არავის ესმის შენი ” თუ კარგად არ გაგიცნობენ “
ზამთრის სუნია.და ოთახში სითბომ იმატა.ექსპონანტების შეხებისას უძველესი არომატის მაგიურ სურნელს რომ იგრძნობ, ისეთი სუნი სუფევს ჩვენს ოთახში.როდესაც სიცვე მატულობს და…
ზამთრის სუნია.და ოთახში სითბომ იმატა.ექსპონანტების შეხებისას უძველესი არომატის მაგიურ სურნელს რომ იგრძნობ, ისეთი სუნი სუფევს ჩვენს ოთახში.როდესაც სიცვე მატულობს და…

••• მახსოვს ის დღეები, როდესაც ყინულივით ცივი ვიყავი. ჩამოქცეული, როგორც ცა. მთელს სხეულში ცრემლის ნიაღვარი მიედინებოდა. იმ დროს ვსეირნობდი როდესაც წვიმდა, რადგან მაშინ ის ვიყავი ვინც…

წიგნი გამოვიღე საწოლიდან და აწერია,გალაკტიონ ტაბიძე.ვიფიქრე რამხელა სახელია,დედამისი ქართულის მასწავლებელი იქნებოდა-თქო,გადავშალე და პირველ გვერდს აწერია:,,ოლღას დედიკოსგან,ეს წიგნი მამაშენმა ომში წაიღო,ომიდან…

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა გრძნობებს აყოლილმა ნაადრევი გადაწყვეტილება მივიღე. თბილი მოგონებები არასდროს მქონია. სიმკაცრეს შეჩვეულმა მეც შევწყვიტე გრძნობების ფრქვევა. გულის…

მტკივნეული გრძნობაა, როცა ხვდები, რომ ის ვისაც შენი სუნიც კი უყვარდა და ვისაც მუდამ სჭირდებოდი სამუდამოდ წავიდა…დაგტოვა უამრავ მოგონებასთან ერთად…

-რა თბილი ხარ!-შეიცხადა ქალმა.-შენ კიდევ ცივი.-მიუგო კაცმა.-ხო, ამ ქვეყანაზე, მხოლოდ სხეულით ვარ. -შემიძლია გაგათბო.

გაგიჟებისკენ სავალი გზა გაკვალულია . ადამიანები , რომლებიც არ ლაპარაკობენ გიჟდებიან . ტკივილები მოდიან ხოლმე ღამით და ძიძგნიან სულს , როგორც…

მე და კედლები...! ხუთნი ვართ! ,,გამო’სავალი. “ მოძებნე! ,, გამო’სავალი” ბევრია, ,,გამო’სავალი” არსებობს! ექო!... გამო- სავალი, სავალი....სავალიი....იიიიიიიი ადამიანები ხომ ყველაზე გულწრფელები ღამით ვართ, სამსახურიდანდაბრუნებული, დაბანილი, უმაკიაჟო,წაშლილი სახე... გაწეწილი თმებიდან მიცოცავს წყლის წვეთები მხრებზე, იაფფასიანპიჟამაში შემოსილი, საზაფხულო თხელი ზეწრის ქვეშ ფეხის თითებსერთმანეთს ვუხახუნებ და ვხვდები როგორ მომწონს ფეხშიშველიყოფნა. თავისუფლების შეგრძნება თითოეულ უჯრედს სიამოვნებს. არავინ გიყურებს, არც მიმიკების დაყენება გიწევს, არც წელშიგამართვა, არც ყოველ წამს თმებზე შეხება და ხელით ჩამოსწორება, არც ლამაზად მოძრაობა, ფეხის ფეხზე ქალურად გადადება, არცბედნიერი სახის მიღება, არც თავაზიანი ღიმილი, თავდაჯერებულიმზერა. ის ხარ ვინც ხარ და ეს ყველაზე სასიამოვნოა. ყოველდღიურიადამიანური მოვალეობა მოხდილი ვწევარ და ვფიქრობ.... შეუძლებელია სამყარო ასე მარტივად იყოს მოწყობილი როგორც ჩანს. იბადები, იზრდები, ცხოვრობ (გააჩნია თუ გაგიმართლებს, ზოგიმხოლოდ სუნთქავს) ბერდები და კვდები. მორჩა. ოცნებები! რა ემართებათ მათ! სად მიდიან?! გქონიათ შემთხვევათქვენი ოცნება სხვას რომ აუხდა?! ხომ შეიძლება სადღაც შორსარსებობენ ჩვენი ოცნების შემსრულებელი ქმნილებები?! ჩვენვაგზავნით უმისამართოდ ოცნებებს, შემდეგ ეს ოცნებები განიხილებასადღაც, შემდეგ ამზადებენ და ისევ უკან აგზავნიან გამზადებულს დაფრთაშესხმულს! და ხშირად ადრესატები ერევათ . სასაცილოა არა?! ჩვენც ხომ ვუსრულებთ ადამიანებს ოცნებებს?! ოღონდზემოთხსენებული ქმნილებებისგან განსხვავებით ჩვენ ადამიანებშივცდებით. ადრესატი იგივეა მაგრამ თვითონ ადრესატი აღარაა იგივე! სიტყვები... რამხელა ძალა აქვს სიტყვას?! რამდენი შრომით და ოფლითნაშენების დანგრევა შეუძლია რამდენიმე ასოს, ერთად თავმოყრილსდა რამდენი ნანგრევის ერთ წამში აშენება?! მე.... მე მოვდიოდი და მომქონდა ბევრი სიტყვა შენთვის! ნაკუწ-ნაკუწნაშენები! მე მოვდიოდი... ყოველი კარის გაღებისას შენს თვალებსვეძებდი, ველოდი რას მეტყოდნენ! თვალები ხომ არასდროს ტყუიან?! ჩვენ ერთნი ვიყავით, მე ვახშამს ვამზადებდი და უთვალავჯერგეკითხებიდი გემრიელი იყო თუ არა, შენც დაუზარებლად მპასუხობდირომ უგემრიელესია, ჩვენ ოთახი ერთი გვქონდა, საწოლი ერთი, ზეწარიც ერთი, გრძნობებიც ერთი. სიბნელეში თითებით ვხაზავდი შენსზურგზე უფორმო ფიგურებს, გეხებოდი ისე თითქოს ბრაილის შრიფტითვკითხულობდი შენს გრძნობებს შენსავე სხეულზე, როგორც უსინათლო. როცა სიბნელეში ვიკარგებოდით შენი სხეული მკვეთრად ჩანდა. გიყურებდი და მეღიმებოდა. თვალებს ვხუჭავდი და ვცდილობდი შენიკანის სურნელის დამახსოვრებას. შენ ძალიან დაღლილი უმალგადაეშვებოდი ძილის უტოპიაში. მაცივრის უაზრო გრუხუნი, გარეთ ქარი, მტრედების ხმა ფანჯარასთან, რომელსაც ყოველ დილით შენი დატოვებული გამხმარი პურისნამცეცებით ვუმასპინძლდებოდი. ჩვენი ოთახი პატარა იყო და სულვფიქრობდი რომ ზედმეტად პატარა იმისთვის რომ ჩვენს ბარგთან, ავეჯთან, სხეულებთან ერთად, გრძნობებიც დატეულიყო. ბედნიერება... რატომ ჰგონიათ ადამიანებს ბედნიერება ჰორიზონტსმიღმა, რამე დიადი საგანი/ნივთი რომელსაც ფორმა, ზომა, ფერი, წონააქვს?! ყოველი გათენება ხომ სასწაულია?! ყოველთვის მაშინ ვიძინებ როცამზის პირველ სხივებს ვნახავ! ასე უფრო მშვიდად ვარ, ვიცი რომგათენდა და მომდევნო დღის დადგომასაც მოვესწარი. გამთენიისასუფრო ლამაზი ხარ. ნელა და ღრმად სუნთქავ. სახეზე გეფერები დამომწონს ეს სურათი, მაგრამ ჩემი ძილის დროა. ნაზად გაკოცებ დავგრძნობ როგორ ბნელდება, როგორ ვკარგავ ძალას, შენი სახიდან ჩემიხელი როგორ მოცურავს ნელა და წინააღმდეგობასაც ვერ ვუწევსაკუთარ თავს. მშვიდად ვიძინებ. კმაყოფილი ვარ! ღამე ძალიან კარგი დროა ფიქრისთვის. საკუთარ თავთანკამათისთვის, მეორე დღის დაგეგმისთვის. ხშირად ვფიქრობ ჩემსშეცდომებზე და საკუთარ თავს ისე ველაპარაკები როგორც უცხოს. ყველაზე ნაკლებად მინდა ვინმეს გული ვატკინო. ვცდილობ ჩემიშესაძლებლობები ავწონო და გავიგო რამდენად მაქვს ძალასხვებისთვის კარგი ვიყო, გამოსადეგი. მე ყოველთვის გისმენდი. მე ყოველთვის ვუსმენდი ყველას!…

მტკვრის სანაპიროს მივუყვებით, მდინარე მდორედ მიიზლანზება, კანალიზაციის სუნი დაჰყვება მდინარის ცივ დინებას, ხელები ჩავჭიდე, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს წავიდოდა და…

ხანდახან მარტოსულობა უფრო კარგია, ვიდრე ათასი ადამიანის გარშემო ყოფნა, რომლებმაც თანადგომა არ იციან. რომელბსაც მეგობრობა, მხოლოდ სიტყვა ჰგონიათ.
