გააკეთე საკუთარი თავისგან ფრეში

0

თქვენი ყველაზე ღირებული ფინანსური აქტივი შემოსავლის გამომუშავების უნარია, ისეთ შედეგებზე უნდა გახვიდეთ, რაშიც ხალხი ფულს გადაიხდის” – ბრაიან თრეისი.

ჩვენ ვყიდით საკუთარ თავს უზარმაზარი კონკურენციებით სავსე ბაზარზე, 200; 300; 500; 1000 და მეტ ლარებად, ჩვენი კომპეტენციების შესაბამისად. ჩვენ ვართ პროდუქტი, რომელიც, მისი ხარისხიანობის მიხედვით, მეტად ან ნაკლებად მოთხოვნადია.რა არის მოთხოვნადი პროდუქტი?თვითგანვითარება – საკუთარ თავში სწორი ინვესტიციის განხორციელება და შედეგად, საუკეთესო პროდუქტის გამოყვანა, იმ პოტენციალის არსებობა, რომელიც, აუცილებლად, გაამართლებს თქვენზე დამყარებულ მოლოდინებს.

რომელი პროდუქტი ხარ შენ? აირჩიე და მისგან მაქსიმალური, უდანაკარგო სარგო მიიღე.

მე ლიმონი ვარ. 

საინტერესოა, რა მსგავსებაა ადამიანსა და ლიმონს შორის?!ორივეს გამოწურვა შეიძლება.თუ ლიმონს ხელს ოდნავ მოვუჭერთ, მისგან ნაკლებ სარგებელს მივიღებთ, ხოლო, თუ ხელს მაგრად მოვუჭერთ, სარგებლის რაოდენობაც იმატებს. ეს არის მონდომება და ძალისხმევა, რომელსაც გაიმეტებთ ან არ გაიმეტებთ საკუთარი თავისთვის. არჩევანი თქვენი უფლებაა.ვინც ხართ ან არ ხართ დღეს, მხოლოდ და მხოლოდ, გუშინ მიღებული თქვენი სწორი თუ არასწორი გადაწყვეტილების შედეგია.ვინც იქნებით ან არ იქნებით ხვალ, ეს იქნება დღეს მიღებული გადაწყვეტილება. თქვენი მონდომების დონე განსაზღვრავს, გახდეთ კონკურენტუნარიანი პროდუქტი ბაზარზე.თუ იგრძნობთ რომ მეტად მოთხოვნადი პროდუქტიდან ნაკლებ მოთხოვნადი პროდუქტების თაროზე გადაინაცვლეთ, მტკივნეული პროცესია, ესე იგი, ვადა გაგდით და სასწრაფო ცვლილებების დროა. გადახედეთ, განაახლეთ, გაიუმჯობესეთ, გამოიმუშავეთ ახალი უნარები და ვარგისიანობის ვადა გაზარდეთ.თვითგანვითარება ქრონიკული პროცესია, რომლის შეწყვეტისთანავე კარგავ სასარგებლო თვისებებს, როგორც მეორედ გაცხელებულ კერძში ნიახური.გაყინულ ყავის მარცვლებს ემსგავსებით, რომელიც გამომშრალი და გამოფიტულია.დამჭკნარი მწვანილი და ახალი მწვანილი ორივე მწვანილია.რატომ არ ვიყიდი დამჭკნარ მწვანილს? იმიტომ, რომ მისგან არანაირი სარგებლის მიღება არ შემეძლება.ადამიანის შემთხვევაშიც ყველაფერი იგივე პრინციპით ხდება. პროდუქტიულსა და არაპროდუქტიულ ადამიანს შორის მხოლოდ ერთი მსგავსებაა, ორივე ადამიანია, თავისი გაკეთებული სხვადასხვა არჩევანით.

გამოწურე საკუთარი თავი გემრიელი ფრეშისთვის..

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!