fbpx

პოეზია

მე ქართველი ვარ!

მე ქართველი ვარ! -ამ სიტყვებით ვამბობ ყველაფერს!

მწამს, საქართველოს მიწაწყალი კვლავ გამთელდება.

ვფიცავ იმ გმირებს, ვინც სამშობლოს თავი შესწირა,

რომ ჩემი გული მტერს არასდროს არ დანებდება!
ვგრძნობ, უმოწყალოდ კვლავ მოგვადგა მტერი ვერაგი

და კვლავაც ცდილობს ბღუჯა მიწა გულზე მომგლიჯოს,

მე საქართველოს დასაცავად თავსაც გავწირავ

-თუ კი იკმარებს ჩემი გული? დაე, მომგლოჯონ!
მე აფხაზეთი არ მინახავს ისე ვტირივარ

და უმიწაწყლოდ დარჩენილენს ქედსაც მოვუხრი,

ჩემს საქართველოს ოდითგანვე მტერი ესია,

შენც არ მომიკვდე, ვერას გახდა ვერა მომხვდური!
ო, როგორ მტკივა თითო მეტრი, თითო მისხალი.

გაუსაძლისი ტკივილისგან სისხლიც მიშრება,

ჩემს საქართველოს რომ ვუყურებ მტრისგან დაჩაგრულს

ეს დაფლეთილი გული უფრო მეტად მიკვდება.
მე… დედა მქვია! ჩემს სამშობლოს ვაჟკაცს გავუზრდი

და იმედიანს მერე თუნდაც ტყვია მესროლონ,

ჩემს საქართველოს დასაცავად წამს არ შევკრთები,

უიარაღოს იარაღით თუნდაც მებრძოლონ.
არა! არ დავთმობ, ვფიცავ თამარს, ვფიცავ მაიას,

ვფიცავ ძმა-ბიჭებს, ვინც სამშობლოს თავი შესწირა.

მე ამაყი ვარ, რადგან აქ ვარ, ჩემს მიწა-წყალზე,

რადგან მარჯვენში საქართველოს დროშა მიჭირავს.

ლექსი ,,მამაჩემო”

ჩემს გულში ურჩმა ტკივილებმა დაიდეს ბინა,

მტოვებ და მხოლოდ ახლა ვხვდები ვინ ვარ უშენოდ,

ჩემს დაღლილ სხეულს ყველა სევდა გავხადო მინდა,

და სიმარტოე სართულებად ამოვუშენო.

სულაც არ მინდა,რომ ობოლი პოეტი მერქვას,

მიმატოვე და მიმატოვა მუზის ხმაურმაც,

ჩემს მაგიდაზე აწი ფურცლებს ვინ გადაქექავს,

ან ცივ ზამთარში ღამე საბანს ვინ დამახურავს?

მანგრევს ის ფაქტი,თავზე ხელს რომ ვერ გადამისვამ

და როგორც ადრე ვეღარ დაჩქმეტ ჩემს წითელ ლოყებს,

შენს ძველ პერანგებს ისევ ისე სიმორცხვით ვიცვამ,

თუმცა უშენოდ გულს ვერაფერს ვეღარ ვაყოლებ…

მინდა მოხვიდე მამაჩემო,მინდა მოხვიდე,

კარს ღიას ვტოვებ და დაკეტე რომ არ შემცივდეს..

გადამახურე შენი გულის თბილი საბანი.

ზეინაბ აკვაზბა

დედაენა

ჩემო დედაენავ,ჩემო სიბრძნის წყაროვ

ჩემო აღმაფრენავ,ჩემო საფიცარო

ჩემო სიამაყევ,იმედო და რწმენავ

ჩემო თვალისჩინო,ჩემო დედაენავ

დედასავით ტკბილო,დედასავით წმინდავ

გულში ჩახუტებულს,სულ გეფერო მინდა

ვფიცავ სისხლით ნაბან,ჩვენს მთასა და მდელოს

მტრისგან ნაიარევ,ლამაზ საქართველოს

გულში ამოვქარგავ,ყველა ასობგერას

ვუდარაჯებ მამულს,ჩვენს მშობლიურ ენას

ჩემი სურვილია სწავლა,მხოლოდ სწავლა

შენი ფრთებით ვიფრენ,სულ მაღლა და მაღლა.

                                                                 ა.ც