხვდები, რომ შენ არაფერი გაგიქრია. თვითონ გაქრა.ორი სამყარო თითქოს ახლოს იყავით, მაგრამ ამავე დროს, ძალიან შორს. გეგონა, ფიქრობდი, რომ შენთან იქნებოდა სულ, მაგრამ რა ხდებოდა რეალურად ?
იკარგებოდა.
იკარგებოდა დღეებთან,თვეებთან, წლებთან ერთად.
დრო გადიოდა.
გეუბნებოდა, დრო არ არსებობსო, რადგან დრო თვითონ შენ ხარო… თავიდან ვერ ხვდებოდი. ბევრს ფიქრობდი, თუ რატომ არ არსებობდა დრო… შეიძლება ახლაც ვერ ხვდები. რადგან დროის სისწრაფეს გაჰყვა და გადაიკარგა შენი პირველი სიყვარული.
ადამიანზე შეჩვევას ხომ არ ჰგავდა ?
შეიძლება ერთი დიდი ილუზია იყო.
შენ ისევ დგახარ ექსპონატების წინ. ხან გცივა, ხან აღელვებულ ზღვაში დგახარ. გეშინია იქ დაკარგვის, ამიტომაც გამოდიხარ, რთულად გამოდიხარ აღელვებული ზღვიდან. თქვენი პირველი ურთიერთობის დღიდან ხომ ორი უცხოელი ხართ. ორი უცხოელი, სხვადასხვა სამყარო, სხვადასხვა აზრები, სხვადასხვა მისწრაფებები… მაგრამ ამას რა მნიშნელობა ჰქონდა, მთავარი იყო, რომ ერთად იყავით, პირველი სიყვარული ერქვა და არა ბოლო ან უკანასკნელი.
ეს მუზეუმის ყველაზე ნათელი ოთახი იყო.