სულსა და ხორცს ცალცალკე განიცდიდა, წამწამებზე სათუთად მოალერსე კრისტალებს სულის სიმხურვალე ამღვრევდა და მთლად უფერმკრთალებდა ისედაც მარტის თოვლივით ქათქათა ლოყებს… ეს ისეთი ჩუმი იყო..და ისეთი მეტყველი, რომ სევდანარევ სიამოვნებას მგვრიდა. რაც უფრო უფერული და მღვრიე იყო მისი თვალები მით უფრო ნაზად სწვდებოდა ჩემს სულს და ნისლში ახვევდა..მისმა საქციელმა, მისმა სიტყვებმა ჩემი სული გამოფიტა, სისხლი საბოლოოდ დააშრო და მაინც მე..განვიცდიდი, მე უფრო მტკიოდა..მისმა ტკივილმა და სინანულმა საოცარი ძალით შთანთქა ჩემი სული და მეც მის წყვდიადში, გავხდი ამ განცდის მოზიარე..მიუხედავად მინდოდა მას განეცადა სინანული და ამერთხელ მასაც სტკენოდა, ახლაც ჩემი სული იქცა ფერფლად… იქ განცდილი არ იყო მხოლოდ სევდა, ეს იყო ტკივილისა და სიყვარულის საბოლოო გამარჯვება ჩვენზე..მივხვდი რომ განცდებიცა და გრძნობებიც უკვე სამუდამოდ ტოვებდა სხეულს.. სამუდამოდ..ვკვდებოდი?!..შეიძლება…
უკანასკნელი განცდა
facebook კომენტარები
