ვეცადე მყვარებოდი, მით უმეტეს იცოდი რომ წყენას გულში ვერ ვიტოვებდი, დიდხანს შენზე ვერ ვბრაზდებოდი მაინც არდამინდე…ნუთუ არ შეგეძლო ოდნავი პატივისცემა გამოგეხატა მის მიმართ?! იცოდი რომ მიყვარდა, ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარდა, შენც მიყვარდი, მის შემდეგ შენ მიყვარდი…უბრალოდ იცი რა?- როცა ის გძულს ვინც მე ჩემს თავს მირჩევნია, როცა ზურგს უკან ისე გესლავ, რომ მეც კი მესმის და მაინც აგრძელებ, მე უბრალოდ არ შემიძლია შენი სიყვარული..მაგრამ მე მაინც ვიღიმი, გეხუტები, გეუბნები, რომ მიყვარხარ…სიაფანტი კი არ ვარ, უბრლადოდ მავიწყდება…ახლა მაინც მიყვარხარ, მაგრამ უფრო ნაცრისფრად ვიდრე ყოველთვის, ახლა შენი ზიზღი სიამოვნებას მგვრის, შენი ტკივილი მტკენს მაგრამ ორმაგად მსიამვნებს შენი ცრემლები…იცი რას ვიზამ…არა შენ ვერაფერს დაგიშავებ, მაგრამ იმ ადამიანს ჩავაგდებ არაფრად ვინც ძალიან გიყვარს, გასწავლი როგორია ტკივილი და მაშინ, როცა ტირილი მოგინდება, როცა ადგილს მოძებნი, რომ დაიჩოქო და ცრემლად დაიღვარო, ყველგან ჩემი ცრემლების კრისტალებს ნახავ, ყველგან მიგრძნობ და იცი რა გრძნობა მოიცავს შენს ცოდვილ სულს?! სინანული…ვერ დაგპირდები, რომ შენი ცრემლები არ ამატირებს, შენი სისუსტე არ დამანგრევს მაგრამ, ყოველთვის ვიპოვი ძალას, ვიპოვი ძალას რომ სიამოვნების ჟრუანტელმა დამიაროს….
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!