fbpx

ისტორია

ფილოსოფია და ვალდებულება

ფილოსოფოსი ვალდებულია არ სწამდეს (ღმერთის,რწმენის) რადგან თუ არსებობს რაიმეს საწყისი და   მიმდევარი ხდება ის უკვე რელიგიონისტია რომელიც ქმნის შეხედულებებს გამომდინარეობიდან რაც ქმნის გარკვეულ სისწორეს ქრონოლოგიასა და დაყრდნობილ ჭეშმარიტ აზრს ამ დროს შეიძლება ითქვას რომ ფილოსოფოსი არის მისი მკითხველისა თუ მსმენელის მისიონერი,მისიონერი ჩუმი არაიმპულსური მარტივგაგებადი კონკრეტულ მოვლენებზე აზრის მატარებელი,ფილოსოფია კი უფუნდამენტობისგან უნდა მოდიოდეს მას არუნდა გააჩნდეს საზღვრები არ უნდა ქმნიდეს გარკვეულ ღუზებს რომელიც ხელჩასაჭიდი იქნება უნდა მიდიოდეს პლიუსში და  მინუსშიც მისი ძიებანი არ უნდა იყოს კონკრეტული და აბსოლიტური არ უნდა ჰქონდეს ღერძი რომლის გარშემოც ტრიალებს თუნდ არც ქმნიდეს კონკრეტულთან კავშირს მაგრამ თუ  იგი შეხვდება ღმერთს მზად უნდა იყოს ბოდიშის მოსახდელად რომელიც არა პირფერული არამედ მისი ნჭვრეტიდან გამომდინარეობს ამავდროულად  არის უფლება მოსილი და სულიერი ამოძახილიც ამის გარეშე ფილოსოფია შეუძლებელია

დრო♾️

     დრო მიდის.. თითოეული ახლანდელი წამი მაშინვე მოგონებად, წარსულად იქცევა ისე,რომ ვერც კი ვამჩნევთ.. აწმყო წამია, რომელიც წამის მეასედებში იცვლება. წარსულიც წამია, ოღონდ უკვე გავლილი. ხოლო, მომავალი ჯერ ჩვენამდე არ მოსული წამია, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდება და თანდათან წარსულის წიაღში ექცევა..

     დრო ისე სწრაფად გადის ვერც კი ვამჩნევთ. ვერ ვიაზრებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი,რაოდენ ღირებულია ჩვენთვის თითოეული წამი.

     სამწუხაროდ, დროის ღირებულებას მას შემდეგ ვამჩნევთ,რაც ხელიდან გამოგვეცლება და მოგონების სახით დაიკავებს ადგილს ჩვენს გონებაში..

     არადა, თითოეული წამი რაღაც ამოუცნობებით,სიუპრიზებითაა სავსე. რაღაცით, რითაც საბოლოოდ ვივსებით,ვიფერებით სხვადასხვა ფერად და ვხდებით ისეთები, როგორებიც დღეს, ამ წამს, ვართ. ჩვენი ასეთად ყოფნა, როგორებიც ახლა ვართ, დამსახურებულია იმ თითოეული წამის, რომლებიც გამოვიარეთ აქამდე მოსასვლელად..

     წამი.. ასეთი პატარა და აღუწერელი ძალის მატარებელი. თითქოს არაფერი,მაგრამ ყველაფერი..

     და ისევ ვრწმუნდები,რომ თითოეული უმნიშვნელო წვრილმანი, თავისი უმნიშვნელობით მნიშვნელოვანია..

————–

anouki.d

ზმუკო

24

”ოჰ, რო…ცა”_ ოვალისფერ მზეს გაჰყვა თოლია ჩემი გემით, რომელიც იქ მიიყვანს,  სადაც მთვარე ჩემს მუსიკაზე ცეკვავს… მე მოვედი!  გაიმართნენ ფიქრები, აშრიალდნენ ზღვები და მდუმარეში ვიძირები… თეთრ ნაუტილუსზე ვხვდები.  კაპიტანს ეფერება ოცილილი(ოცილილი=ახალგაზრდა ენეგიული მდედრი საშუალო სიმაღლის, რომელსაც შეძლებული  მამრები იზიდავს ასაკის მიუხედავად), ოღონდ ივლისის პაპანაქებაში რომ  ”გათოვს”  ისე. მე ვდგავარ ფხიზლად დაჭიმული გონების ადამიანი და ვემზადები გამრუდებისთვის. მაგრად ათოვთ… მე კი უკვე გვირილების ჩრდილში  ვწევარ და კაპიტანი მესალმება, თან მეკითხება: დღეს რას დაგვიკრავთ  ინდვიოდივო ?  თოლიების პოლკას, კაპიტანო ზმუკო _იყო ჩემი პასუხი. ოცილილიების შემდეგ   ხელოვნება უყვარს ზმუკოს. ყველაზე მეტად, გამორჩეულად ავლენს თავს  მუსიკასა და პოეზიაში.  აი მაგალითად თავის თავს მიუძღვნა: ”აღტკინებული მუზების მწველი, მოდის მოღელავს ზმუკიტო ვრცელი”(ზმუკიტო, როგორც ოცილილი ეძახის_ მხოლოდ ის , ის ”ერთადერთები”).  კაპიტანს ცეკვაც უყვარს ოცილილიებთან ყველა პოზაში, მაგრამ  რაც ფეხი გადაუბრუნდა  სინარნარის დროს,  ენერგია მოაკლდა და  მეტრი და რიტმიც არეული აქვს, სულ largo – lento_ს მეძახის.  მსუბუქი და განგრძობადი  ხასიათის ზმუკოს მხოლოდ ოცი წლის ოცილილიები მოსწონს, მათთან მზრუნველი და მოსიყვარულეა.  ”ახალი და სუფთა ხორცი” ურჩევნია თავისტოლა მარადმწვანე დეკეულებს,  ბუნებით კი ვეგეტარიანელია! მისი საყვარელი საჭმელი არის_ კატაპიტნას წვნიანი ნახევრად მოხარშული კარტოფილით, რომელსაც საგანგებოდ ხარშავს დილის ექვსი საათიდან ნელ ცეცსხლზე,  მზის პირველი თამამი სხივის გამოჩენამდე. ზუსატად ამ დროს მუზების მწველი ბოლომდე იწვება. როგორც თავად ამბობს: ეს არის ჟამი ”პოეთრიისა” და ნახეთ, თუ მართლაც როგორ ”თრიისა” :        

 გაბზეკილ ტრაკებს თამამად ვეტრფი,                                      

  ტუჩებ პრუწიას სახეს ვარიდებ,                                                     ოცილილების გემო და ეშხი,                                                    

 მსხლის კენწეროზე აყვავდა ნესვი.                                            

 ძუძუ კო-კობრნი ჩრდილში მოექცა,                                                                        

  ტანით  მიღელვებს თმიანს გესლიანს,                                            

   რა უნაყოფო უდაბნოდ  ექცა,                                                                         ვნება, რომელიც შემორჩენია.

  შემოგეხევა ნორჩი პეპელა,                                                   გადმორწეულხარ ფესვების მჭიდით,                              

 მოგაგონდება პოზა და რიტმი,                                                             კლავიშზე უკრავს ინდვიოდივი…

   და ამ დროს იხსნი ელვას ქვევიდან,                            

 გამოსჭვივიან ქრიზანთემები,                                                                   როგორც ველურ მხეცს შიმშილის გემი,                                                   ლევიათანი შეგეგებება…

ყვითელ ფოთლებში დაიდებ ბინას                                                               და ხვლიკის კუდით ზემოდან გირტყამს.