ყველა ვერ’Თქმული სიტყვა

გაგიჟებისკენ სავალი გზა გაკვალულია  . ადამიანები , რომლებიც არ ლაპარაკობენ გიჟდებიან . 

ტკივილები მოდიან ხოლმე ღამით და ძიძგნიან სულს  , როგორც ლეშს დაწაფებული სვავი . 

დარდები მარგალიტებივით აეცმებიან ძაფზე , ერთმანეთის მიყოლებით , ყველაზე მსუბუქიდან ყველაზე მძიმემდე და ქმნიან სამკაულს .ეს უკანასკნელი ყელზე ისე გეწებება ხორცსაც კი იგლეჯ, მაგრამ ვერ იშორებ . 

ღამით იკარგები .. 

თითქოს უკიდეგანო ცარიელ , ბნელ ორმოში ჩავარდი , რომელსაც ბოლო არ უჩანს .

 ხელებს აცეცებ , რაღაც ხელმოსაჭიდი გჭირდება  . 

რაღაც იმედი , თანადგომა  , რომ დასასრული ახლოსაა , რომ გზა მტკივნეულია , ჭრილობებით სავსე , თუმცა გზის ბოლოს სიმშიდე გელის . 

მონატრებაც მოდის. 

გენატრება ვიღაც , სრულიად უცნობი და სრულიად ნაცნობი . 

 შორს და ამავავე დროს ახლოს მყოფი . მოუსმენელი ხმა , შეუხებელი თითები  . თვალები . 

გენატრება ყველა წერტილში ნაქექი , თუმცა ვერ ნაპოვნი საკუთარი თავი . 

გენატრება არ გამოწვდილი ხელები , არ დათმობილი ადგილი სხვის ცხოვრებაში . 

გენატრება ის  , ვისი სახელიც არ იცი , არც სული , არც ხორცი .. 

მენატრება ის , ყველაზე უცხო და ამავე დროს ყველაზე ნაცნობი.

ვერა ვარ და ვერა ვარ  . 

დღეს ჩვენს ადგილზე ვიყავი  . ადგილზე , სადაც დღეს მე , გუშინ კი შენ მარტოობას ებრძოდი . 

ადგილზე სადაც მრავალჯერ მქონია და მექნება უიარაღო , სულიერი , ტკივილითა და სევდით სავსე ბრძოლა საკუთარ თავთან . უგულშემატკივრო , უადამიანო და უქომაგო ბრძოლა . 

ვწერ არაფერი იცვლება , ვშლი არაფერი იცვლება , თუმცა თავს ვიმშვიდებ , რომ წერა უკვე ცვლილებას ნიშნავს .

ბოლომდე შენი მაინც არავის არ ესმის . 

ირგვლივ უამრავი  ნერვით , სევდით და ტკივილით სავსე სიგარეტის ნამწვავები ყრია  თეთრ ხელსაწმენდთან ერთად , რომელზეც მყოფი ცრემლები დილით ამომავალმა მზემ მოჰკლა და გააქრო . 

ისიც დაფლეთილია , როგორც ჩვენი სულები , რომლებშიც ტკივილი , მეტასტზებივით მტკივნეული , მრავალი და გაუკაფავია . 

ტკივილი , რომელიც შეუმსუბუქებელია , სამუდამო და უკურნებადია . 

გუშინ აქ ვიღაცას ძალიან უჭირდა .

როგორც მე ..

როგორც შენ …

როგორ ვცდებით ხოლმე ქუჩებში , წუთებში , დროში და უსასრულო სივრცეში ერთმანეთს . როგორ არ ემთხვევა ჩვენი გზები ბედის ძაფზე .

რომ გზად შემომხვდე

რომ გზად შემოგხვდე ..

როგორ ვერ მოვხვდით სწორ დროს , სწორ  გარემოში. 

კარგად ხარ ?!

facebook კომენტარები
Choose your Reaction!