”ოჰ, რო…ცა”_ ოვალისფერ მზეს გაჰყვა თოლია ჩემი გემით, რომელიც იქ მიიყვანს, სადაც მთვარე ჩემს მუსიკაზე ცეკვავს… მე მოვედი! გაიმართნენ ფიქრები, აშრიალდნენ ზღვები და მდუმარეში ვიძირები… თეთრ ნაუტილუსზე ვხვდები. კაპიტანს ეფერება ოცილილი(ოცილილი=ახალგაზრდა ენეგიული მდედრი საშუალო სიმაღლის, რომელსაც შეძლებული მამრები იზიდავს ასაკის მიუხედავად), ოღონდ ივლისის პაპანაქებაში რომ ”გათოვს” ისე. მე ვდგავარ ფხიზლად დაჭიმული გონების ადამიანი და ვემზადები გამრუდებისთვის. მაგრად ათოვთ… მე კი უკვე გვირილების ჩრდილში ვწევარ და კაპიტანი მესალმება, თან მეკითხება: დღეს რას დაგვიკრავთ ინდვიოდივო ? თოლიების პოლკას, კაპიტანო ზმუკო _იყო ჩემი პასუხი. ოცილილიების შემდეგ ხელოვნება უყვარს ზმუკოს. ყველაზე მეტად, გამორჩეულად ავლენს თავს მუსიკასა და პოეზიაში. აი მაგალითად თავის თავს მიუძღვნა: ”აღტკინებული მუზების მწველი, მოდის მოღელავს ზმუკიტო ვრცელი”(ზმუკიტო, როგორც ოცილილი ეძახის_ მხოლოდ ის , ის ”ერთადერთები”). კაპიტანს ცეკვაც უყვარს ოცილილიებთან ყველა პოზაში, მაგრამ რაც ფეხი გადაუბრუნდა სინარნარის დროს, ენერგია მოაკლდა და მეტრი და რიტმიც არეული აქვს, სულ largo – lento_ს მეძახის. მსუბუქი და განგრძობადი ხასიათის ზმუკოს მხოლოდ ოცი წლის ოცილილიები მოსწონს, მათთან მზრუნველი და მოსიყვარულეა. ”ახალი და სუფთა ხორცი” ურჩევნია თავისტოლა მარადმწვანე დეკეულებს, ბუნებით კი ვეგეტარიანელია! მისი საყვარელი საჭმელი არის_ კატაპიტნას წვნიანი ნახევრად მოხარშული კარტოფილით, რომელსაც საგანგებოდ ხარშავს დილის ექვსი საათიდან ნელ ცეცსხლზე, მზის პირველი თამამი სხივის გამოჩენამდე. ზუსატად ამ დროს მუზების მწველი ბოლომდე იწვება. როგორც თავად ამბობს: ეს არის ჟამი ”პოეთრიისა” და ნახეთ, თუ მართლაც როგორ ”თრიისა” :
გაბზეკილ ტრაკებს თამამად ვეტრფი,
ტუჩებ პრუწიას სახეს ვარიდებ, ოცილილების გემო და ეშხი,
მსხლის კენწეროზე აყვავდა ნესვი.
ძუძუ კო-კობრნი ჩრდილში მოექცა,
ტანით მიღელვებს თმიანს გესლიანს,
რა უნაყოფო უდაბნოდ ექცა, ვნება, რომელიც შემორჩენია.
შემოგეხევა ნორჩი პეპელა, გადმორწეულხარ ფესვების მჭიდით,
მოგაგონდება პოზა და რიტმი, კლავიშზე უკრავს ინდვიოდივი…
და ამ დროს იხსნი ელვას ქვევიდან,
გამოსჭვივიან ქრიზანთემები, როგორც ველურ მხეცს შიმშილის გემი, ლევიათანი შეგეგებება…
ყვითელ ფოთლებში დაიდებ ბინას და ხვლიკის კუდით ზემოდან გირტყამს.