პირველად რომ ზომბს ხვდები შიშისგან იჯვამ, ცივი ოფლი გასხამს და ფიქრობ:”ამის დედაც ვატირე… ეს ყველაფერი სიმართლე ყოფილა.” შემდეგ ყელში გეცემათ და 5 წუთში უკვე თქვენც მისნაირი ხდებით. ჩემი პირველი ზომბის მკვლელობა ყოველთვის ნოსტალგიური იქნება.
(2020 წლის ივლისი – 2021 წლის თებერვალი) ზუსტად ვერ გეტყვით პირველი ზომბი რომელი ქვეყნიდან შემოვიდა საქართველოში. რუსეთმოძულეები ამბობენ, რომ რუსეთიდან შემოვიდა ათასამდე ზომბი. ზოგი ამბობს, რომ პირველი მოსიარულე ირანიდან შემოვიდა, თუმცა ბევრს ტე ვირუსი კორონაში ეშლება და რაღაცეებს ურევს.
ასეა თუ ისე, უკვე მნიშვნელობა არ აქვს ვინაა საქართველოს გაზომბებაში დამნაშვე. პირველი ზომბის შემოსვლისთანავე თბილისს დაერხა. არავინ იცის როგორ, მაგრამ ეგ ნაბიჭვრები ხვდებიან სადაა უფრო მეტი ადამიანი და იმ ქალაქებს უტევენ. შესაბამისად პირველი ეპიცენტრი თბილისში იყო, შემდეგ ბათუმი, შემდეგ ქუთაისი და ბოლოს პატარა ქალაქებსაც დაერივნენ.
გონზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარით, რომ უკვე თვითგადარჩენისთვის ვიბრძოდით. ბევრმა ერთმანეთი დახოცა, ზოგმა თავისი ნათესავები ზომბებს ჩაუგდო ხელში, მეგობრობა და წესები გაქრა. საჭირო იყო, რომ იარაღი გეშოვნა და ყველაფრისთვის გესროლა რაც მოძრაობდა, დღესდღეობით ბევრი ასე იქცევა.
რაც შეეხება პირველი ზომბის მკვლელობას, ეს ერთ ნაშას ეხება. პატარა ძუკნა კინაღამ კბილი გამკრა, როცა მათემატიკის წიგნს ვურტყამდი თავში.
ჩვენ შეყვარებულები კორონა ვირუსის დამთარებისთანავე გავხდით და ძალიან ბედნიერებიც ვიყავით. მთელს დღეებს ერთად ვატარებდით, სკოლაშიც ერთად დავდიოდით და საღამოს ერთად ვმეცადინეობდით. ვიცი, ვიცი ახლა რასაც ფიქრობთ, ყველას გვესმის ეს “მეცადინეობა” რასაც ნიშნავს, მაგრამ არა. ჩვენ უბრალოდ ვმეცადინეობდით, წინ ეროვნული გამოცდები გველოდა და მათემატიკაში არც ისე ძლიერები ვიყავით. ეს ყველაფერი მანამდე ხდებოდა, სანამ ყველა გამოცდას ჩავაბარებდით და ტე ვირუსის შესახებ გავიგებდით. ყველასდა გასაკვირად პირველი ცნობილი ადამიანები დაიღუპნენ.
-ამერიკაში ახალი ტე ტიპის ვირუსი გამოჩნდა. მოსახლება პანიკაშია ჩავარდნილი და ქვეყანაში სრული ანარქია სუფევს. ქვეყნის მთავრობა ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს, თუმცა მოსახლება შიშობს, რომ ახალი ტიპის ვირუსი განსაკუთრებულ სისასტიკეს იწვევს დაავადებულებში.-გამოაცხადა ერთ-ერთი არხის რესპოდენტმა.
და ბუმ! პირველი ზომბის შემოსვლიდან 1 კვირაში გარდაიცვალა.
ამ ინფორმაციის გავრცელებიდან სამ თვეში უკვე პირველმა ზომბმა შემოაბიჯა საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩემი შეყვარებული კი ზარებს არ პასუხობდა, ფეისბუქზე შემოსული იყო, თუმცა არ მწერდა.
ჯანდაბა, ძალიან მენატრება ფეისბუქი, ინსტაგრამი და ზოგადად ინტერნეტი. ბოლო რაც ფეისბუქზე ვნახე, რაღაც მიმი იდო გამოჩენილი პირის შესახებ. ეს იყო ბოლო რამ, რაც ინტერნეტის საშუალებით ვნახე, შემდეგ კი ქსელი მთელი მსოფლიო მასშტაბით გაითიშა.
როდესაც ვირუსი აღმოსავლეთშიდაც გავრცელდა, ქვეყნის მთავრობამ სახლში დარჩენა მოგვიწოდა. პირველი ზომბის შემოსვლიდან ერთი თვით ადრე საქართველოს პრეზიდენტი უცხოეთში გაემგზავრა და არ დაბრუნებულა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვითხრეს. ამ ამბის გაგების შემდეგ ქვეყანაში ანარქია დაიწყო. მე სახლის კარები ჩაკეტილი მქონდა, პროდუქტები მომარაგებული და წყნარად ველოდებოდი სიტუაციის დალაგებას. სპოილერი! არაფერიც არ დალაგდა!
კარჩაკეტილობაში შევხვდი ახალ წელს და შობას. თებერვლის დადგომასთან ერთად კარზე კაკუნი გავიგონე.
-ვინ არის?
-ალექსი, მე ვარ ანი გააღე!
ვიცი ლოგიკური არ იყო, იმ პერიოდში ვინმესთვის კარის გაღება, მაგრამ უნდა გამიგოთ, სამი თვე კარანტინში ვიყავი და გოგო თვალითაც არ მენახა.
-კარგი ახლავე!
-ღმერთო ჩემო, მადლობა, მადლობა!-დაიყვირა და მთელი ძალით ჩამეხუტა.
საშინლად აფორიაქებული და შეშინებული იყო. ხელები სისხლიანი ჰქონდა, მაგრამ არაფერი მიკითხავს. როგორც იქნა ჩახუტება დაამთავრა და სახლში შემოვიპატიჟე. ჩემს ოთახში ხშირად ყოფილა და კარგად იცოდა სად უნდა დამჯდარიყო. საწოლის გვერდით მთელი ჩემი საჭმელი მქონდა შენახული და მშიერმა ანიმ მას დაუწყო ყურება.
-გშია? თუ გინდა შეჭმე!- ვუთხარი და ჭადი მივაწოდე.
ხელის კანკალით დაიწყო ჭამა და არც შეუსვენია. კინაღამ დაიხრჩო. ბოლოს სული მოითქვა და შემომხედა.
-ღმერთო ჩემო, როგორ მიხარია, რომ ცოცხალი ხარ. მე ხომ ასე ძალიან მიყვარხარ და ვერ გადავიტანდი, რომ რაიმე დაგმართნოდა.
ცოტა უცნაური იყო ასეთი გულთბილი საუბარი, რადგან გამოცდების შემდეგ ერთხელაც არ მოვუკითხივარ და საერთოდ ფეხებზე დამიკიდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმართლებ თავს და ვიტყვი, რომ სამ თვეზე მეტი კარანტინში ვიყავი.
-ამ… მეც მიხარია, რომ კარგად ხარ. რა მოხდა? აქ რამ მოგიყვანა?
ამის თქმის შემდეგ ცოტა ანერვიულდა და ხელები გაუოფლიანდა.
-ნიკასთან ვიყავი.
-ნიკასთან? პირველი სართულის ნიკასთან?-გავიოცე მე.
ნიკა ყველაზე დიდი დილდო იყო ვინც კი ოდესმე მინახავს და ასევე ჩემი ყოფილი საუკეთესო მეგობარი, გარადაცლილებზე ცუდს არ ამბობენ, მაგრამ ორპირი და მატყუარა ნაბიჭვარი იყო.
-ხო, ჩვენ აგვისტოდან მოყოლებული ერთმანეთს ვხდებოდით, მაგრამ უკვე ყველაფერი დამთავრდა.
-რას გულისხმობ?
-როცა ერთმანეთს ვკოცნიდით, განძრახ ტუჩზე მიკბინა და ხელით კაწვრა დამიწყო. წარმოგიდენია? მე წინ გავაგდე და ვუთახარი მომშორდი-მეთქი, მაგრამ არ ჩერდებოდა. რაც ძალი და ღონე მქონდა გავიქეცი და შენთან ამოვედი.
-შენებმა იციან სად ხარ?
-არა.-ცოტა არ იყოს შერცხვა ანის.
ღრმად ამოვიოხრე და ჩაის გასამზადებლად წავედი. ვიცოდი, რომ უნდა გავბრაზებულიყავი ანიზე, მაგრამ ვიფიქრე, რომ ყველაფერი წარსულში დარჩა და თანაც არ მინდოდა, რომ შეშინებული 18 წლის გოგო გარეთ გამეგდო. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ კარგად მოვქცეოდი და გამემხიარულებინა. ჩაის მომზადებას დიდი დრო მოვუნდი, რადგან გაზი გამორთული იყო და ცეცხლის ანთება დამჭირდა. როდესაც უკან დავბრუნდი ანი სხვანაირად იქცეოდა.
პირველ რიგში, საჭმლის მარაგთან მისულიყო და უმ ხორცს პირდაპირ ჭამდა. ვიფიქრე აფექტის მდგომარეობაშია, ან რაღაც ჯანდაბა დაემართა-მეთქი და საუბარი გავუბი.
-იცი, კარანტინის დროს თოფურიას ვმეცადინეობდი და ახლა მათემატიკაში ვერავინ დამეტაკება.- გავიბღინძე და წიგნი ხელში ავიღე.
ანი ოთხ ფეხზე დამდგარიყო და პირი სისხლით ქონდა მოთხვრილი. ჩემსკენ მოიწევდა და თან ცხვირით ჰაერს მთელი ძალით სუნთქავდა.
ზომბებს ჩემს მიმართებაში ერთი უცნაურობა შევამჩნიე: როცა ზომბი მხვდება დრო ჭიდება, რომ გაიგოს ცოცხალი ვარ თუ მკვდარი. რა თქმა უნდა, მაშინ ვერ მივხვდი ამ უცნაურობას.
ცოტა ხნის ყნოსვის შემდეგ ანი ხელებით მეცა, მე ყვირილი დავიწყე და ვეცადე თავი გამეთავისუფლებინა. მთელი ძალით მივაწექი და საჭმლის მარაგზე დავანარცხე, ხელში თოფურია მეჭიდა და დასასრულს ალბათ თქვენითაც ხვდებით…
-მოკვდი შენი დედაც… ჩაძაღლი…-შეუსვენებლად ვურტყამდი წიგნს თავში-ფუ შენი… ბოზი… დედაც… ჩაკვდი…-ანი ღრიალებდა და იკლაკნებოდა-როგორ ვერ… კვდები… შენი… კარგიც…
როგორც იქნა თავის ქალა დავამტვირე და სისხლი მთელს ოთახს მოედო. როდესაც სიჩუმემ დაისადგურა, წიგნი გვერდზე მივაგდე და საწოლზე ჩამოვჯექი, მხოლოდ მაშინ მივხვდი რაც ჩავიდინე. მე ადამიანი მოვკალი.
მოულოდნელად გარეთ ხმაური ატყდა ერთდორულად ისმოდა ავარიაების, ცეცხლის გიზგიზის, ხალხის ყვირის, გასროლისა და ღმერთმა იცის კიდევ რისი ხმა. ფეხზე წამოვხტი, ფანჯარასთან მივედი და გამოვშტერდი.
დავინახე როგორ ეცა ჩემს ერთ ნაცნობს ზომბი, რომელიც ასევე ჩემი ნაცნობი იყო. პოლიციელები ცდილობდნენ ზომბების მოგერიებას, მაგრამ უშედეგოდ. ასამდე ზომბი მიექანებოდა ქალაქის ცენტრისკენ და გზად ყველაფერს ჭამდნენ. მანქანები ბოძებს იყვნენ შეხეთქებულნი, საქარე მინიდან გამოფრენილი სხეულები 5-10 მეტრის იქით ეყარა. სისხლის კვალზე ეტყობოდა თუ როგორ დაეხეთქა მიწაზე და შემდეგ რამდენიმე მეტრი ინერციით გასრილადა. ზომბები ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი თითოეული ჯგუფი ერთ ადამიანს ჭამდა, შემდეგ სხვა ადამიანზე გადადიოდნენ და ა.შ.
და სუნი, ეს საშინელი სუნი, რომელიც საზომბეთის დაწყებასთან ერთად გაჩნდა, პირველი რამე არის, რასაც შენი ცხვირი ეჩვევა.