სისხლი ისეთი შავი იყო როგორც არასდროს, თან სასიამოვნოდ თბილი…მიუხედავად მისი სიძულვილისა მისი სისხლი კმაყოფილების განცდას გვრიდა…როგორც ყოველთვის დანა დაუტოვა, სისხლიანი კოლბა მოიმარჯვა და ხელოვნების დრამატურგად იქცა…სხეული ჯერ კიდევ იძვროდა
– არ იმოძრაო, ხომ ხედავ, რომ ნახატს მიფუჭებ-თავიდან მშვიდი ტემბრი ჰაერში რამოდენიმეჯერ შეტორტმანდა შემდეგ კი მიყუჩდა და ბგერების გაურკვეველ ეგოდ გარდაიქმნა. -ხომიცი, ამას შენ გიძღვნი, შენთვის ვაკეთებ, ასეთი პორტრეტი ჯერ არავის ქონია, …წითელი საოცრად გიხდება..- ისევ უსიამოვნოდ მშვიდი ტონალობა, იმდენად ბუნებრივი იყო რომ, საკუთარ სიგიჟეში უფრო შეიტანდი ეჭვს… არა ეტყობოდა, რომ თავისი საქმის უბადლო დირიჟორი იყო, იმდენად საუცხოოდ ხმარობდა ფუნჯს, ნახატი უნახავადაც საოცარი იყო. მისი ღიმილი…ტუჩის მარჯვენა აწეული კიდე ფინიშის ხაზთან სიახლოვეს უწყოდა…-დავასრულე, ახლა გთხოვ შემიფასე-თითქოს ჩვეულებრივ კლიენტს მიმართაო, მოლბერტი დაატრიალა და ჯერ კიდევ ამქვეყნიურ არსებას დიდი ზეიმით წარუდგინა…დიდი ხნის პაუზის შემდეგ ექომ კვლავ დაიჭექა..-ვიცოდი რომ მოგეწონებოდა-მხატვრის სახე კმაყოფილების მანიაკალურმა წერტილმა მოიცვა, ხელოვნების მსხვერპლი კი კარგა ხანი იყო რაც ზეციურ ხელოვნებას შერწყმოდა..
facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!