ღვთის ძალა
მორწმუნე არა ვარო, ღმერთის კი მწამსო.- ეს რას ნიშნავსო?- ტაძარში არ დავდივარ, ჩემი ღმერთი მყავსო.- მხოლოდ შენიაო?- მხოლოდ ჩემიაო.- სხვისიც ხომ არისო?- სხვისი არ ვიციო.- ჩემი ღმერთი ყველასიაო.- მაინც ვისიაო?- საზღვრები არა აქვს, თუ ირწმუნებ, დაინახავო.გასაჭირში ნურავის მიატოვებ, მშიერს საკვები მიაწოდე, ღარიბს დახმარების ხელი გაუწოდე, გულიდან და თვალებიდან სიყვარული ანათე და ზიარების საიდუმლოს მონაწილე გახდიო.- ღმერთი ეს არისო?- ღმერთი ეს არისო. ტაძრის კარი შეაღე და ღმერთს ესაუბრეო. სახარებაწაიკითხე, 10 მცნება დაიცავი და სუფთა გზები ეძებეო.- რომ ვერ შევძლოო?- ეცადე და გამოგივაო.- რომ შემეშალისო?- უფალი მოწყალეა, მოინდომე და მადლით სავსე უზარმაზარ კარს გაგიღებსო.- კარგი ვცდიო.- მიდი, ეცადეო.- მეშინიაო.- არ შეგეშინდეს, პირჯვარი გადაისახეო.- კარგიო.წამოდგა, გავიდა, ორიდან ერთი ნაბიჯით უკან იხევდაო.მაინც მივიდა. წამოსვლა არ უნდოდა, სწორი ცხოვრების სწავლა დაიწყოო.- ჭეშმარიტება აქ არის, სასწაულია ყოველი დღე, დილაც და საღამოც, მზეც და წვიმაცო.ღმერთი ჩვენშიაო,ვიაროთ ტაძრებში, ვთესოთ სიკეთე, ნუ განვიკითხავთ, გვიყვარდეს და სიყვარულით გადავდგათ ნაბიჯებიო.როგორ შეიცვალაო, თითქოს ვერ ცნობდნენო.მადლობა ღვთის ნებასო.ბევრმა მიბაძაო.ნ.კუკულავა