gift me the earth with my own feelings..



…უკვე ხუთი წუთი გავიდა რაც სარკეს უემოციოდ აკვირდებოდა, არა გარეგნობას , არამედ სულის სიღრმეში დალექილ მოგონებებს ათვალიერებდა, ასეთი რამ უკვე მერამდენედ ხდებოდა, საკუთარი ანარეკლიც კი მოჩვენებად ქცეულიყო, წარსულის ბუნდოვან მოჩვენებად, რომელსაც გურბოდა, ცდილობდა დაევიწყებინა, წაეშალა მეხსიერებიდან, თუმცა მალევე გაათვიცნობიერა რომ ყველა ჭრილობა მოშუშებასთან ერთად არ ტოვებს სხეულს სამუდამოდ და მალევე ეს “მოვლენაც” წარსულის ჩარჩოში მოექცა..თუმცაContinue reading

სულსა და ხორცს ცალცალკე განიცდიდა, წამწამებზე სათუთად მოალერსე კრისტალებს სულის სიმხურვალე ამღვრევდა და მთლად უფერმკრთალებდა ისედაც მარტის თოვლივით ქათქათა ლოყებს… ეს ისეთი ჩუმი იყო..და ისეთი მეტყველი, რომ სევდანარევ სიამოვნებას მგვრიდა. რაც უფრო უფერული და მღვრიე იყო მისი თვალები მით უფრო ნაზად სწვდებოდა ჩემს სულს და ნისლში ახვევდა..მისმა საქციელმა, მისმა სიტყვებმა ჩემი სული გამოფიტა, სისხლი საბოლოოდContinue reading



