მიყვარხარ

0

x x x
და დაე მოგონებად დარჩეს

შენი ხელები..

თითები

ხმა..

ლავიწები..
x x x
პიტნის სუნი ტრიალებს ოთახში..

ყველაფერი უშენობით ივსება..

ცივა..

დეკემბერი შემოგვეპარა..

ჩვენი სახლის კარიც დაკეტილია..

თბილი დღეები გვტოვებენ..

ჩამოთოვამდე..

ახალ წლამდე..

ახალ ემოციებამდე

მოდი და გვირილების სუნიც დააბრუნე..

(სტკივა გვირილას ფურცლებს რომ აცლიან)

ფირზე შენი ხმა ჩავწერე..

ძილის წინ ვრთავ

და

სიჩუმეს ბარიტონი არღვევს..

(მერე რა რომ შორს ხარ)

შენ აქ ხარ..

ჩემთან..

არასდროს მინდა ვიგრძნო

რომ მტოვებ..

ტოვებ ჩვენს ქალაქს..

ჩემი გონებიდან..

ჩვენი სახლიდან..

ჩემს მიერ შეგრძნებული მუსიკიდან მიდიხარ..

(მემილიონედ დაგიტოვე აკორდად)

მინდა მოხვიდე

და

გვირილის ფურცლის გარეშე

დამიმტკიცო რომ რჩები..

რომ შეიძლება ჩემი

გადარჩენა..

არ გადამეჩვიო..

არ გაქრე..

და

თუ წახვედი

ან მე წავედი

გამოყევი ფიფქებს ყოველ ზამთარს..

ან დაბრუნდი თოვლამდე..

მხოლოდ შენი თითები გაათბობს გაყინულ სხეულს..

სუნთქვა-სახლს..
x x x
პიტნის სუნიც გაქრა სახლიდან..

ვეღარც ფირზე ჩაწერილი შენი ხმა ვიპოვე..

ზამთარია..

არ თოვს..

ყოველ დილით ფარდებს ვწევ

იმ იმედით რომ ფიფქებად მოხვალ..

(უკვე ყველა იმედი გაქრა)

მე..

ფერებგამქრალმა

პიტნა გვირილის ჩაით ჩავანაცვლე..

შენი თითები ცხელი ყავით

და

უშენობაც შემომესწავლა..
x x x
თოვს..

ამ გაცრეცილ დედამიწას

შენი ნაბიჯები აკლია..

არც ცა აღარ არის ისეთი ლურჯი როგორიც ადრე..

ჩვენი სახლიც აღარ არსებობს..

მე..

მტვრიანი ქალაქის უაივნო სახლის ფანჯარაზე ვზივარ

და სიჩუმეს ვეწევი..

უშენობას ყუთში ვდებ..

ვწვავ..

ვიცინი

და

თეთრხალათიანებიც ბრუნდებიან..

შენი სახე მახსოვს ფრაგმენტებად..

ხმა-ნაწყვეტებად..

ვყვირი..

თეთრხალათიანები

ცდილობენ გამთიშონ და

უშენობა წამართვან..

ნიკოტინით..

მენთოლიანით

ყარს ოთახი..
x x x
ჩაკეტილ ოთახში

დეკემბრის სუნი აღწევს..

ტალღების ხმა ისმის..

ფანჯრის იქით

ზღვა მიცდის..

გვირილები მელოდებიან..

შენ მელოდები..

(კარზე კაკუნია..

თეთრხალათიანები ყვირიან..

ერთი ნაბიჯით წინ ვარ ყოველთვის)

ვასწრებ..

ვაღებ ფანჯარას და..
სიბნელე..
x x x
ხმა..

ლავიწები..

შენი თითები..

ვერმოტანილი გვირილები..

ჩემი ლავიწები..

შენი აკორდები..

ჩემი მომენტები..

და დაე დარჩეს..

დარჩეს მოგონებად..
x x x
მერე რა..

ვერ გადამარჩინეს..

ვერ მოასწრეს..

შენც აღარ დაბრუნდი..

წლებია აღარ მოუთოვია..
x x x
შემოდეკემბერდა..

აცივდა..

ბეღურებიც აღარ არიან..
x x x
ნეტავ აქ იყო

აი აქ

და

მეხუტებოდე..

ირგვლივ სრული

სიჩუმეა..

აგონია აღარ..

აპათია მეფობს..
x x x
მიყვარხარ!

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!
stats-arrow little-delete trophy-icon block-from-chat weather-refresh-icon popup-left-arrow popup-right-arrow register-icon login-icon three-dots-icon small-pin-icon small-calendar-icon services-manage-icon share-post-icon like-post-icon dropdown-arrow-icon accordion-open-icon comments-post-icon accordion-close-icon play-icon remove-playlist-icon save-playlist-icon share-icon heart-icon magnifying-glass-icon cupcake-icon weather-icon star-icon headphones-icon block-from-chat-icon add-to-conversation-icon speech-balloon-icon add-a-place-icon Chat Messages check-icon plus-icon albums-icon photos-icon day-calendar-icon week-calendar-icon month-calendar-icon checked-calendar-icon multimedia-icon settings-v2-icon close-icon logout-icon settings-icon blog-icon status-icon happy-sticker-icon happy-face-icon computer-icon manage-widgets-icon badge-icon newsfeed-icon camera-icon stats-icon calendar-icon happy-faces-icon thunder-icon menu-icon Groups-Icon User-Icon Read-Icon Unread-Icon Friendships-Requests-Icon Invitations---Send-Invites-Icon Edit-Icon Pin-Icon Project-Icon Account-Icon Addresses-Icon Billing-Details-Icon Checkout-Icon Downloads-Icon Orders-Icon Payment-Methods-Icon Track-Icon Shop-Bag-Icon Sound-Icon 217 bytes - 53.73% saving