fbpx

დაუსრულებელი საქმეების ეფექტი საბოლოო პროდუქტზე

12-Reasons-Your-Hard-Work-Isnt-Making-You-Successful
0

გაქვთ დაუსრულებელი საქმეები ?  პროექტები, რომელიც დაიწყეთ და ბოლომდე ვერ ან არ მიიყვანეთ, იგემეთ წარუმატებლობა და თავი დაანებეთ. ატარებთ თუ არა ტკივილს, წყენას, ბრაზს. მსგავს საკითხებთან ენერგეტიკულად ხართ მიჯაჭვულები და სანამ აწმყოში ცხოვრობთ წარსულის ტვირთით, თქვენ იქნებით მუდმივად იმის განცდაში, რომ რაღაც ხელს გიშლით, გზღუდავთ, ერთ ადგილს ტკეპნით, თქვენი საქმეები არანაირად არ მიდის წინ და თქვენს ცხოვრებაში არც საინტერესო და არც მნიშვნელოვანი არ ხდება.  

დაფიქრებულხართ რა როლს ასრულებენ მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქმეები ჩვენს ცხოვრებაში და როგორ აფერხებენ წინსვლას ?

ახლა დაფიქრდით, ჩაიხედეთ გულში და თუ ეს ასეა, მაშინ არანაირი შანსი არ გაქვთ ბედნიერების. თქვენ ვერ შეძლებთ გაშლილი ხელებით შეეგებოთ სიახლეებს, ცვლილებებს,მომავალს –  თქვენს მომავალს.  „იმისათვის, რომ ბედნიერი მომავალი გამოვლინდეს აწმყოში, უნდა მიიყვანო დაუსრულებელი საქმეები ბოლომდე, უნდა გამოუთავისუფლო და მოუმზადო სივრცე ახალს.“

რომ დაფიქრდეთ, ბევრი თქვენგანი აღმოაჩენთ თუ როგორ ხართ ჩაბღაუჭებული ყუთებში ჩალაგებულ  ნივთებს, ვიტრინაში განლაგებულ ჭურჭელს, საყვარელ ძველ კაბას, რომელიც წარსულ მოგონებებს აღძრავს და მიხვდებით, რა არ გაძლევთ ნამდვილი ღიმილის, ლაღად ცხოვრებისა თუ ბედნიერების საშუალებას! თუ ინახავთ გონებაში უარყოფით მოვლენებს, რეალობაში – გამოუყენებელ ნივთებს, იმიტომ რომ „რა  იცი რა დრო მოვა?…“. დამერწმუნეთ, ეს ასეც იქნება (მიზიდულობის კანონი). ამით ჩვენ ცხოვრებას ვაპროგრამებთ ცუდ დღეზე. კონცენტრაციას ვაკეთებთ არა სიახლეზე, არამედ – წარსულზე. მერე ვზივართ და გვიკვირს, რატომ?

პირველ რიგში, გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც ზედმეტია! დაიწყეთ ყოველი დღე ღიმილით, წარმატებისკენ სავალი გზების ძიებით, სილამაზით, სიკეთით. დაისახეთ მიზნები და მიჰყევით ამ მიზნებს!  

ჰკითხეთ საკუთარ თავს : რა მაბედნიერებს? და გადადგით ეს ნაბიჯები საკუთარი ბედნიერებისკენ!

წარსულში დარჩენის სურვილი ვერ შეცვლის ვერავის მომავალს! ეს შეუძლებელია, რადგან მომავლის შენება  იწყება დღეს, აი ახლა. სწორედ ამ წუთს !

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!