გაყინული თითებივით შევაფარე ჯიბეებს
გუშინდელი იარები,
დღევანდელი დარდები.
უცხო ქალი შენს დაკოცნილ ბაგეებს შეიფერებს,
როცა არ დაგვიანდები
კარს შეაღებ ვარდებით.
გზები
გზები
ბილიკები თავს მოიყრის ღაწვებთან,
როცა პალტო თოვლაკრული მის კაბასთან დაწვება.
მოუხატავ სხეულს როცა წარმოსახვის ფუნჯებით
და ნერვებად გადიქცევა შენი ყველა უჯრედი.
როცა ქალი შეიფერებს მისთვის დამდგარ გაზაფხულს,
აირეკლავს სარკე მაშინ შიშველ სხეულს დაზაფრულს.
გამიხსენებ…
მერე
მერე
უფრო გვიან,
უფრო უფრო იანვარს,
ბუხრის წინ რომ მის ტუჩებზე კოცნად დაცლი ფიალას,
მისი თმები გაშლილ მკერდზე ტალღად რომ დაგედება,
მხრები ლამაზ ასულების როცა დაგებედება.
გაგიხსენებ…
ვაი რომ ვერ დაგიჩემებ
ვაი რომ ვერ დაგიშლი,
ერთადერთი ჩემიანი რა უღმერთოდ გაგიშვი.
მ.პაპიძე