რაღაცა იქნება-გამიჩალიჩეს

Comments

       დაახლოებით ოთხი წლის წინ მარტო ვცხოვრობდი, მშობლები მყავს, მაგრამ რომ გითხრა დიდად ვგრძნობდი მათ თანადგომას ცხოვრების განმავლობაში თქო, მოგატყუებ. ამჯერად დედაჩემი მივლინებით იყო წასული დასავლეთში და როგორც ყველა ნორმალური თინეიჯერი, მეც გადავწყვიტე, რომ თავზე გადაჯმისთვის იდეალური დრო იქნებოდა. ამ გადაჯმაში უბრალოდ იმას ვგულისხმობ, რომ ღამის თუ დღის ნებისმიერ საათში შემეძლო გარეთ გასვლა და ვისარგებლე მომენტით, რომ მანჩოსთან უფრო ხშირად მევლო.             მაგ პერიოდში ტაროს კარტზე ვმკითხაობდი, რამდენიმე გამოშტერებულ ბავშვს ფულიც გამოვართვი ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დამუღამებული არ მქონდა ამ მკითხაობის ამბავი. ძაან გადავეშვი ამ მისტიკის ამბებში და ცოტა გავაფრინე კიდეც. ბავშვებმა გადაწყვიტეს რომ გამეღადაონ. სიბნელის, მარტო ყოფნის და ობობების მეშინია.       ერთ მშვენიერ საღამოს, როცა სახლის კარამდე მოვედი, კიდეებში მომწვარი წერილი დამხვდა გაკვეხებული კარის ზღუდეში და ტექსტი ასეთი იყო: „…სიძვა… ალბათ გეცნობა… გიცნობ. შენ არ მიცნობ. ალბათ უკვე გეშინია. შენ მესამე ხარ… ღმერთმა შეგინდოს, მე არ გაპატიებ!“წარმოიდგინე, როცა მარტო ცხოვრობ და ღამის სამ საათზე სახლში მიბრუნებულს მსგავსი წერილი გხვდება და თან ხელწერასაც ვერ ცნობ. რათქმაუნდა პანიკა დამეწყო. ეგრევე მანჩოს დავურეკე და მაგასთან მივბრუნდი. მთელი კამანდა შევიკრიბეთ და ყველამ ასეთი წერილები მანახა. გულში ვფიქრობდი, ახლა ნოეს კიდობანი ღა მაკლია და ბიბლიურ ომებში გავიჩითები. ამ შვიდი მომაკვდინებელი ცოდვის მიხედვით იყო შვიდივე წერილი და ცალ-ცალკე მანახა ყველამ ეს ფურცლის ნაგლეჯები.     მრგვალ მაგიდასთან ტამპლიერის ორდენის რაინდებივით ვისხედით და სანამ მე სრული დაყლიოზის ფაზაში ტანში მაჟრიალებდა, ბავშვები მალულად სიცილით იჯვამდნენ. ბოლოს მივხვდი, რომ რაღაც ნიტო იყო ამ წერილებში, იმიტომ რომ ზოგიერთ მონაკვეთში შევამჩნიე ჩასწორებული ინგლისური ასოები. გამთენიის 6 საათამდე მეგონა რომ ავი სულით შეპყრობილმა მანიაკმა სამიზნეებად აგვირჩია.        ბოლოს, რომ დავაკვირდი, გამახსენდა, რომ ლუკას სკეჩბუკში ზუსტად იგივე ფაქტურის და რაც მთავარია სუნის ფურცლები ჰქონდა. წამის მეასედში დავეშვი მიწაზე და გავააქტიურე ჩემი დაჩლუნგებული ტვინი და შემდეგი წამის მეასედში მე და ლუკა ტომი-ჯერივით ვარტყამდით კრუგებს მანჩოს ოთახს.      ასე ჩამაჯმევინეს შიშისგან და მერე სამასხარაოდ აღარ ყოფნიდათ ეს ამბავი. უბრალოდ დღემდე ის მაინტერესებს, მარეხის და ლუკას როგორ არ დაეზარათ სათითაოდ ყველა სახლის ჩამოვლა და ამ წერილების მიკვეტება კარდაკარ.        მაგ დროს ირანელებთან ჩილიმ ბარში ვმუშაობდი და არაერთი ეგზოტიკური ისტორია მქონდა. ბოლოს ეტყობა ტვინი მოეტყნათ, ეს გოგო მთლად ტაშტად იქცაო და ადგნენ და სიძვა მიმიბიჟვინეს მთავარ ცოდვად.        ადრე მწყინდა, მაგრამ დამიჯერე ახლაც რომ ვიხსენებ თან მეცინება და თან მიკვირს ასეთი იდიოტი როგორ გამოვდექი თქო, რომ მთლად ასე მჯეროდა ჯერ მისტიკის და მერე იმ ფაქტის, რომ ვინმეს ჩემი ტრაკის თამაშის მიმართულება ან აინტერესებდა, ან აწუხებდა.       რომ შემეძლოს, მაგ დღეს კადრივით გადავახვევდი და ვუყურებდი. მენატრება ეგ პერიოდი. თან ზუსტად მაშინ იყო ახალი მორჩენილი ეს ივნისის წყალდიდობის ამბები თუ არ ვცდები.       ახლა ჩემმა კატამ ისე მწარედ გამიკუა ცხვირწინ, ესეც რომ არ ვახსენო არ შემიძლია. ეს ფუმფულა არსება უკვე ორი თვეა მყავს. ფიგაროს გავს, 4 თვისაა. ჩემი კატა არაადეკვატურობით ძალიან მგავს. ერთ მშვენიერ დღეს სულ სველი ჩამიჯდა კალთაში და კი გამიკვირდა სად მოახერხა თქო. სახლი რომ მოვათვალიერე, მივხვდი, რომ უნიტაზში ჩავარდნილა. ორი კვირის მერე როცა რაკოვინას ვხეხავდი ჩემი თვალით დავინახე, როგორი გულმოდგინებით ჩაყვინთა უნიტაზში თავისი ნებით. ხოდა ჩემი ფიგაროს საყვარელი სპორტი უნიტაზში დაივინგია. ხოდა, კატაც მაგრად უბერავს.

facebook კომენტარები
Choose your Reaction!