ნათესავებთან მყოფებს გარეთ გარეთ გასერნება მოგვინდა.მთელი დღე კი ისეთი შეგრძნებით დავიარებოდი თითქოს დღეს სამყაროს უკანასკნელი დღე დაგვსდგომოდა თავს.ყველაფერს გაფაციცებით ვუყურებდი,თითქოს მინდოდა არაფერი გამომრჩენოდა. მაძებარს ვეძებდი,ისეთ ვინმეს რომელიც სამყაროს დაუსაბამო ისტორიას
წუთებში მომიყვებიდა.კარები გამოვაღეთ და სამყაროს გარე სივრცეში შევიჭერით,რომელიც დამწვარი სიჩუმით,გაბატონებულიყო ყველა და ყველაფერზედაც.მაგრამ სიჩუმეშიც იგრძნობოდა გამოუთქმელი გულწრფელობა,შინაგანი მხრეცური ხმაური რომელსაც მხოლოდ გაბატონებული სიჩუმით თუ მიაღწევდით.
გამოვაღე კარები და სხვა აწყმოში გადავინაცვლე,რომელიც მარტო მე კი არა სხვებსაც ეკუთვნოდა .იმ სხვებს რომლებიც სუნთქავდნენ იმავე ჰაერს რასაც მე.დადიოდნე იმ მიწაზე რომელზეც მე დავფრინავდი,და ის სხვები რომლებიც ერთმანეთს ადამიანობით საზრდოობდნენ.გარეთ დავხეტიალობდით.მე კი ცას ავჰყურებდი,თითქოს მაძებარი ღრუბლებში იმალებოდა.ეს დღეებია ასეთი რამ დამჩემდა,ყოველთვის აღვაპყრობდი ხოლმე ზეცას საკუთარ თვალებს თანაც ძალზედ ხშირად,თითქოს იქ მართლაც მაძიებელი დაეხეტებოდა.შესაძლოა რაღაცას ვეძებდი,რაღაცას რაც ჩემს დანაკლის შეამსუბუქებდა ან საერთოდაც შეავსებდა.თითქოს ცასთან არსებული კავშირი მედიდურად ირეოდა ჩემსში და იმ კავშირის მქონე ძალის აღდგენას არაადამიანური სულმოუთმენლობით ველოდი.
როგორც თითქმის ყველა ბავშვი ასე იქცეოდა,სეირნობის დროს,ბავშვები ერთად მივდიოდით,წინ. მოზრდილები კი უკან.შემდეგ კი უფროსებს შენიშვნას ვაძლევდით თუ რატომ იყვნენ ასეთი ნელები. დღესაც ასე მოხვდა წინ პატარები უკან კი დიდები.მათ შორის თან დიდი თან საერთოდაც არ იყო განსხვავება.ყოველ მათგანს საკუთარი თემა ჰქონდა სალაპარაკოდ,რასაც ადრე მეორე მხარე სულელობად თვლიდა,და ისევ საკუთარ ჯგუფის წევრს უბრუნდებოდა.ახლაც მივიწევდით წინ და თან უკან გასართობ პარკისაკენ.სადაც უამრავი სამყაროების ერთმანეთთან შეჯახება ხდებოდა.ზოგი სასიამოვნო,ზოგიც კი ხელშეუხებელი ამპარტავნობა.
პატარა ბორცვებისაკენ მივიწევდით,საიდანაც ბავშვებთა ჟღურტული ისმოდა.ხმაური არმიყვარდა ამიტომაც ვცდილობდი ადამიანების გარდა ყველაფრისთვის მომესმინა.დროისგან განაცრისფებული შენობას ვაკვირდებოდი.კაცი იტყოდა თითქოს საუკუნეებია აქდგასო,ფესვები გაუდგამს და შიგნიდან იზრდებაო,თან ხელთ ვინც მოხვდება იმას იყოლიებსო.ამ აზრმა შემაკრთო და შევეცადე ახლა სხვა სამყოფელისათვის მომესმინა.და აი ისიც ღრუბლებზე დაკვირვება.ისევ.ჩემმა ნათესავმა ეს შენიშნა და მკითხა:
-მაღლა რას ეძებ?-შემომხედა მხიარული სახით დაინტერესებულმა
-მაძიებელს-ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-რას?
-არაფერს-ვუპასუხე მე.მივხვდი აზრი არ ჰქონდა ახსნას და თავი მივანებე,მე ხომ ვერავინ მიგებდა ,ამიტომაც არც მოველოდი რომ ის გამიგებდა რატომღაც ცას თვალები მოვაშორე და გასართობ პარკისაკენ გავიხედე,უცბად ყველაფერი გაუჩინარდა.სრული სიბნელე და სრული სინათლე ერთმანეთში ითქვიფებოდა.ისე მომეჩვენა თითქოს ამ რამოდენიმე წამში საუკუნეები გამოვიარე.იმ შემაშინებლად გათეთრებულ ადგილმა სასტიკი სიმარტოვე და სანატიფო სიცარიელე დაამკვიდრა ჩემში.უეცრად ჩემმა სხეულმა დიდი დოზით ჭეშმარიტება შეიგრძნო.ყველაფერის მიზეზი გავიგე მაგრამ,ეს ყველაფერი წამში განადგურდა რადგან ყველაფერს თავის დასასრული აქვს,ეს კი დროზე უკეთ არავინ იცის.ადრე თუ გვიან ყველაფერი დასრულდება .დასასრულები ყოველთვის სევდიანია,მის ნაცვლად კი ამბები რჩება.დროში რაღაც ბზარებია.ეს ბუმბერაზი შეგრძნება დიდიხანია არ გაგრძელებულიყო რომ სინათლე ისევ ბნელეთით შეიცვალა.ისევ ყველაფერი დამავიწყდა,წამის წინ კი ჩემი სხეული ჭეშმარიტებით დანაოჭებულიყო.სიმართლემ ძვალ-რბილში გამიარა,და დამანახა თუ როგორი უმანკოები ვართჩვენ ადამიანები,წამის წინ ყველაფერი ვიცოდი მაგრამ დრო გაჩერდა,გაიყინა,ახლა კი საკუთარი თავის მოწესრიგებას ცდილობდა,რადგან დროზე უკეთ,არავინ იცის.
ისევ პარკში ვიჯექი,და ისევ სამყაროს ბნელეთს შევექცეოდი.ანუ ცას.წამიერად რაღაცამ თავი გამახსენა,ძირფესვიანად დამასევდიანა თითქოს ცეცხლი მომიკიდესო თუმცა ამყველაფერმა მალევე გადამიარა და ყველაფერი დამავიწყდა.ადამიანებს ხომ დავიწყებისკარგი უნარი გაგვაჩნია,უცბათ ყველაფერი არაფერი გახდა.ჩემმა გონებამ კი სცადა მოგონებებით სავსე სასაფლაოზე,აგურები შეეგროვებინა.ცნობიერება ცდილობდა აღედგინა ის ადგილი რომელიც შეუვსები დატოვა მაგრამ,ვერაფერი გამოუვიდა.უმიზეზო სევდის გარდა უეცრად გამოფხიზებულებმა ერთმანეთს გადავხედეთ და მივხვდით თუ რამდენი ჰქონდა თითოეულ ჩვენგანს სათქმელი.მაგრამ ყოველი ჩვენგანი სიჩუმეს ერთვოდა.მივხვდით რომ სამყაროს აღსასრული დგებოდა და სიჩუმე ვარჩიეთ,არანაირი პანიკა,მხოლოდ სიმშვიდე რაც დედამიწას გაჩენის დღიდან არ ღირსებია.ალბათ ამიტომაც შევხვდით სამყაროს აღსასრულს ასე მშვიდად,რომ საკუთარი ცხოვრება და რწმენა უკან მოგვეტოვევინა.ახლა კი მხოლოდ სიმშვიდესა და უსაფრთხოებას შევექცეოდით.სამყარო,სადაც მნიშვნელოვანი მხოლოდ ის იყო სიმშვიდე და უსაფრთხოება შეენარჩუნებინათ.სამყარო სადაც მხოლოდ,მანქანებით დამონებული ადამიანები დაიარებოდნენ.ჩვენში გამჯდარი თვისება,რომელიც ბოლოს თავად გვიმსხვერპლებდა.ასეთი სამყარო ალბათ არც არის ღირსი გადარჩენისთვის.მართალია სამყარო ევოლუციას განიცდის,მაგრამ ამ ევოლუციამ შესაძლოა,უკანსვლა განახორციელოს ხანხადან საჭიროცაა გაჩერდე და საკუთარ ხმას მოუსმინო უკან გაიხედო და ნახო ამდენი ხნის განმავლობაში თუ რა ჩამოიტოვე უკან.
ყველაფერი გააფთრებულმა სიჩუმემ მოიცვა და ყველა დაადუმა.ბალახებიც კი აღარ ირწეოდნენ აქეთ იქით.ისინიც იმის შიშით გაშეშებულიყვნენ,ვინმემ ჭეშმარიტებით არ დაგვწვასო.მაშინ ყველაფერი ვიცოდი,ახლანდელმა დრომ კი სიჩუმეში გამოიღვიძა,ყველას ეშინოდათ ხმა პირველი ამოეღოთ.გარინდებულები სიჩუმის შიშით ხმას ვერ იღებდნენ მაგრამ, ერთ-ერთ მოხუც მამაკაცს სიმამაცე ეყო და მეომრის უშველებელი სულისკვეთებით გამოიჭრა ამ სიმკაცრის გასარღვევად და წამოიძახა:
-ნუთუ,ყველამ სიჩუმე გადაწყვიტეთ ამ მშვენიერ დღეს?—ამის თქმა იყო და ყველა თავიანთ საქმეს მიუბრუნდა.თითქოს,არც არაფერი მომხდარაო,ბედნიერებით აჭრელებული სახეები არცხრებოდნენ,ისევ ისე ხმაურობდნენ,როგორც წინათ არც ისე დიდი ხნის წინ მაგრამ,მაინც დიდი დრო განვლო ჭეშმარიტებამ ჩვენამდე მოსასვლელად.ისეთი ჭეშმარიტებით რომ უნდა იცოდე მაგრამ, მისი ცნობა სხეულს გიწვავს და სულს გიფორიაქებს.მხოლოდ მე და ის მოხუცი დავრჩით,ჩვენი ჩრდილების ქვეშ,რომლებიც დროს ითვლიდნენ და ცდილობდნენ შეეღწიათ ისეთსამყაროში,სადაც გადარჩებოდნენ,ასეთ ადგილად კი თვალებს თვლიდნენ.მათ ჩვენ თვალებში შემოღწევა სურდათ.ცეცხლჩამქვრალი მოშქრიალე მინდორი კი ვერ ისვენებდა რადგან ჩრდილებს ვეღარ იტევდა,საკუთარ სამყოფელში გამოფიტულმა ხეებმა დახმარების ხელი გაუწოდეს.ჩრდილები დროს ითვლიდნენ მანამ,სანამ ჩემი მეგობარი არ მოვიდოდა დამეტყოდა:”წამოდი იქით გავისეირნეთო”მეც დავთანხმდი და ჩემი მძიმე სხეული წამოვაყენე ,ჩემი ჩრდილი კი მაშინვე გაუჩინარდა.
* * *
რამოდენიმე საათმა განვლო და გადავწყვიტეთ სახლში დავბრუნებულიყავი რადგან ძალზედ გამოვიფიტეთ.უკვე შუაღამე დამდგარიყო.მკაცრი ნიავი ქროდა აქეთ იქით და საშუალებას არგაძლევდა საკუთარი თავები გაგვეთავისუფლებინა.ღამის ცა განსაკუთრებული დაგანსხვავებულია,იქ მაღლა ლურჯი წიაღიდან ათასი სამყარო რომ შემოგცქერიან და ისე სჩანან ,თითქოს ხელი რომ გაიწვდინო შეეხები და მათ კალთებში მოექცევიო.ცის მოელვარე ფერები კი მარტოსულობის სასუფეველია რომელიც,ცოტა არ იყოს და შემაშინებელიც კია,რადგან ქარიც კი ისე სუსხად გელამუნება შიშობ,შენც არ გადაიქცე მოშქრიალე ქარად,რომელსაც წასასვლელი არსად აქვს.ღამის ხმებიც კი სხვანაირად გეჩურჩულება თითქოს,ცდილობს თავისი ბაკუნით რაღაც მიგანიშნოს.მოთუხთუხე ზეცა კი ყოველთვის შენთანაა შენთან ერთად ბნელეთიდან ამოიზრდება და სანთელივით ცხელ მასად აგიზგიზდება ცდილობს დაგანახოს რომ ისიც არა ნაკლებ შენი ნაწილია რადგან ცის საღრმთო მამულში ყოველი არსება ერთი ხელით შეიქმნა და ის ხელი სამუდამოდ დარჩება ჩვენი გონების ფარულ ნაწილად,მუდამ იქნება რაღაც რის ხმასაც ჩვენ ვერ გავიგებთ თუნდაც ბუმბერაზი ხმით ჩაგძახოდეს.იმიტომ არ გვესმის რომ ჩვენი გონება, როგორიცაა ასეთი ხმა არ უშვებს ისეთ რეალობას რომ ის არსებობს მაგრამ გონებამ…