საოცარი სიყვარულის ისტორია

Comments

გსმენიათ მთვარისა და მზის სიყვარულის ამაბის შესახებ? ეს ნამდვილად საოცარი ამბავია.იმ დღეს როცა ღმერთმა მზე და მთვარე შექმნა, მზეს შეუყვარდა მთვარე და მთვარეს შეუყვარდა მზე. მზე დაემალა მას და მთვარე შორიდან უყურებდა მას ,შემდე მთვარე დაემალა მას და ახლა ის უყურებდა მზეს შორიდან. მზე მიხვდა რომ დაწვავდა მას და ახლოს არ ეკარებოდა არადა მთვარე მხოლოდ მისი არსებობით არსებობს .მზემ ის საკუთარი სიყვარული გაანათა და გასაბრწყინებლად სხივები აჩუქა ,რაც იმავდროულად მისი მთვარისადმი უსაზღვრო სიყვარულის სიმბოლო და გამოვლინება იყო. მთვარემ მიიღო მზის საჩუქარი და ის მხოლოდ მისით ანათებდა .ხანდახან მთვარე ცაზე არასრული სიკაშკაშით გვევლინება და იცით რატომ?პასუხი მარტივია, მას მზე ენატრება და მასთან უნდა ყოფნა .ხანდახან მთვარე გათენებისას და დაღამებამდე შეგვინიშნავს ,რატომ?მას ხომ მზე დაწვავს და გააქრობს, მაგრამ მას მაინც უნდა მისი დანახვა. მზის საჩუქარი ძვირფასი იყო მთვარისთვის და ამიტომ მან მზეს უსასრულო სიყვარული და ერთგულება შეფიცა. ის დაპირდა მზეს რომ მას არასდროს მიატოვებდა და მისი ჩასვლისას მის ადგილს ღირსეულად დაიკავებდა. ისინი გაურბოდნენ ერთმანეთს რადგან უყვარდათ და თანაც ძალიან ძლიერ. საიდან ესმოდათ მათ ერთმანეთის? ან ვის მიჰქონდა მათთვის ერთმანეთის სიტყვები? სიყვარული ხომ ჯადოსნურია და სწორედ ამ ჯადოსნურობ გააგონათ ერთმანეთის ხმა. სანამ მზე ცოცხალია მთვარე არ მოკვდება და პირიქით. წელიწადში ერთხელ მათ უფრო ახლოს უნდებათ მისვლა და მთვარე ეფარება მზეს ,რომ ის ხალხს მოსტაცოს და თავდ ჰყავდეს, მაგრამ მალევე ხვდება რომ ეს ასე არ იქნება და უშვებს მას ისევ იქ ,სადაც მისი ადგილი. შემდეგ მზეს უნდება მთვარესთან უფრო ახლოს მისვლა და დანახვა და  ახლა ის სტაცებს ადამიანებს მთვარეს რომ მას ჰყავდეს ის და არა ჩვენ, მაგრამ ისიც ხვდება რომ ასე ვერ იქნება და უშვებს თავის სიყვარულს. ამის შემდეგ გულნატკენი გა განრისხებული მთვარე ღამეს ათეთრებს და მთელი ღამე ფხიზლობს ,ხოლო გაშმაგებული და გულდამწვარი მზე ,დღეს ცეცხლს უკიდებს და ირგვლივ ყველაფერს წვავს .ცოტახანში ორივე ხვდება რომ ეს ასე უკვე დიდი ხანია ხდება და რომ აზრი არ აქვს ტანჯვას და ისევ თავიანთ ჩვეულ ცხოვრებას უბრუნდებიან ,რომელიც არცერთს არ მოსწონს მაგრამ მათი ვალია. მზემ მთავერს სილამაზე და ნათელი აჩუქა, ხოლო მთვარემ მას საუკუნო სიყვარული და ერთგულება. დრამატული სიყვარულია მაგრამ მათი სიყვარული ანათებს და გაანათებს დედამიწას მარადიულად. ზოგჯერ სიყვარული ძნელია მაგრამ აუცილებელი

facebook კომენტარები
Choose your Reaction!