სამყაროს განადგურების პროცესს ქალი თავისი ჟანგიანი აივნიდან უყურებდა, ირგვლივ მზის სხივები ალაგ-ალაგ ანათებდა ძველი კორპუსის ფანჯრებს და არავინ არ იყო ისეთი, მოხუცი ქალის ტკივილს გასაზიარებლად, რამდენი დრო გავიდა მას შემდეგ რაც თავის პატარა შვილს პირველად ჩახედა თვალებში, მაშინ იგრძნო რომ ყველაფერი, მანამდე არსებული, უბრალოდ ამ წამამდე მოსასვლელი კომბინაციების ერთობლიობა იყო, აღარ ახსოვდა არცერთი გულის ტკენა, არცერთი მარტო გატარებული ღამე, აღარც ბავშვის მამა, რომელმაც ასე უსინდისოდ მიატოვა ახალი ამბის გაგების შემდეგ, მანამდე სიყვარულს ეფიცებოდა, უბრალოდ იმ დღეს ყველაფერი კარგი გაქრა კაცის თვალებში, ყოველი კოცნა, ოცნებები ერთმანეთზე ყველაფერი წამის მეასედში წარსულს ჩაბარდა. ბავშვს მარტო ზრდიდა და ერთადერთ მის დას შეეძლო დახმარება ისიც იშვიათად და ასე ზრდიდნენ პატარა ბიჭს, დედისთვის ყოველ გაღიმებას რაღაც არაამქვეყნიური ბედნიერება მოჰქონდა და ბავშვიც ღიმილს ,თითქოს ქვეცნობიერად გრძნობდაო, არ აკლებდა დედამისს, ასე გადიოდა დღეები, კვირები და ბოლოს ბიჭიც გაიზარდა დედას კი გულზე რაღაც სიმძიმე აწვა ბოლო დროს, ყველა დედას უხილავი ძაფები აკავშირებს ამ სამყაროში შვილთან და ეს ძაფები თითქოს ყოველდღე წყდებოდა, მაშინ ქალს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფრის შესახებ,მარტოობაშიც კი მას მარტო ის ახარებდა, სადღაც მისი შვილი დედამიწაზე არსებული იმ ჰაერით ცოცხლობდა რომელიც ყოველ დილით ქალის ფილტვებს ავსებდა და ღამით უკან ამოდიოდა. იმ დღესაც ასე იყო, უბრალოდ სამყარომ თავისი ღერძის გარშემო ტრიალი შეწყვიტა, ქალი კი მარტო დარჩა უბრალოდ ამის წარმოდგენა არ შეეძლო, ვერანაირი ლოგიკით ვერ ხვდებოდა ასეთი დასასრულის ხიბლს, რა აზრი ჰქონდა მის არსებობას თუ ყველაფერი ასე უნდა დამთავრებულიყო, ასე ხომ ყველაფერი დასაწყისში ბრუნდებოდა, მთელი ცხოვრება ბავშვის დაბადების პირველივე დღიდან აზრს იძენდა, სამართლიანი იყო ყველა მანამდე განცდილი ტკივილი, სამყაროს უდიდეს ამოცანებსაც თავისი პასუხები ჰქონდათ, უბრალოდ იმ დღეს თითქოს ეს ამოცანები თავიდან გადაწერეს, ქალის გონებაში პასუხები გაქრა და დარჩა უიმედოდ უამრავი კითხვა, ყველაზე მთავარი კი კითხვა იყო, აზრი არსებობის ან მისი ყოფის ამ სამყაროში. ათი წელი გავიდა ქალი ამ აივნიდან ყოველ საღამოს მზის უკანასკნელ სხივებს უყურებს და პასუხებს ეძებს, პასუხები კი თითქოს ახლოს არიან უბრალოდ გული და გონება ერთად ვერ ახერხებს საბოლოოდ გადაწყვიტოს სად მიდიან მზის სხივები, და თუ მზეც ერთ დღეს უნდა გაქრეს რისთვის არსებობდა საერთოდ.
ნაჩალო: ლაზიერის გაწირვა – წყვდიადთაშორისი #1
***
– სალომე, შესანიშნავი სახელია – თქვა კაცმა და გაუღიმა ქალს
– გმადლობ ჰენრი, ვიცი, ტყუილად კი არ ამირჩევია ცხრა მილიარდი სახელიდან?
– მეგონა იმიტომ აარჩიე, რომ ჩემი შვილის დედას ერქვა, შენეული მორიგი წყეული მანიპულაციისთვის
– და ეგ რაში მჭირდება, როცა უბრალოდ ერთი გაღიმება და იმას გააკეთებ, რასაც მე გეტყვი რომ გააკეთო?! და თანაც, ნებისმიერ დროს შემიძლია უბრალოდ შთაგაგონო – გულცივად იცრუა ქალმა, გვარში პირველი ათასწლოვანი წარმომადგენელი იყო, ბოლომდე თავადაც კი არ იცოდა საკუთარი შესაძლებლობები, არათუ მის ორ საუკუნოვან პირდაპირ სისხლით შთამომავალს სცოდნოდა რამე, პირისპირ ყურების ნაცვლად კაცს გვერდით ამოუდგა და ჰორიზონტს გახედა
– იმის ნაცვლად, რომ მეკეკლუცო, რატომ არ მეტყვი აქ რა ჯანდაბას ვაკეთებთ, სინამდვილეში? – უთხრა ჰენრიმ და ქალი მისკენ მოახედა
– ასწლეულების შემდგომ პირველად აღვსდექი, უბრალოდ რატომ არ შემარგებ?! ყველაფერი აქ დაიწყო, აი, რატომ ვართ აქ
– ამ ღვთისგან მიტოვებულ ადგილას?
– ერთ დროს, ეს სამყარო შესანიშნავი იყო, ყველაფერი ყვაოდა და ცოცხლობდა, შემდგომ მე და ჩემი ოჯახი მოვედით და უდანაშაულო მოკვდავები სისხლის ბანკებად ვაქციეთ, დანარჩენი ყველაფერი კი გადავწვით და გავანადგურეთ… – კაცი გაკვირვებული უყურებდა, ყველაფერი, რაც მასზე, დედა დედოფალზე ეწერა უძველეს წიგნებში ტყუილი აღმოჩნდა
– და ასე გრძელდებოდა მუდამ, მაგრამ ერთხელაც ყველაფერი დასრულდა, მე დავასრულე, აი, აქ, სადაც ჩვენ ახლა ვდგავართ ცხოვრობდა, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი, რომელსაც ზუსტად იგივე ბედი ელოდა, რაც ყველა სხვა მოკვდავს, იგი განსაკუთრებული მორწმუნე იყო, იმდენად, რომ ჩემი მოქცევაც კი შეძლო და ერთხელაც მის ღმერთს, ახლა კი უკვე ჩემსას, ვთხოვე მოეცა საშუალება ჩემი და-ძმების შესაჩერებლად, რომლებიც სამყაროს ანადგურებდნენ, მაშინ როცა, მე მასში ბედნიერად ცხოვრება მსურდა. საბოლოოდ… ჩემი და-ძმები სამუდამოდ გამოიკეტნენ მიწისქვეშეთში, მათ არმიასთან ერთად, სანაცვლოდ, მე ჩემივე უკვდავება დავთმე იმისთვის, რომ ჩემს შთამომავალს სამუდამოდ ეარსება. ჩემი შვილი გახდა პირველი თბილსისხლიანი, სანახევროდ ადამიანი არაადამიანური უნარებით. წლების შემდგომ, ადამიანებთან შეჯვარების წყალობით მათი რაოდენობა გაიზარდა, ხოლო როცა ორი სანახევროდ ადამიანი შეჯვარდებოდა, ისინი ქმნიდნენ ახალ, უნიკალური შესაძლებლობების მქონე სანახევროდ ან სულაც სუფთა სისხლის მქონე ადამიანს. და თუ ჩემ რომელიმე პირდაპირ შთამომავალს არ ეყოლებოდა მემკვიდრე, ის აუცილებლად მოევლინებოდა ამ ქვეყანას სხვა შვილების რომელიმე მემკვიდრის სახით. აი, თუ რატომ ხარ აქ, შენ ხარ ჩემი ერთადერთი ცოცხალი პირდაპირი შთამომავალი. ახლა კი, როცა ჩემი და-ძმები აღსდგნენ მთელი მათი არმიით, ალბათ უკვე გადმოლახეს ფრონტი და მოემართებიან ჩვენკენ
– ჩვენ ხომ უკვდავები ვართ, ვეზიზღებით ყველას, რადგან ამ ქვეყნად არ არსებოს არაფერი, რაც შეძლებს ჩვენი სიცოცხლის, უკვდავების მოსპობას.
– სისხლი კლავს სისხლს, გესმის? ყველას ვერ მოვიგერიებთ, არც დაგვჭირდება, რადგან ეს ადგილი არის ზღვარი მოკვდავებსა და ცივსისხლიან უკვდავებს შორის, რა წამს ერთი მაინც ცივსისხლიანი გადაკვეთს მას, ჩემი ყველა შვილი და მემკვიდრე მტვრად იქცევა, ჰაერში გაიფანტება და მხოლოდ წიგნებში იარსებებს, მაგრამ არსებობს გზა, ყველაფერი დაწყვებამდე დავასრულოთ, არსებობს ერთი აღთქმა
– რა აღთქმა? – იკითხა იმედმოცემულმა კაცმა, ქალი გაუნძრევლად იდგა, თვალებდახუჭული, მხოლოდ პირს, ტუჩებს ამოძრავებდა, თუმცა მალევე უპასუხა
– Вернуть богам ту жизнь, которую они сохранили (ღმერთებს დავუბრუნოთ ის სიცოცხლე, რომელიც მათ გადაარჩინეს), ნასესხები სიცოცხლე
– რა იცი რომ გაამართლებს, რომ მაღალი ღმერთი შეისმენს შენს ვედრებას?
– არ ვიცი, მაგრამ რწმენის მთავარი არსიც ამაში არ არის? – თქვა ქალმა, ჰენრის ხელი მოხვია, ახლოს მიიზიდა გადანახული ხანჯალი გამოაძვრინა, კაცს მოუქცია ხელებში და საკუთარ მკერდში, გულში იტაცა … მოწითალო-მოშავო უჯრედებმა მოიცვა ორივე სხეული და ჰაერში გაფანტა.
***
ჰენრის წამიერად გამოეღვიძა, მიმავალ ავტობუსში ბოლოს წინა ორ ადგილიან სკამზე აღმოაჩინა საკუთარი თავი, ჯერ ისევ ცოცხალი.
– რა ხდება, სად ვართ? – იკითხა ჰენრიმ უეცრად, როცა სალოს შეხებამ გააღვიძა
– ჩვენ ეს შევძელით, გესმის? ჩვენ ეს შევძელით, ერთადერთი შანსი მოგვეცა ყველაფერი გამოვასწოროთ, მეორე – არ გვექნება, უფრო სწორად არ გექნება, ამ ავტობუსს კი შენს ქალაქში მივყავართ..
– ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი გოგონები..
– დამშვიდდი, შენი გოგონები ცოცხლები არიან და თავს ძალიან კარგად გრძნობენ, მაგრამ ორივემ ვიცით სინამდვილეში, ვინც გაინტერესებს..
– ქეთო, ის ისევ ცოცხალია?
– სინამდვილეში, ეს ზუსტად ის დროა, როცა, წლების შემდგომ, შენი შეყვარებული პირველად ჩამოდის ქალაქში და ისევ შეხვდები… რამდენი ხანია, რაც არ გინახავს?
– ორი საუკუნე
– არა, მაგაზე არ გეკითხები, დროის ამ მოცემულობაში
– ცამეტი წელი, მხოლოდ ცამეტი წლის შემდგომ ვნახე ისევ და მას შემგომ გვერდიდან არ მოვცილებივარ მანამ სანამ..
– ნუ წუწუნებ, გეყოს! მე ნუ მეწუწუნები, მხოლოდ ორი საუკუნე? ჰაჰ, ჯერ გამოცადე ათასწლეულის მანძილზე არ ნახო ის ერთადერთი და მხოლოდ ამის შემდგომ გაბედე წუწუნი ჩემთან! არ დაგავიწყდეს აქ რისთვის ხარ, იმისთვის, რომ თავიდან აიცილო ის დიდი უბედურება მომავალში, რომელსაც გამოვეცალეთ. თუ ოდესმე იქნები არჩევანის წინაშე და ვერ მიხვდები რომელი აირჩიო, უბრალოდ გულისთქმას მიენდე და მიაგნებ სწორ გზას.
კაცი ვეღარ უსმენდა, ათწლეულების მანძილზე მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობდა, წარმოდგენაც კი, რომ
ქეთოს ისევ ნახავდა ოცნებად ჰქონდა, მის უკვდავებას უპირობოდ დათმობდა, რომ კიდევ ერთხელ მაინც ენახა გოგონა, ქეთოს უბრალო ერთი ჩახუტებით შეეძლო უსაზღვრო სითბოს გადმოცემა, რა წამს მიწის ზედაპირს იქამდე შორდება, სანამ ციდან რამოდენიმე მეტრით დაშორებული არ აღმოჩნდებოდა. ჰენრი ბოლომდე ვერ მიმხვდარიყო თუ რა ხდებოდა, თუმცა სასიამოვნო იყო იმის ცოდნა, რომ ერთადერთი, ვისაც მისი სიცოცხლის მოსპობა შეეძლო გვერდით ეჯდა, კაცმა მარჯვნივ მიიხედა, მაგრამ სალო არსად ჩანდა, ხელზე დაიხედა და მხოლოდ ამის შემდგომ იგრძნო თუ როგორ ჩაკიდა ქალმა ხელი, თითებგადაჯვარედინებით, გამომშვიდობების ნიშნად ლოყაზე ნაზად აკოცა და ჩასჩურჩულა “გთხოვ, არ დაგავიწყდეს, შენ ხარ ჩემი უკანასკნელი ცოცხალი შთამომავალი, რომელსაც უკვე ზეციური ძალა ვეღარ დაიცავს და თუ რამე მოგივა, ჩემი პირდაპირი შთამომავალი ვეღარ დაიბადება, თან ჩემი ცივსისხლიანი და-ძმები ისევ აღსდგებიან და მათ უკვე ვეღარაფერი ვერ შეაჩერებს” რამდენიმე ათეული წამით ჰენრის სალოსი შეშურდა კიდეც, ათასწლეული ლოდინის შემდგომ, ის ისევ დაუბრუნდებოდა მის ერთადერთს, მაშინ, როცა თავად სისხლიანი ბრძოლები და ომები ელოდა წინ, მისი საყვარელი ადამიანების დასაცავად და გადასარჩენად. მართალია, სალომ ერთადერთი შვილი გაწირა, მრავალი შვილის გადასარჩენად, ამაზე საერთოდაც ვერ ფიქრობდა. ავტობუსი უახლოვდებოდა ქეთოს, მის ქალაქს. კაცს პულსი გეომეტრიული პროგრესიით ეზრდებოდა და ალბათ გულის შეტევა დაემართებოდა, და თუ ამას გადაურჩებოდა, როცა ქეთოს ნახავდა მოზღვავებული ბედნიერებისგან ადგილზე გაიყინებოდა და მანამ, სანამ რაიმეს თქმას მოასწრებდა უბრალოდ შეწყვეტდა არსებობას. ესმოდა რა რისკები, შესაძლოა ძალიან დიდ და გამოუსწორებელ შეცდომას უშვებდა, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა, ზუსტად იცოდა რა გაეკეთებინა, გოგონა უნდა გაეცნო … ისევ!
პ.ს. მართლწერას ჯერაც ვსწავლობ 

20.06.2020