…უკვე ხუთი წუთი გავიდა რაც სარკეს უემოციოდ აკვირდებოდა, არა გარეგნობას , არამედ სულის სიღრმეში დალექილ მოგონებებს ათვალიერებდა, ასეთი რამ უკვე მერამდენედ ხდებოდა, საკუთარი ანარეკლიც კი მოჩვენებად ქცეულიყო, წარსულის ბუნდოვან მოჩვენებად, რომელსაც გურბოდა, ცდილობდა დაევიწყებინა, წაეშალა მეხსიერებიდან, თუმცა მალევე გაათვიცნობიერა რომ ყველა ჭრილობა მოშუშებასთან ერთად არ ტოვებს სხეულს სამუდამოდ და მალევე ეს “მოვლენაც” წარსულის ჩარჩოში მოექცა..თუმცა დღეს მის სახეზე გაჩენილმა ნაოჭმა, ისევ წარსულზე დააფიქრა..მალევე ფიქრებმა ღრმად გაიტაცა, იმდენად ღრმად, რომ სარკეში სახის ნაცვლად წარსულის გაცოცხლებულ”კარიკატურას” ხედავდა. ხედავდა გამოფიტულ სხეულს, უსულოს, უემოციოს.. მუდამ ცრემლიანს..გადასხვაფერებულს..მაგრამ მის აწმყოს ეს სევდას არ გვრიდა,სულს არ უფორიაქებდა უწინდელივით..მხოლოდ ერთი წვეთი ცრემლი მოსწყდა და ისიც მშვიდად, დინჯად და ამაყად შთანთქა სულის უკანასკნელმა “ნაპრალმა”… თავიდან ცრემლი ეუცხოვა, სჩანდა საუკუნე გასულიყო ამ სულიერი საზრდოს გარეშე..გაეღიმა..ერთ წვეთს მეორე მოჰყვა, მეორეს მესამე და ასე დაუსრულებლად, მთელი თავისი იდუმალებით დაეწაფა მთელ მის სულიერ სამყაროს..მას ეს ბენიერებას ჰგვრიდა, უზომო ბედნიერებას.. პირველად მოხდა, როცა წარსული გახდა ამის მიზეზი, წარსული აწმყოსთან ერთად , რომელიც ესოდენ უზომო ჰარმონიით შეერწყა მას სამუდამოდ….
პირისპირ
Date
Comments
facebook კომენტარები
Choose your Reaction!
