fbpx

სიყვარულის ბალადა

0

მოდი,მომიჯექი გვერდით,

სიზმრებს მოგიყვები უხმოდ.

მერე თვალებიდან დენთი

ამოფეთქდება და ვუხმოთ

ერთად ცეცხლისმფრქვეველ რაშებს

ანდა გამომწყვდეულ ჯინებს.

იქნებ თვალზე ცრემლიც გაშრეს

იქნებ გამოგვიამინდდეს.

მოდი,დავითვალოთ ერთად

მთებზე გაწოლილი ნისლი

ღრუბლებს დავაბაროთ ღმერთთან

რომ სულ-მოუთქმელად ვიცდით

როდის გათენდება ღამე,

როდის დაღამდება დილა,

რომ კიარ გვაწუხებს რამე-

მხოლოდ

 ერთმანეთთი

გვტკივა…

და ვერ ვუმკლავდებით ყოფის

ჩამოქვეითებულ ხიბლებს

რომ თუმც ნებისყოფა გვყოფნის

მაინც ვერ ვახერხებთ იმდენს

გაშლილ ხელისგულზე ვეწვეთ

ორსულ დედამიწის ძარღვებს

ვთვლიდეთ ვარსკვლავებს და ბეჭზე

მეჭეჭს ვერ ვიტევდეთ, რამდენს!

თმებში იმ ვერცხლისფერ ძაფებს-

ასაკს გამოვაბათ კუდი,

მერე ფიფქს რომ ფიქრად დაფენს

გავხდეთ იმედების ქურდი

და სულ გუნდა-გუნდა ვზიდოთ

სახლში,ბუხრის პირას შიში

იქნებ გამოვიამინდოთ,

გამოვიზაფხულოთ ძილში.

გულზე ხელისგული გვედოს

მშვიდად,არ ვიცემდეთ მჯიღებს,

სხვა კი არაფერი,ღმერთო,

მხოლოდ ერთმანეთი გვჭირდეს.

… … … … … …

მოდი,მომიჯექი გვერდით,

ერთად გავითენოთ დილა…

მ.პაპიძე

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!