ისტორია

არ ვიცოდი…

 ადრე არ ვიცოდი,როგორ უნდა მეცხოვრა იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ყველაფერს მერჩივნა.ვფიქრობდი,ყველაფერს დავძლევ ,ოღონდ ისინი არ დავკარგოთქო და აი დავადექი გზის…

  • no reactions
0
Share
11821251_1453376014969191_375838292_n

ადრე არ ვიცოდი…

ადრე არ ვიცოდი, რას ნიშნავდა: ახალი დღის გათენება, ახალი წლის დადგომა, სულით ხორცამდე მონატრება, ჯამრთელობა, დედის გულში ჩაკვრა. საკუთარ ოჯახის…

  • no reactions
0
Share
FB_IMG_1608335951750

,,ლაქა,რომელიც დარჩა…“

20/07/201821:13 წუთიწესით,წელიწადის ამ დროს,ქარელში უნდა ვიყო. საკუთარ ოთახში ტკბილად მოკალათებული ვიჯდე მაგიდასთან და წიგნის წერას ვაგრძელებდე,მაგრამ დღეს ასე არ ხდება.…

1
Share
131382000_1283220378710419_3872397927996675677_n

გაიღვიძე, ძილის დროა !

29 ნოემბერი იყო, როდესაც გადავწყვიტე იმ ეზოში შესვლა, სადაც გიჟები იყვნენ ჩაკეტილნი, ეს მათი სივრცე იყო, ისინი იქ გამოკეტეს, მათი…

  • no reactions
0
Share
4E8645D3-9F0A-400B-94E8-FDF70F595C32

გამო’სავალი გზებია ულევი!

მე და კედლები...!  ხუთნი ვართ!   ,,გამო’სავალი. “ მოძებნე!  ,, გამო’სავალი” ბევრია,   ,,გამო’სავალი” არსებობს!  ექო!... გამო- სავალი, სავალი....სავალიი....იიიიიიიი ადამიანები ხომ ყველაზე გულწრფელები ღამით ვართ, სამსახურიდანდაბრუნებული, დაბანილი, უმაკიაჟო,წაშლილი სახე...  გაწეწილი თმებიდან მიცოცავს წყლის წვეთები მხრებზე, იაფფასიანპიჟამაში შემოსილი, საზაფხულო თხელი ზეწრის ქვეშ ფეხის თითებსერთმანეთს ვუხახუნებ და ვხვდები როგორ მომწონს ფეხშიშველიყოფნა. თავისუფლების შეგრძნება თითოეულ უჯრედს სიამოვნებს. არავინ გიყურებს, არც მიმიკების დაყენება გიწევს, არც წელშიგამართვა, არც ყოველ წამს თმებზე შეხება და ხელით ჩამოსწორება, არც ლამაზად მოძრაობა, ფეხის ფეხზე ქალურად გადადება, არცბედნიერი სახის მიღება, არც თავაზიანი ღიმილი, თავდაჯერებულიმზერა. ის ხარ ვინც ხარ და ეს ყველაზე სასიამოვნოა. ყოველდღიურიადამიანური მოვალეობა მოხდილი ვწევარ და ვფიქრობ....   შეუძლებელია სამყარო ასე მარტივად იყოს მოწყობილი როგორც ჩანს. იბადები, იზრდები, ცხოვრობ (გააჩნია თუ გაგიმართლებს, ზოგიმხოლოდ სუნთქავს) ბერდები და კვდები. მორჩა.  ოცნებები! რა ემართებათ მათ! სად მიდიან?! გქონიათ შემთხვევათქვენი ოცნება სხვას რომ აუხდა?!  ხომ შეიძლება სადღაც შორსარსებობენ ჩვენი ოცნების შემსრულებელი ქმნილებები?! ჩვენვაგზავნით უმისამართოდ ოცნებებს, შემდეგ ეს ოცნებები განიხილებასადღაც, შემდეგ ამზადებენ და ისევ უკან აგზავნიან გამზადებულს დაფრთაშესხმულს! და ხშირად ადრესატები ერევათ . სასაცილოა არა?!  ჩვენც ხომ ვუსრულებთ ადამიანებს ოცნებებს?! ოღონდზემოთხსენებული ქმნილებებისგან განსხვავებით ჩვენ ადამიანებშივცდებით. ადრესატი იგივეა მაგრამ თვითონ ადრესატი აღარაა იგივე!  სიტყვები... რამხელა ძალა აქვს სიტყვას?! რამდენი შრომით და ოფლითნაშენების დანგრევა შეუძლია რამდენიმე ასოს, ერთად თავმოყრილსდა რამდენი ნანგრევის ერთ წამში აშენება?! მე.... მე მოვდიოდი  და მომქონდა ბევრი სიტყვა შენთვის! ნაკუწ-ნაკუწნაშენები! მე მოვდიოდი... ყოველი კარის გაღებისას შენს თვალებსვეძებდი, ველოდი რას მეტყოდნენ! თვალები ხომ არასდროს ტყუიან?! ჩვენ ერთნი ვიყავით, მე ვახშამს ვამზადებდი და უთვალავჯერგეკითხებიდი გემრიელი იყო თუ არა, შენც დაუზარებლად მპასუხობდირომ უგემრიელესია, ჩვენ ოთახი ერთი გვქონდა, საწოლი ერთი, ზეწარიც ერთი, გრძნობებიც ერთი. სიბნელეში თითებით ვხაზავდი შენსზურგზე უფორმო ფიგურებს, გეხებოდი ისე თითქოს ბრაილის შრიფტითვკითხულობდი შენს გრძნობებს შენსავე სხეულზე, როგორც უსინათლო. როცა სიბნელეში ვიკარგებოდით შენი სხეული მკვეთრად ჩანდა. გიყურებდი და მეღიმებოდა. თვალებს ვხუჭავდი და ვცდილობდი შენიკანის სურნელის დამახსოვრებას. შენ ძალიან დაღლილი უმალგადაეშვებოდი ძილის უტოპიაში.  მაცივრის უაზრო გრუხუნი, გარეთ ქარი, მტრედების ხმა ფანჯარასთან, რომელსაც ყოველ დილით შენი დატოვებული გამხმარი პურისნამცეცებით ვუმასპინძლდებოდი. ჩვენი ოთახი პატარა იყო და სულვფიქრობდი რომ ზედმეტად პატარა იმისთვის რომ ჩვენს ბარგთან, ავეჯთან, სხეულებთან ერთად, გრძნობებიც დატეულიყო.  ბედნიერება... რატომ ჰგონიათ ადამიანებს ბედნიერება ჰორიზონტსმიღმა, რამე დიადი საგანი/ნივთი რომელსაც ფორმა, ზომა, ფერი, წონააქვს?!  ყოველი გათენება ხომ სასწაულია?! ყოველთვის მაშინ ვიძინებ როცამზის პირველ სხივებს ვნახავ! ასე უფრო მშვიდად ვარ, ვიცი რომგათენდა და მომდევნო დღის დადგომასაც მოვესწარი. გამთენიისასუფრო ლამაზი ხარ. ნელა და ღრმად სუნთქავ. სახეზე გეფერები დამომწონს ეს სურათი, მაგრამ ჩემი ძილის დროა. ნაზად გაკოცებ დავგრძნობ როგორ ბნელდება, როგორ ვკარგავ ძალას, შენი სახიდან ჩემიხელი როგორ მოცურავს ნელა და წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევსაკუთარ თავს. მშვიდად ვიძინებ. კმაყოფილი ვარ!  ღამე ძალიან კარგი დროა ფიქრისთვის. საკუთარ თავთანკამათისთვის, მეორე დღის დაგეგმისთვის. ხშირად ვფიქრობ ჩემსშეცდომებზე და საკუთარ თავს ისე ველაპარაკები როგორც უცხოს. ყველაზე ნაკლებად მინდა ვინმეს გული ვატკინო. ვცდილობ ჩემიშესაძლებლობები ავწონო და გავიგო რამდენად მაქვს ძალასხვებისთვის კარგი ვიყო, გამოსადეგი.   მე ყოველთვის გისმენდი. მე ყოველთვის ვუსმენდი ყველას!…

  • no reactions
0
Share

საოცარი სიყვარულის ისტორია

გსმენიათ მთვარისა და მზის სიყვარულის ამაბის შესახებ? ეს ნამდვილად საოცარი ამბავია.იმ დღეს როცა ღმერთმა მზე და მთვარე შექმნა, მზეს შეუყვარდა…

  • no reactions
0
Share
12-Reasons-Your-Hard-Work-Isnt-Making-You-Successful

დაუსრულებელი საქმეების ეფექტი საბოლოო პროდუქტზე

გაქვთ დაუსრულებელი საქმეები ?  პროექტები, რომელიც დაიწყეთ და ბოლომდე ვერ ან არ მიიყვანეთ, იგემეთ წარუმატებლობა და თავი დაანებეთ. ატარებთ თუ არა…

  • no reactions
0
Share

“უდაბნოს საუბრები”

--  გაიხედე იქით. ხედავ?-- რას?--მირაჟს.-- მგონი კი.-- რას ხედავ?-- ჩემ ბავშვობას. შენ?-- ოაზისს. მალე დავიხოცებით იქამდე თუ არ მივაღწიეთ.-- რატო?--…

  • no reactions
0
Share
59A93D0C-3126-40FB-9A91-DF34A3657C81

წერილი საკუთარ თავს 50 წლის შემდეგ

წერილი საკუთარ თავს 50 წლის შენდეგ სალამი ლიზიკო შენ როდესაც ამ წერილს ნახავ 65 წლის ასაკში მინდა იცნობდე ეხლანდელ ლიზის…

Share
184CBA80-DFC5-423B-B3F6-463BC57D4920_w408_r0_s

ნეკროლოგი

ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ, ამ დღეს, ამ ადგილას, ბოლოჯერ ვიხილეთ ერთმანეთი. სუსხიანი დღე იყო, მაგრამ არ გვციოდა. ალბათ ერთმანეთი გვათბობდა,…

  • no reactions
0
Share