ისტორია

დაუსრულებელი საქმეების ეფექტი საბოლოო პროდუქტზე

12-Reasons-Your-Hard-Work-Isnt-Making-You-Successful

გაქვთ დაუსრულებელი საქმეები ?  პროექტები, რომელიც დაიწყეთ და ბოლომდე ვერ ან არ მიიყვანეთ, იგემეთ წარუმატებლობა და თავი დაანებეთ. ატარებთ თუ არა ტკივილს, წყენას, ბრაზს. მსგავს საკითხებთან ენერგეტიკულად ხართ მიჯაჭვულები და სანამ აწმყოში ცხოვრობთ წარსულის ტვირთით, თქვენ იქნებით მუდმივად იმის განცდაში, რომ რაღაც ხელს გიშლით, გზღუდავთ, ერთ ადგილს ტკეპნით, თქვენი საქმეები არანაირად არ მიდის წინ და თქვენს ცხოვრებაში არც საინტერესო და არც მნიშვნელოვანი არ ხდება.  

დაფიქრებულხართ რა როლს ასრულებენ მოუგვარებელი და დაუსრულებელი საქმეები ჩვენს ცხოვრებაში და როგორ აფერხებენ წინსვლას ?

ახლა დაფიქრდით, ჩაიხედეთ გულში და თუ ეს ასეა, მაშინ არანაირი შანსი არ გაქვთ ბედნიერების. თქვენ ვერ შეძლებთ გაშლილი ხელებით შეეგებოთ სიახლეებს, ცვლილებებს,მომავალს –  თქვენს მომავალს.  „იმისათვის, რომ ბედნიერი მომავალი გამოვლინდეს აწმყოში, უნდა მიიყვანო დაუსრულებელი საქმეები ბოლომდე, უნდა გამოუთავისუფლო და მოუმზადო სივრცე ახალს.“

რომ დაფიქრდეთ, ბევრი თქვენგანი აღმოაჩენთ თუ როგორ ხართ ჩაბღაუჭებული ყუთებში ჩალაგებულ  ნივთებს, ვიტრინაში განლაგებულ ჭურჭელს, საყვარელ ძველ კაბას, რომელიც წარსულ მოგონებებს აღძრავს და მიხვდებით, რა არ გაძლევთ ნამდვილი ღიმილის, ლაღად ცხოვრებისა თუ ბედნიერების საშუალებას! თუ ინახავთ გონებაში უარყოფით მოვლენებს, რეალობაში – გამოუყენებელ ნივთებს, იმიტომ რომ „რა  იცი რა დრო მოვა?…“. დამერწმუნეთ, ეს ასეც იქნება (მიზიდულობის კანონი). ამით ჩვენ ცხოვრებას ვაპროგრამებთ ცუდ დღეზე. კონცენტრაციას ვაკეთებთ არა სიახლეზე, არამედ – წარსულზე. მერე ვზივართ და გვიკვირს, რატომ?

პირველ რიგში, გათავისუფლდით ყველაფრისგან, რაც ზედმეტია! დაიწყეთ ყოველი დღე ღიმილით, წარმატებისკენ სავალი გზების ძიებით, სილამაზით, სიკეთით. დაისახეთ მიზნები და მიჰყევით ამ მიზნებს!  

ჰკითხეთ საკუთარ თავს : რა მაბედნიერებს? და გადადგით ეს ნაბიჯები საკუთარი ბედნიერებისკენ!

წარსულში დარჩენის სურვილი ვერ შეცვლის ვერავის მომავალს! ეს შეუძლებელია, რადგან მომავლის შენება  იწყება დღეს, აი ახლა. სწორედ ამ წუთს !

ავტორი:

ეთო ბიქოშვილი, ჟურნალისტი

“უდაბნოს საუბრები”

—  გაიხედე იქით. ხედავ?

— რას?

–მირაჟს.

— მგონი კი.

— რას ხედავ?

— ჩემ ბავშვობას. შენ?

— ოაზისს. მალე დავიხოცებით იქამდე თუ არ მივაღწიეთ.

— რატო?

— არც წყალი გვაქვს და საჭმლის მარაგიც ამოიწურა.

— იქნებ უკვე დავიხოცეთ?

— საიდან დაასკვენი?

— საშინელი ბაშვობა მქონდა. ახლა კი ვხედავ, რომ იქ სადღაც შორს ბედნიერი ვარ.

წერილი საკუთარ თავს 50 წლის შემდეგ

წერილი საკუთარ თავს 50 წლის შენდეგ
სალამი ლიზიკო შენ როდესაც ამ წერილს ნახავ 65 წლის ასაკში მინდა იცნობდე ეხლანდელ ლიზის სრულიად და არცერთი დეტალი დაგავიწყდეს საკუთარ თავზე! მინდა რომ ყოველთვის ესეთი ბავშური დავრჩე როგორიც ეხლა ვარ ისეთივე პოზიტივით სავსე როგორიც ეხლა ვარ მინდა რომ სიბერე არ შემეტყოს გარეგნულად მართალია აუცილებლად შემეტყობა და ამაზე ხშირად უკმაყოფილებასაც კი გამოვთქვამ მაგრამ სულიერად მინდა ისევ ის პატარა გოგონა ვიყო იმ ბავშური ღიმილითადა და სულით. იმ საღამოებზე მოგიყვები ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ ვუმხელ ჩემს ოცნებეს   მათთან ერთად  თავს კარგად ვგრძნობ მიყვარს ვეებერთელა მთვარესთან და პაწაწინა ვარსკვლავებთან საუბარი თითქოს მათზე კარგად ვერავინ მიგებს ამ სამყაროში მოგიყვები ბედნიერებით სავსე დღეებზე   წერილს ვწერ მთვარის მოკამკამე შუქი კი მინათებს თოვლივით ქათქათა და ჰაერივით მსუბუქ ფურცელს მალე ეს ფურცლები დაიტვირთება ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი წერილებით რომელიც წლების შემდეგ შენამდე მოვა

დროებით.
19.07.2022

სალამი! ამ წერილს გიგზავნი უსაზღვრო ემოციებით სავსე ეს ზაფხული რაღაც საოცრად დაიწყო შევიძინე უამრავი მეგობრები იმდენად გამიჭირდა მათთან განშორება თუმცა ეს შენ კარგად იცი ნეტავ მექნება თუ არა კიდევ ესეთი მეგობრობა მათთან 1 წლის შემდეგ მათ იმდენად შემაყვარეს თავი მათთან გატარებული ყველა წუთი მენატრება მაგრამ დღეს ეს წერილი სულ სხვას თემას მინდა დავუთმო ადამიანს რომელიც მოულოდნელას შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში თანაც ისე რომ მთელი ჩემი სული დაისაკუთრა თითქოს ჩიტია რომელმაც ჩემს გულში დაიდო ბინა! ვიცი რომ ერთ დღეს მოგვიწევს განშორება მაგრამ არცერთს არ გვინდა რომ დადგეს ეს დღე  ღამეა ირგვლივ სიჩუმე და სრულიად სიბნელეა გზას კი გვინთათებს მოკამკამე მთვარის შუქი გავუყვებით გზას მხოლოდ ჩვენ ორნი და ვსაუბრობ იმაზე თუ როგორ საოცრად ლამაზია ცა რომელიც ვარსკვლავებითაა მოჭედილი არანაირი შიში არ მაწუხებს იმდენად თავდაცულად ვგრძნობ მასთან ერთად თავს ვსაუბრობთ მშვიდად მისი ხელები ჩემს თმებს ეხება ამ დროს კი მთელი ჩემი აზრები გაფანტულია მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობ ამ ღამეზე რა იქნება ამ ღამის შემდეგ მინდა რომ გაიწელოს ეს ღამე და არასდროს არ დამთავრდეს მოგვიანებით ჩვენს საუბარში დაძაბულობა  შემოიჭრა გავბრაზდი მან კი პატიების ნიშნად ხელები მომხვია და მთელი გულით ჩამიკრა  მინდოდა რომ ის წუთი არასდროს დამთავრებულიყო! მე და შენ ჩვენ ორნი

18.05.2023

ლიზიკო გიგზავნი წერილს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვან დღეს მინდა რომ იცოდე თუ როგორბ ბედნიერი ვარ და ემოციებით სავსე დღეს მივხვდი რომ სკოლა დავამთავრე ვაანალიზებ ყველა იმ განცდას რაც კი 12 წლის მანძილზე გამოვცადე იცი რთული იყო ეს 12 წელი ბევრი შრომაც იყო ბევრი ბარიერი და სირთულე თუმცა დღეს მე კმაყოფილივარ შევსცქერი ჩემს თანაკლასელებს მათი ღიმილიანი სახეები არასდროს არ ამოვა ჩემი გონებიდან ეს დღეს იქნება სამუდამოდ ჩემთან ჩემს გონებაში მოკლედ ძალიან ბედნიერი ვარ სკოლის ყველა კუთხეკუნჭული მოვიარე ადგილი არ დამიტოვებია სადაც არ მივსულვარ არ მინდა დამავიწყდეს მოგონებები სკოლასთან რომელმაც უდიდესი საჩუქარი მიბოძა ჩემი მეგობრების სახით მინდა რომ სადაც წავალ ყველგან გამყვეს მათი სიყვარული იცი ბოლოზარი საოცრად ემოციური და ცრემლებით სავსე იყო ბედნიერების და ამავდროულად მონატრების ცრემებიც კი შემოგვეპარა  მაგრამ ჯერ მთავარი წინაა ჩემს თავს ვპირდები რომ ყველაფერს გავაკეთებ რომ ჩემი ჩანაფიქრი ავიხდინო ვიცი იქნება ბევრი თეთრად გათენებული ღამეები შეიძლება ხშირად გამოუძინებელიც კი დავრჩე მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ დასახული მიზნების ასახდენად! მოდი ეხლა დაგემშვიდობები მომდევნო წერილს კი მოგვიანებით სწორედ მაშინ გამოგიგზავნი როდესაც ჩემს ახალ და იმედია სასიხარულო ამბავს გაცნობებ  დროებით……

05.08.2026

სალამი ლიზიკო…..

ბოდიშს გიხდი რომ ამდენ ხანს გალოდინე მაგრამ გთხოვ რომ გამიგო ეს წელი ჩემთვის უსაზღვრო ემოციებით იყო სავსე შენ იცი თუ რა იყო ჩემი ოცნება და მიზანი და დღეს მე ეს ყველაფერი შევძელი დიიახ დაიჯერე ლიზ მე ეს შევძელი როლზეც კი დამამტკიცეს ბევრი იმედგაცრუებით და ბევრი გულისტკენით მე დღეს ეს შევძელი გახსოვს როდესაც პატარა ვიყავი 14 -15 წლის ჩემთავს ვერსად ვერ ვხედავდი გარდა მსახიობობისა რაღაც განსაკუთრებულად მსურდა ვიცოდი რომ გამიჭირდებოდა და დაუღალავი შრომა დამჭირდებოდა!

 რამოდენი წუთი დარჩა და მე პუბლიკის წინაშე უნდა წავრსდგე და ისე უნდა შევასრულო ჩემი როლი რომ მაყურებლების სულები დავიპყრო ყველა მათგანის ყურადღება მხოლოდ და მხოლოდ ჩემსკენ იყოს ორიენტირებული ეხლა კი უკვე მიხმობედ ბოდიშს  გიხდი იმის გამო რომ ესე მოულონდნელად მიწევს შენგან წასვა  წერილს დავამთავრებდი სულ ცოტა დრომ რო მქონდეს კიდევ მაგრამ არ მინდა პირველივე წარსდგენაზე დავაგვიანო გული გამალებით ძგერს სადაცაა სცენაზე გავალ ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  დღე ჩემს ცხოვრებაში შენ უკვე იცი რაც მოხდება და ალბათ ჩუმად შენთვის გეღიმება როდესაც ამ წერილს  კითხულობ

29.10.2046

სალამი ლიზზ

დღეს განსაკუთრებით მომინდა მომეწერა თანაც დიდი დრო გავიდა იმის მერე რაც ბოლო წერილი მოგწერე   შენ კარგად იცი თუ როგორ მიყვარს წერა თანაც ყველაფერმა ხელი შემიწყო დედაბუნებამაც კი აივანზე გამოსულს რას ვხედავ წვიმის წვეთები ნაზად ეცემა მიწას თანაც როგორი გასაოცარი სურნელი დასტრიალებს არემარეს ცოტათი ასცივდა როგორც ჩვევია შემოდგომას ავიღე კალამი და სუფთა ფურცლიდან დავიწყე წერა მინდა დღეს მოგიყვე ჩემი პრინცის შესახებ ცოტახნის უკან ჩვენ ერთმანეთი ისევ ვიპოვეთ დიახ ამ სამყაროში ჩემზე ბედნიერი არავინ არავინ არ მეგულება რადგან ვიპოვე ადამიანი რომელიც ცხოვრებას გამილამაზებს “სიყვარული ეს ნიჭია, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა და უბედურია ის ვინც ამ ქვეყნიდან ამ ნიჭის გარეშე წავა” როგორ მიყვარს ეს სიტყვები და როგორ დიდი სიმართლე ჩაქსოვილი მასში  
07/10.20.56

დღეს ჩემი ბოლო წერილია სულ რაღაც 1 წელი მაშორებს შენთან მოსასვლელად  შენამდე მოსასვლელად გრძელი და რთლი გზა გამოვიარე მაგრამ ცხოვრებაც ხომ ესაა ზოგჯერ იმდენად მიჭირდა თავი პატარა ბარტყი მეგონა რომელიც ვერ ბედავს ბუდიდან გაფრენას და ფრთების გაშლას მაგრამ ყველაფერმა ჩაიარა ბევრი სიხარულით სავსე და გასაოცარი დღეებიც იყო დღეს კი მე მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინ იყო და არის დღეს ჩემს გვერდით როდესაც კალამს ვიღებ ხელში ვხვდები რომ უკვე ბევრი წელი გავიდა ხელებსაც კი ნაოჭები შემოჰპარვია

დილაა ფანჯრიდან ზაფხულის მწველმა მზემ შემოანათა როგორც კი თვალები გავახილე დავინახე ჩემი სულის ნაწილი მის ლურჯ თვალებში ვიკარგები მოულოდნელად კი მესმის სიტყვები 64 დაბადების დღეს გილოოცავ ჩემო ფერიავ ამ სიტყვების გაგონებაზე თავს ვეღარ ვიკავებ და მოულოდნელად ჩემს მზისგან შეწითლებულ ლოყაზე ცრემლები ჩამოგორდა  თავი ისევ ის პატარა გოგონა მგონია რომელიც წლების წინ ვიყავი კარებზე კაკუნია ავდექი კარები გავაღე სახლი ბავშვებით გაივსო და ჰო კიდევ სწორედ ისეთი სახლი მაქვს როგორიც მე მინდოდა პატარა ბაღით და დიდი სიყვარულით ღმერთს ათასჯერ გადავუხდი მადლობას ამ დიდი საჩუქრისთვის მოგვიანებით სრული შემადგენლობით მივუსხელით სუფრას როგორ მიყვარს როდესაც ყველას ერთად ვხედავ გული სიხარულით მევსება ეხლა უკვე ის დროა სანთლები რომ უნდა ჩავაქრო მაგრამ სურვილი ამ წლების განმავლობაში ყველა სურვილი და ნატვრა ამისრულდა მყავს გვერდით ადამიანი რომელსაც დღემდე ცამდე ვუყვარხარ შვილები რომლებიც პატარა ბავშვივით მანებივრებენ კარიერა რომელიც ბევრი შრომის და დაბრკოლების მიუხედავად შედგა ეხლა კი ერთი რამ მინდა მხოლოდ ჯანმრთელობა რადგან სიცოხლის ბოლო წუთამდე დავტკბე ცხოვრებით! მიხარია რომ დღემდე პატიოსნად და თავაწეულმა მოვაღწიე შენამდე

გემშვიდობები.

მალე შევხვდებით ერთმანეთს!