– შესანიშნავია, არა? – უთხრა დაუვიწყარი ხედის შემყურე გოგონამ, კმაყოფილებით, რომ მთელი ეს დრო კლდეზე ამოსასვლელად ფუჭად არ დაუკარგავს – მართლაც რომ შესანიშნავი.. – უპასუხა გოგონაზე მიშტერებულმა ბიჭმა – ხედი ვიგულისხმე.. – თქვა გოგონამ ჩაცინებით, თმები შეისწორა და დაამატა – მგონი დროა მითხრა, აქ რას ვაკეთებთ, კონკრეტულად? – მენდობი? – კითხა ბიჭმა უეცრად და ხელები მჭიდროდ მოკიდა გოგონას მკლავებზე – რა თქმა უნდა – უპასუხა გოგონამ, არადა მის თავში პირველი პასუხი, რომელიც შინაგანმა ხმამ უთხრა იყო “შესაძლოა” – ну и зря (სულ ტყუილად) – უთხრა ბიჭმა და მთელი ძალით კრა გოგონას ხელი. გოგონამ დილის გამამხნევებელი ვარჯიშის მსგავსად დაიწყო ხელების ქნევა ჰაერში, უმისამართოთ, თუმცა წონასწორობის შენარჩუნება მაინც ვერ შეძლო და კლდიდან პირაღმა გადაეშვა..
ციცაბო კლდის თავზე ბიჭი შეამჩნია, რომელიც ხელს უქნევდა.. ესალმებოდა თუ ემშვიდობებოდა?! ვერ გაეგო გოგონას. ვარდნისას, გოგონას მიზნები და ოცნებები აჩრდილებად გამოესახნენ, რომლებიც ეკითხებოდნენ თუ რატომ ვერ მოიცალა მათთვის, მაშინ როცა ესტუმრნენ მას დიდი ხნის წინათ. გოგონამ გადაწყვიტა უკანასკნელ ჟამს მისი სანუკვარი ოცნება აეხდინა – ფრთები გაეშალა. თვალები დახუჭა ცდილობდა მთელი მისი შემორჩენილი ძალებით წარმოედგინა თუ როგორ წამოეზრდებოდა ფრთები ზურგზე და შეძლებდა გაფრენილიყო და მაშინ, როცა მის ამ ოცნებას ნათლად ხედავდა, გაახილა თვალები, ფართოდ გაშალა ხელები, მის ზურგზე ჯერაც არ წამოზრდილმა ფრთებმა გაარღვია წყლის ზედაპირი და გოგონამ წყალში ჩაყვინთა.. წამიერად გამოიღვიძა მასში ყოფილი წყალბურთელის ინსტინქტმა და წყლის ზედაპირზე ამოვიდა.. მაშინათვე კლდეს ახედა და ადგილი შეიცვალა, როცა მისი ბიჭი წყალში ჩამოხტა. მისი თავი არ ჰქონდა, ნაპირისკენ გაცურა და ზედ გაწვა..
ხმაურმა მოიყვანა გონს, ხმისკენ გაიხედა და მისი ბიჭი შერჩა ხელთ ორი კალათით – შემდეგში უბრალო, ჩვეულებრივ პიკნიკზე წაგიყვან.. გპირდები – ვითომც დიდი არაფერი მომხარაო უთხრა მომღიმარმა ბიჭმა – შემდეგში.. ზედმეტად ოპტიმისტი ხომ არ ხარ? – უთხრა გოგონამ ცივად და მისი გრძელი, ბუნებრივად შავი სველი თმები შეეცადა გაეწურა სველი წყლისაგან – ისევ, ბრაზობ! მეგონა მალევე გადაგივლიდა.. ყოველდღე ხომ არ ეშვები ასეთი მაღალი კლდიდან, ასე არ არის? – უთხრა ბიჭმა კმაყოფილის იერით. გოგონამ არაფერი უპასუხა, განა რა უნდა ეთქვა?! ჯერაც ვერ გარკვეულიყო რას გრძნობდა, ბრაზს თუ სინანულს.. ბრაზს, იმირომტომ ასეთი საშინელი რამ გადაიტანა თუ სინანულს, რადგან ისეთ ადამიანს მიენდო, რომელიც მსგავსი ქმედების ჩადენის უნარი ჰქონდა და არც კი ნანობდა მის საქციელს.
ბიჭი მოუახლოვდა და ტანსაცმელი მოუტანა – იმედი მაქვს შენი ზომაა, თუ არადა შეგიძლია ჩემი მოირგო – უთხრა თბილი ღიმილით, შემდგომ უკან დაბრუნდა, კალათთან და მზა პროდუქტების ამოლაგება დაიწყო. გოგონა მიშტერებოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, ისევ ბიჭმა დაარღვია სიჩუმე – გამოიცვალე, თორემ გაცივდები.. შემიძლია შევბრუნდე თუ თავს უფრო კომფორტულად იგრძნობ, თუმცა პირველად არ გიწევს ჩემს წინაშე გამოცვლა და თუ ახლა ისეთ რამეს ვნახავ, რაც აქამდე არ მინახავს, აი, ამ ფუნთუშას მთლიანად გადავყლაპავ.. თუნდაც დავიხრჩო – ბიჭმა მუჭისოდენა ფუნთუშა მოიმარჯვა და მომლოდინე მზერა მიაპყრო გოგონას. გოგონამ გადაწყვიტა ვალში არ დარჩენობა ბიჭს, თან გამოცვლას შეუდგა და თან უთხრა
-ყველა ჩემი შეყვარებულიდან , რომელიმეს მაინც რომ გამოეჩინა მსგავსი სითამამე, შესაძლოა არ მიმეტოვებინა კიდეც..
-ყველას.. მაინც რამდენი გყავდა?
-შენ ხომ ცნობილი ფეხბურთელი ხარ, გოგონებს ავტოგრაფებს მოშიშვლებულ მკერდზე უტოვებ, იმედია არ გაგიკვირდება თუ ჩემი პირველი არ აღმოჩნდები..
-ჰო, მაგრამ ყველა ნიშნავს ბევრს, ძალიან ბევრს
-რიცხვი გაინტერესებს?
-ჰო
-ოხ, ეს მამაკაცები, ყოველთვის გაინტერესებთ ის, რაც სინამდვილეში არ გინდათ რომ იცოდეთ – უთხრა ხასიათზე მოსულმა გოგონამ, ჯერ გაუღიმა და შემდგომ ხელიდან გამოაცალა ხორცეულის სენდვიჩი მის პირგაშეშებულ ბიჭს.
facebook კომენტარები