fbpx

ისტორია

ელფერი

                  ერთხელაც ხმაურიან დილას შევიტყვე ბედნიერების უხილავი ძალის მობრძნების შესახებ. ჩემგან კი მხოლოდ ტკბილი დახვედრისა და მომღიმარი სახის მეტს არარას ითხოვდა. ამბის შეტყობინების შემდეგ ჩნდება ეტაპები და ფაზათა გარდამავლობა. იყო აღქმა, იდეები და ბოლოს შინაგანი ხორცმეტი ბედნიერების უკუკავშირის მიღების სურვილი.

                  წვიმიან ზაფხულს მოლივლივე შხაპები ხელს უშლიან შეგრძნებათა მთელ კასკადს, რომელიც ზაფხულით სიამ-ტკბილობა ჰქვია, მაგრამ მიმზიდველი არა წვიმაა ცალკე ან ზაფხულის მცხუნვარე, გრადუსიანი მზე, არამედ ამ ორ მოვლენათა ტკბილხმიანობა.  კონტრასტუბის არსებობით გამოწვეულმა ხასიათის აღრევამ, გამიჩინა სულიერი კავშირი სიმშვიდისა, ნებივრობისა თუ იმთავითვე საუკუნო მოლოდინის ქონისა, რომელიც იმედიანობს ადამინთა შინაგან ხმაში.

                 მოლოდინი კვლავ მოლოდინს ელტვის, დროსთან ერთად ვერეკებით საკუთარ თავს, არასასურველი ადგილებისკენ, თუმც გუმანი სხვაგვარ სურვილებს და საქმეებს გვიქადდა. ასე გახშირებულმა ჟამიანობამ მომცეს უცნობი ხმების შეცნობისა თუ გაცნობის აშუალება, რომელიც აზრს იქით და კარს გარეთ კოტრიალობენ, ჩემში გასხივოსნებულ უკეთურ ველებს მანდობენ, მაგრამ როგორც არასდროს, სხვა გზით წასულს კვლავ ერთ ადგილს ჩავჩერებივარ. ჩიხმა გალავანი შემოარტყა ცხოვრების ერთჯერად და თითქოს აღმავალ პერიოდს ეპოქისას, საიდანაც ვიწყებ არსებობას და სიცოცხლის შესწავლას…

გააკეთე საკუთარი თავისგან ფრეში

თქვენი ყველაზე ღირებული ფინანსური აქტივი შემოსავლის გამომუშავების უნარია, ისეთ შედეგებზე უნდა გახვიდეთ, რაშიც ხალხი ფულს გადაიხდის” – ბრაიან თრეისი.

ჩვენ ვყიდით საკუთარ თავს უზარმაზარი კონკურენციებით სავსე ბაზარზე, 200; 300; 500; 1000 და მეტ ლარებად, ჩვენი კომპეტენციების შესაბამისად. ჩვენ ვართ პროდუქტი, რომელიც, მისი ხარისხიანობის მიხედვით, მეტად ან ნაკლებად მოთხოვნადია.რა არის მოთხოვნადი პროდუქტი?თვითგანვითარება – საკუთარ თავში სწორი ინვესტიციის განხორციელება და შედეგად, საუკეთესო პროდუქტის გამოყვანა, იმ პოტენციალის არსებობა, რომელიც, აუცილებლად, გაამართლებს თქვენზე დამყარებულ მოლოდინებს.

რომელი პროდუქტი ხარ შენ? აირჩიე და მისგან მაქსიმალური, უდანაკარგო სარგო მიიღე.

მე ლიმონი ვარ. 

საინტერესოა, რა მსგავსებაა ადამიანსა და ლიმონს შორის?!ორივეს გამოწურვა შეიძლება.თუ ლიმონს ხელს ოდნავ მოვუჭერთ, მისგან ნაკლებ სარგებელს მივიღებთ, ხოლო, თუ ხელს მაგრად მოვუჭერთ, სარგებლის რაოდენობაც იმატებს. ეს არის მონდომება და ძალისხმევა, რომელსაც გაიმეტებთ ან არ გაიმეტებთ საკუთარი თავისთვის. არჩევანი თქვენი უფლებაა.ვინც ხართ ან არ ხართ დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, გუშინ მიღებული თქვენი სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილების შედეგია.ვინც იქნებით ან არ იქნებით ხვალ, ეს იქნება დღეს მიღებული გადაწყვეტილება. თქვენი მონდომების დონე განსაზღვრავს, გახდეთ კონკურენტუნარიანი პროდუქტი ბაზარზე.თუ იგრძნობთ რომ მეტად მოთხოვნადი პროდუქტიდან ნაკლებ მოთხოვნადი პროდუქტების თაროზე გადაინაცვლეთ, მტკივნეული პროცესია, ესე იგი, ვადა გაგდით და სასწრაფო ცვლილებების დროა. გადახედეთ, განაახლეთ, გაიუმჯობესეთ, გამოიმუშავეთ ახალი უნარები და ვარგისიანობის ვადა გაზარდეთ.თვითგანვითარება ქრონიკული პროცესია, რომლის შეწყვეტისთანავე კარგავ სასარგებლო თვისებებს, როგორც მეორედ გაცხელებულ კერძში ნიახური.გაყინულ ყავის მარცვლებს ემსგავსებით, რომელიც გამომშრალი და გამოფიტულია.დამჭკნარი მწვანილი და ახალი მწვანილი ორივე მწვანილია.რატომ არ ვიყიდი დამჭკნარ მწვანილს? იმიტომ, რომ მისგან არანაირი სარგებლის მიღება არ შემეძლება.ადამიანის შემთხვევაშიც ყველაფერი იგივე პრინციპით ხდება. პროდუქტიულსა და არაპროდუქტიულ ადამიანს შორის მხოლოდ ერთი მსგავსებაა, ორივე ადამიანია, თავისი გაკეთებული სხვადასხვა არჩევანით.

გამოწურე საკუთარი თავი გემრიელი ფრეშისთვის..

ჩემი ოთახი

ამ მოძრავ სამყაროში, სადაც, გამუდმებით მოქმედებაში არიან, დარბიან და გარბიან დროები, ამინდები, ადამიანები, განწყობები, იმედები.. ერთი პატარა ოთახი მაქვს, რომლის ზღურბლს მიღმაც, კარის მოხურვისთანავე, ვჩერდები. ისე, უბრალოდ, ამოსასუნთქად, წყლის დასალევად. საკუთარ თავებში და სივრცეშიც, ალბათ, ყველა ჩვენებურად ვალაგებთ სამყაროს. ჩემი სივრცე ყოველდღე სხვადასხვაფერია, განწყობებს მოაქვთ ფერთა პალიტრა.ზოგჯერ მწვანეა, ზოგჯერ – მუქი მწვანე, ხან თეთრი, ხანაც – მოთეთრო. დამჭკნარი იისფერიც ყოფილა, უსიცოცხლო თვალებისფერიც – ცოტა გაცრეცილი. ამ კონკრეტულ საათში ღვინისფერია, ცოტა ამღვრეული, მარტის რომელიმე დღის მსგავსად და მოწითალო, როგორც, შორეული ცა ქარის მოლოდინში.ჰოდა, მოვხუროთ კარი და გავაგრძელოთ.შევეჯახოთ მარტოობას და აქვე იცოდე, ნუ შეგეშინდება. სწორედ, მარტოობაში დავმეგობრდით მე და ჩემი თავი და საინტერესო თავგადასავალიც ჩვენად ვაქციეთ.ჰო, შემოვედით და მიმოიხედეთ, რას აღარ ნახავთ აქ.ოცნებებს – ისეთებს, ახდენის წყურვილით რომ კვდებიან და ისეთებსაც, ჯერ თავსაც რომ ვერ ვუმხელ მათ არსებობას ჩემში. არ უღალატოთ თქვენს ოცნებებს, მაგრამ, იქნებ, ზოგ ოცნებას ოცნებად დარჩენაც უხდება?!მიზნებს – უკვე დასახულს და სადღეგრძელოშესმულებსაც. ჯერ კიდევ, მომლოდინეებსაც.ფიქრებს – უკვე მოძველებულ, გახუნებულ და ახლადდაბადებულებსაც.წარმატებებს და წარუმატებლობებს – მთელი თავისი სიბზინვარით და ნებისმიერ შემთხვევაში, მათი არსებობის აუცილებლობით.საინტერესო გადაწყვეტილებებს – დიდხანს და საერთოდ არნაფიქრებს.მოლოდინებს – გამართლებულებსაც დააა..  საბოლოოდ, მოლოდინის არქონა უკეთესი გამოსავალია-ხოლმე, რათა, ზუსტი სისრულით შეიგრძნო მოცემულობა.შიშებს – ძირითადად, გადალახვადებს, თუმცა, კარგ მეტოქეებს. თეორიულად ასჯერ კისერმოგრეხილებს. გათვიცნობიერებულებს და სასარგებლოებს. მაგრამ, გაუთვიცნობიერებულებს და არაფრისმომტანებსაც…და რა ჰქვია თქვენს შიშებს? იქნებ, დრო, ან იქნებ, უდროობა? იქნებ, სიბნელე.. იქნებ, თავად ხართ შიში თქვენი თავისთვისაც და სხვისთვისაც?ერთი სიტყვით, ჩემი წარმოსახვითი უსუსური ბრძოლებია ირეალურობასთან. მერყევი რწმენით ვერაფერს გავხდებით, უნდა შევამაგროთ და საგულდაგულოდ მოვაპირკეთოთ. ხომ გითხარით, თეორიულად კისერსვუგრეხ-მეთქი?!კიდევ..განცდებს – იშვიათებს..გრძნობებს – ძლიერებს და ასწლიანებს. განელებულებსაც, როგორც შუაღამის ბუხარში მთვლემარე ნაკვერჩხალი..ამბებს – დაუჯერებელ, გაუგონარ, არა-ჩვეულებრივ ამბებს..წარმოდგენებს – ყოველდღე ნაშენებს. დასანანს დასამსხვრევად.დაპირებებს – საკუთარი თავისთვის მიცემულს. კარგია, თუ მსგავს პრაქტიკას მისდევთ, ამ დროს მთელი ძალისხმევით ვცდილობთ, არ შევცვალოთ ერთი რეალობა მეორეთი..დღიურებს – ცნობიერი არსებობიდან დღემდე მოღწეულებს..ჰაერში, ჯერ კიდევ, უდროოდ დამდგარი სევდის, კარს მომდგარი იანვრის, ცოტა Andante-ს, გაცივებული ყავის, გუშინდელი ახალი წლის, ბედნიერების, სიყვარულის ტკბილ/ცხარე და სიხარულის ცრემლების მლაშე სურნელი ტრიალებს..

ასეთია ჩემი ოთახის ამბავი.