პოეზია

სიყვარულის ბალადა

მოდი,მომიჯექი გვერდით,

სიზმრებს მოგიყვები უხმოდ.

მერე თვალებიდან დენთი

ამოფეთქდება და ვუხმოთ

ერთად ცეცხლისმფრქვეველ რაშებს

ანდა გამომწყვდეულ ჯინებს.

იქნებ თვალზე ცრემლიც გაშრეს

იქნებ გამოგვიამინდდეს.

მოდი,დავითვალოთ ერთად

მთებზე გაწოლილი ნისლი

ღრუბლებს დავაბაროთ ღმერთთან

რომ სულ-მოუთქმელად ვიცდით

როდის გათენდება ღამე,

როდის დაღამდება დილა,

რომ კიარ გვაწუხებს რამე-

მხოლოდ

 ერთმანეთთი

გვტკივა…

და ვერ ვუმკლავდებით ყოფის

ჩამოქვეითებულ ხიბლებს

რომ თუმც ნებისყოფა გვყოფნის

მაინც ვერ ვახერხებთ იმდენს

გაშლილ ხელისგულზე ვეწვეთ

ორსულ დედამიწის ძარღვებს

ვთვლიდეთ ვარსკვლავებს და ბეჭზე

მეჭეჭს ვერ ვიტევდეთ, რამდენს!

თმებში იმ ვერცხლისფერ ძაფებს-

ასაკს გამოვაბათ კუდი,

მერე ფიფქს რომ ფიქრად დაფენს

გავხდეთ იმედების ქურდი

და სულ გუნდა-გუნდა ვზიდოთ

სახლში,ბუხრის პირას შიში

იქნებ გამოვიამინდოთ,

გამოვიზაფხულოთ ძილში.

გულზე ხელისგული გვედოს

მშვიდად,არ ვიცემდეთ მჯიღებს,

სხვა კი არაფერი,ღმერთო,

მხოლოდ ერთმანეთი გვჭირდეს.

… … … … … …

მოდი,მომიჯექი გვერდით,

ერთად გავითენოთ დილა…

მ.პაპიძე

უშენობა

გაყინული თითებივით შევაფარე ჯიბეებს

გუშინდელი იარები,

დღევანდელი დარდები.

უცხო ქალი შენს დაკოცნილ ბაგეებს შეიფერებს,

როცა არ დაგვიანდები

კარს შეაღებ ვარდებით.

გზები

გზები

ბილიკები თავს მოიყრის ღაწვებთან,

როცა პალტო თოვლაკრული მის კაბასთან დაწვება.

მოუხატავ სხეულს როცა წარმოსახვის ფუნჯებით

და ნერვებად გადიქცევა შენი ყველა უჯრედი.

როცა ქალი შეიფერებს მისთვის დამდგარ გაზაფხულს,

 აირეკლავს სარკე მაშინ შიშველ სხეულს დაზაფრულს.

გამიხსენებ…

მერე

მერე

უფრო გვიან,

უფრო უფრო იანვარს,

ბუხრის წინ რომ მის ტუჩებზე კოცნად დაცლი ფიალას,

მისი თმები გაშლილ მკერდზე ტალღად რომ დაგედება,

მხრები ლამაზ ასულების როცა დაგებედება.

გაგიხსენებ…

ვაი რომ ვერ დაგიჩემებ

ვაი რომ ვერ დაგიშლი,

ერთადერთი ჩემიანი რა უღმერთოდ გაგიშვი.

მ.პაპიძე

მომავალი

 ჩვენ არც კი ვიცით რა ხდება მომავალში და არც არასდროს გვეცოდინება რა დროს რა მოხდება ეს ყველაფერი ღმერთის ნებაზე დამოკიდებული,არ ვიცით თუ რა ნაბიჯს გადავდგავთ,არ ვიცით როდის რა მოგვევლინა როდის შეიცვლება ჩვენი ცხოვრება(იქნებ არასდრის)  ამ ყველაფრის მართვა ადამიანებსაც შეუძლიᲐთ მათი საქციელისთვის გამო…

კარგი მომავლისთვის ადამიანებს უწევთ დიდი შრომის გაწევა ამისთვის ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ მომავალი შეცვალონ და გაალამაზონ.😇💖