fbpx

ისტორია

ძილისპირზე მორბენალი – ნაწილი I

 

  ნაწილი I

უსიცოცხლოდ ვგდივარ ხის დამპალ მაგიდაზე, ჩემი მზერა მაღალი ჭერისკენაა  მიმართული. ადგომის თავი არ მაქვს, არაფრის თავი არ მაქვს, უბრალოდ ვგდივარ და უბრალოდ ვბოდავ:კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ; კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ; კომბლებს ვთლი და ჭერში ვაწყობ;  ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავთ? აბა, კბილები დაკრიჭეთ!  ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავთ? აბა, კბილები დაკრიჭეთ! კობლე რა კაცია? კომბლე ის კაცია, კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხობს. არა მართლა რა კაცია კომბლე? მისი სიცოცხლის  არსი ამ უტვინო ცხვრების მარადიული დევნაა?

 

ხის საათიდან გუგულმა ხმაურიანად გამოყო თავი და 9 საათის შესრულება მაცნობა. სახეზე ხელები ავიფარე და ამოვიოხრე. ახლა უნდა ავდგე და  ცხვრების სადგომი შევამოწმო. უნდა ავდგე მიუხედავად იმისა, რომ არ მინდა ადგომა. უნდა ავდგე, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი – იქ ცხვრები არ დამხვდებიან.ჰოი, საოცრებავ! სადგომში ცხვრები არ დამხვდნენ. ღმეთო ჩემო, ალბათ გზა აებნათ საწყლებს… უნდა ვიჩქარო! – ყალბი პათასით ამოვთქვი და ნელა, ჯოჯოხეთურად ნელა დავიძარი ჭერისკენ.კომბალი უკვე მხარზე მაქვს შემოგდებული და უღრანი ტყისაგან მივჩანჩაჩალებ. გზად შაქრო მხვდება.-ისევ  ცხვრები ხომ არ დაკარგე, ეგ სამგლეები, ჰა? – სიცილით მეკითხება შაქრო.მინდა ვუთხრა,  გაიარე რა, ჩემო ძმაო, სანამ დაგიშვი კომბალი. მაგრამ  ვპასუხობ ისე, როგორც ყოველთვის: ჰო, შაქრო, იმ სამგლეებს ვეძებ. შემთხვევით ხომ არ დაგინახავს?შაქრო მპასუხობს, რომ არ დაუნახავს ჩემი ცხვრები და მეც ვაგრძელებ გზას. შაქროს ყოველდღე ვხედავ, მაგრამ მას საერთოდ არ ვიცნობ. ყოველდღე ერთი და იგივე ადგილზე მხვდება და ყოველდრე  ერთი და იგივეს ვლაპარაკობთ. მგონი მას მხოლოდ ეს ფუნქცია აქვს – მკითხოს ჩემს სამგლე ცხვრებს ხომ არ ვეძებ.

 

დიდ მუხისგან სამ ნაბიჯზე ვარ. წესით ახლა უნდა წამოვიდეს კოკისპირული წვიმა. ასეც ხდება. ეს სტაბილური სამყაროა. აქ ყოველდღე ის ხდება, რაც მოხდა გუშინ.  მთელი მარადისობაა აქ ვარ და არასდროს არ მომხდარა გაუთვალისწინებელი რამ.ზუსტად ვიცი, რომ ჩემი ცხვრები მგელმა შესანსლა. მაგრამ მაინც მელიიდან და დათვიდან უნდა დავიწყო.  მე მათ ვკითხავ ცხვრები ხომ არ უნახავთ, ისინი მიპასუხებენ – არა შენმამზემ. მე მივუგებ – აბა კბილები დაკრიჭე და მას შემდეგ, რაც ისინი დაკრიჭავენ კბილებს, ჩემთვის უნდა აღვნიშნო გონებაში, რომ  ჩიჩია არ ჰქონდათ კბილებში. ჩიჩია, ჩიჩია, ეშმაკმა დალახვროს ჩიჩია!წვიმას უმატებს, ცა გადმოიქცევაზეა. სრულიად გალუმპული ვდგავარ მუხის წინ.  წვიმა ავსებს ჩემს არსებას სიბრაზით, სასოწარკვეთით, დაღლილობით, მრისხანებით.გრძნობამორეული მხრიდან ვიღებ კომბალს და გამეტებით ვურტყამ მუხის ხეს. ვურტყამ და თან  ვყვირი: ჩიჩიაააა, ჩიჩიააა, ჩიჩიააა, ჩიჩია შენი დედაც!ძალაგამოცვლილი ვეცემი ნაბეგვი მუხის ფესვებთან და ვტირი. ვტირი ჩემს გულისამრევად პროგნოზირებად და მოსაწყენ ცხოვრებაზე. შემდეგ კომბალს ვუყურებ გაშტერებით, თითქოს მის მოლიპლიპე ზედაპირზე რაიმე განსაკუთრებულს ვხედავდე. კომბლის ყურება მბეზრდება და რაც ძალი და ღონე მაქვს თავში ვირტყამ. პირველ დარყმას ჩემი სიცილი მოყვა. მერე მეორეჯერაც დავირტყი, მერე მესამედაც. სიცილმა იმატა და ისტერიკაში გადაიზარდა.ესეც მომბეზრდა და კომბალი სადღაც შორს მოვისროლე. ვეგდე ტალახში და თანდათან ვაანალიზებდი, რომ ეს დღე რაღაც განსხვავებული იყო. ადრე არასოდეს მიტირია, ადრე არასოდეს მიცემია მუხა, ადრე არასოდეს მოვპყობივარ ჩემს კომბალს ასე უდიერად.

ძლივს წამოვდექი და  მერე კარგა ხანს ვეძებდი კომბალს. აი, ისიც ბუჩქებში ყოფილა. ავიღე, სახესთან ახლოს მივიტანე და ვუთხარი, მაპატიე. კიდევ ერთხელ ვთხოვე პატიება და ვნებიანად ვაკოზე.  ისე ვაკოცე, როგორც მხოლოდ ვენესუელურ საპნის ოპერებში კოცნიან ხოლმე. ოღონდ,  თუ ღმერთი გწამთ,  არ მკითხოთ საიდან ვიცი ვენესუელური სერიალები. მერე კიდევ ვაკოცე, მერე კიდევ და კიდევ ვაკოცე. ვნებისგან აფორიაქებულმა კომბალი მიწაზე  დავაგდე და უსწრაფესად დავიწყე ტანსაცმლის გაძრობა.  ნახევრად შიშველმა კომბლისკენ დავიხარე. ისე კოკისპირულად წვიმდა. თავიდან ბოლომდე, მთელი სხეული, ყოველი მილიმეტრი ნაზად დავუკოცნე კომბალს. უკვე შარვალიც გავიხადე, კომბალი ბრუტალურად გადმოვატრიალე  და მთავარზე ვაპირებდი გადასვლას, როცა მელია გამოჩნდა.-აქ რა ხდება? – დაიწიკვინა გაოგნებულმა მელიამ.-არაფერი, ჩემს კომბალს ვწმენდდი.-შიშველი? თან ენით?-ხო, რა გაიკვირვე! და საერთოდ აქ მე ვსვამ კითხევბს!– სერიოზული გადახრები გაქვს, შენმა მზემ… – ჩაისისინა  მელიამ-ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავს?-არა შენმა მზ…- დამთავრება არ ვაცალე მელიას.-ხო, ხო ვიცი არა შენმა მზემ, კბილებშიც არ გაქვს ჩიჩია. მოკლედ, გაირე, მოკურცხლე აქედან.-ეჰ,შენ მართლა გარეკე.საუბრით დაღლილმა კომბალი მოვუღერე  მელიას და ისიც სწრაფად  გაიძურწა.

ასი მეტრი არ მქონდა გავლილი, როცა წინ მურა დათვი ამეტუზა.  არაფერი განსაკუტრებული და მოსაყოლი: ჩემი ცხვრები ხომ არ გინახავს, არა შენმამმზემ, აბა კბლები დაკრიჭე, ჰმ, არ აქვს ჩიჩია…ბოლოს როგორც იქნა მგლამდეც მივაღწია. მოვლენები ნაცნობი სცენარით წარიმართა აქაც. არ მინახავს შენმა მზემ, კბილები დაკრიჭე, კბილებში ჩიჩია გაქვს, შე ბოზო! დაჰკარ,დაჰკარ,დაჰკარ დაჰკარ.  მერე მუცელი გავუჭერი და ეს იდიოტი ცხვრები უვნებლად ამოვიყვანე. ამდენი ხანია ამას ვაკეთებ  და მაინც სულ მაწუხებს ის ფაქტი, რომ თუ მგელს კბილებში ჩიჩია აქვს, უვნებლად როგორ ამომყავს ეს ოხერი ცხვრები?!

სახლში მივედი. ცვხრები დავაბინავე. ისინი მიამიტი და საყვარელი თვალებით მიყურებენ, თითქოს ვუყვარვარ, თითქოს ხვალ ისევ არ დაიკარგებიან და მე ისევ არ მომიწევს მათ დასაბრუნებლად წასვლა. თავი ბერძნული მითის გმირი მგონია, რომელიც გაუთავებლად, მარადიულად აკეთებს ერთი და იგივე რაღაცას.  და კიდევ, თუ ღმერთი გწამთ, არ მკითხოთ საიდან ვიცი ბერძნული მითების შესახებ.

სახლში შესული სისხლიან კომბალს იატაკზე  ვაგდებ. სანთელს ვანთებ და  ფაჯარაში ვიხედები. გარეთ ისევ წვიმს და შაქროც ისევ იქ დგას, სადაც უნდა იდგეს. მე მელოდება, მელოდება რომ ხვალ ის უაზრო ფრაზა მითხრას ჩემს სამგლე ცხვრებზე.ისევ დამპალ ხის მაგიდაზე ვწვები  და ისევ ჭერში ვიხედები. ჭერი ესაა ათასი კომბლის ქვეყანა.  შუაღამეს კიდევ ერთი ახალი კომბალი შეემატება თანამოძმეებს. ვერ გამიგია რაში მჭირდება ამდენი კომბალი, მაგრამ რომ არ გამოვთალო უბრალოდ არ შემიძლია…ვწევარ და ვფიქრობ ხვალინდელ დღეზე. ხვალინდელ დღეზე ფიქრი ყველაზე სევდიანი ფიქრია სამყაროში. მახსენდება არამზადა ცხვრების მიამიტი, სიყვარულით აღსავსე თვალები და აქამდე უჩველო მრისხანება მიპყრობს.

კომბალს ვავლებ ხელს და სადგომისკენ გავრბივარ. კარებს ვაღებ.  ცხვრები ისევ მიამიტი, საყვარელი თვალებით მიყურებენ. მე ვუღიმი, თან კომბალს ვათამაშებ ხელში. ისინიც მიღიმიან, მეც ვუღიმი. მერე ერთად ამბობენ: კობლე ის კაცია, კომბლებს თლის, ჭერში აწყობს, ვინც ჩვენ შეგვჭამს, თავში ჩასცხებს.  მე ჰაეროვნად ვამბობ- არა, კობლე ეგ კაცი არაა  და  თან გამეტებით ვიქნევ კომბალს. თავში ვურტყამდი ცხვრებს და თან ვყვიროდი: აი, ასეთი კაცია კომბლე, აი ასეთი კაცია კომბლე! მანამ არ გავჩერდი სანამ მათი თავები მაწყვის იოგურტს არ დავამსგავსე. ღმერთო ჩემო, რა ტვინი წაიღეთ?! საიდან ვიცი მაწყვის იოგურის შესახებ არაა თქვენი საქმე!

სისხლში ამოგანგლული სახლში დავბრუნდი. სისხლიანი ტანსაცმელი გავიხადე და ბუხარში შევყარე. დოქიდან ღვინოს ვყლურწავდი, როცა კარზე  კაკუნი გაისმა. დოქი ხელიდან გამივარდა –  არასდროს არავის არ დაუკაკუნებია ჩემს კარზე. აკანკალებული, აღელვებული ვუახლოვდებოდი კარს,  ისიც კი დამავიწყდა, რომ შიშველი ვიყავი.

იხილე ნაწილი II…

ძილისპირზე მორბენალი – ნაწილი II

ნაწილი II

კარი  გავაღე და ხელთ შავებში გამოწყობილი შუახნის მამაკაცი შემრჩა.  ცილინდრისებური შავი ქუდი მოიხადა და სასქესო ორგანოზე მომადო.-მიიფარე! – მკაცრი ტონით მითხრა მან.მეც მორჩილად შევასრულე მისი ბრძანება.სახლში შემოვიდა, ოთახი მოათვალიერა. შემდეგ შავი ხელჯოხი მაგრად დაჰკრა იატაკს და მრისხანედ გამოსცრა კბილებში – უნდა დავილაპარაკოთ!-ვინ ხარ  და რაზე უნდა ვილაპარაკოთ? – აკანკალებულამა ვთქვი მე.– ვინ ვარ? ბატონო კობმლე, მე არ ვაპირებ ამაზე გიპასუხოთ. და რომც ვაპირებდე, თქვენ მაინც ვერ გაიგებდით მე ვინ ვარ. რაც შეეხება საუბრის თემას, ის შეეხება თქვენს ბოლო დროინდელ აბსოლუტურად მიუღებელ ყოფაქცევას. – გესლიანად  თქვა შავოსანმა.-თქვენ საიდან იცით, რა მითვალთვალებთ? რა თქვენი საქმეა მე რას ვიზამ?-ეს სწორედაც რომ ჩემი საქმეა. ბატონო კომბლე, თქვენ ბავშვები გკითხულობენ! ზღაპრისთვის მიუღებელია ასეთი დამახინჯებული მორალი! ჯერ კომბალთან გქონდათ ინტიმური ურთიერთობა, იყენებდით ბავშვებისთვის მიუღებელ ლექსიკას და ბოლოს იქამდეც დახვედით, რომ საკუთარი ცხვრებიც კი დახოცეთ.-რა ბავშვები, რა ზღაპარი?- ამიხსენით რა ხდება.– ჰაჰ, ბატონო კომბლე, მომიტევეთ… აქედან უნდა დამეწყო. ეს ყველაფერი, ეს სამყარო ზღაპარია. თქვენ კი ზღაპრის პერსონაჟი ხართ. ამიტომ აკეთებთ ყოველდღე ერთი და იგივეს. ამ ზღაპარს ბაშვბები კითხულობენ.  უნდა გესმოდეთ, რომ როგორც თქვენ იქცევით ზღაპარში, იმის მიხედვით იცვლება ტექსტი წიგნში. თქვენ არ გაქვთ თავნეობის უფლება!ილოცეთ, რომ დღეს არავინ წაიკითხოს თქვენი ზღაპარი. ხვალ კი როგორც წესია ისე  მოიქცევი. არანაირი ისტერიკა, არანაირი გარყვნილება! ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ბავშვებიც კიდევ ერთხელ წაიკითხავენ თავიანთ საყვარელ ზღაპარს.– ზღაპარში ვარ? მე ზღაპრის პერსონაჟი ვარ?-დიახ.-მთელი ცხოვრება სულ ერთნაირად ვიქცეოდი, რატომ იყო ეს დღე განსხვავებული?-ზუსტი პასუხი მეც არ მაქვს. ეს უნიკალრი შემთხვევაა. არსებობს ვარაუდი, რომ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობდით. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა. – თქვა შავოსამა.– ხვალაც ასე მოვიქცევი, ხვალაც მოვკლავ ცხვრებს! – ვთქვი და ცილინდრისებური ქუდი, რომლითაც სასქესო ორგანოს ვიფარავდი მაგიდაზე დავაგდე.-თქვენ ალბათ არ გესმით, ბატონო კომბლე… არ შეიძლება, დაუშვებელია ზღაპარი ამ ფორმით დარჩეს! ბავშვებმა ეს არ უნდა წაიკითხონ! – ხმაში აღელვება შეეტყო შავოსანს.– მე შემიძლია ზღაპარის ძველი ვერსია აღვადგინო, ოღონდ სამაგიეროდ თქვენც უნდა დამეხმაროთ.-ჰმ, რას ითხოვ?-თავისუფლებას! გამანთავისუფლეთ ამ  ზღაპრის ტყვეობიდან!– ბატონო კომბლე, თქვენ არ გესმით. თქვენ ზღაპრის პერსონაჟი ხართ. თქვენ ვერასოდეს დატოვებთ ზღაპრების სამყაროს.– ხვალ უფრო სასტიკად მოვკლავ ცხვრებს!-კარგით, კარგით! არის ერთი ვარიანტი. თქვენ ვერ დატოვებთ ზღაპრების სამყაროს, ეს შეუძლებელია. მაგრამ მე შემიძლია თქვენ სხვა ზღაპარში გადაგიყვანოთ.-სხვა ზღაპარში?-ხო სხვა ზღაპარში, სხვა სამყაროში, სხვა ამბავში…-რომელ ზღაპარში გადამიყვან?-არის ვარიანტი. ერთი კარგი ფრანგული ზღაპარია, წესით უნდა მოგეწონოთ.-ოღონდ აქაურობას მოვშორდე და…

ხის საათიდან გუგული გამოხტა და მაცნობა, რომ 9 საათი შესრულდა. მე ცხვრების სადგომისკენ წავედი. ისინი იქ არ დამხვდნენ. ღმერთო ჩემო, ალათ დაიკარგნენ-მეთქი. კომბალი შემოვიგდე მხარზე და გზას გავუდექი. შაქრო შემხვდა ისევ იგივე მკითხა, მეც ისევ იგივ ვუპასუხე. უკანასკნელად ველაპარაკებოდი შაქროს. რაღაცნაირად გული ამიჩუყდა, თავს გაუფრთხილდი-მეთქი დავუბარე. უცნაურად მიყურებდა შაქრო, არ ელოდა ამას ჩემგენ…მელია, დათვი, მგელი, შენმამზემ, კბილები, ჩიჩია – ყველაფერი ძველებურად. მომღიმარი და ბედნიერი ცხვრები სადგომში დავაბინავე. სახლში შევედი, სანთელი ავანთე, შაქროს გავხედე წვიმაში მდგომარეს. ფეხებზეც გავიძრე და დამპალ მაგიდაზე წამოვწექი. მზერა ჩვეულად ჭერს მივაპყრე.ვგრძნობდი როგორ მეძინებოდა, როგორ მეხუჭებოდა თვალები, როგორ იპარებოდა ცნობიერება.

გონს რომ მოვედი ქოხში ვიწექი. ქამარზე პატარა ნაჯახი მეკიდა, უფრო მოზრდილი ნაჯახი კი საწოლზე იყო მიყუდებული. ქოხიდან გამოსულმა,  კოცონი დავინახე. იქ ერთი ჩემნაირად ჩაცმული მხარბეჭიანი კაცი იდგა. კოცონზე შემოდებულ ქვაბში რაღაც იხარშებოდა.ჩემს დანახვაზე დაიყვირა: ფღანსუააა! და  ხელით მანიშნა მოდიო. მორცხვად მივედი, კურდღლის ჩაქაფული შევჭამეთ.

ტყეში მივიკვლევდით გზას, ხეებს ვჭრიდით და ვეზიდებოდით. მეტყევე ვყოფილვარ, ჩინებულია! მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ძველ სამუშაოს ყველაფერი მერჩივნა.

მოსაღამოვდა, ისევ ხის მორებს ვეზიდებოდით. მაგრამ უცერად  გოგონას კივილის ხმა მოგვესმა. ეს სხმა პაწია სახლიდან გამოდიოდა, რომელიც ხეებში იყო ჩამალული.  ნაჯახები ვიშიშვლეთ და სახლის კარი შევანგრიეთ. შიგ მოხუცი ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი მგელი არ დაგხვდა?!  მუცელი კი საეჭვოდ ჰქოდა გამობერილი. იქიდან კი ადამიანების ხმები ისმოდა. ყველაფერი ნათელი იყო. ნაჯახები მოვიმარჯვეთ, მგელი კუთხეში მივიმწყვდიეთ და მოვკალით. მუცელი გავუფატრეთ და იქიდან ბებია-შვილიშვილი უვნებლად ამოვიყვანეთ. მგლის სისხლში და კუჭის წვენში ამოგანგლული საყვარელი გოგონა მაშინვე გაგვეცნო – მე წითელქუდა მქვიაო. ეს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, ვერ მოვასწარი გააზრება. მაგრამ მერე ყველაფერს მივხდი, ყველაფერს! სწრაფად გამოვვარდი ქოხიდან და ბუჩქებამდე არ მისულმა ვარწყიე.არამზადა, გარეწარი, მატყუარა. როგორ გამაცურა?!  აქაც მგელი, აქაც მუცლის გაფატვრა, აქაც უვნებლად ამოყვანა!  კეთილი იყოს ჩემი ფეხი ახალ ციხეში!  წყეულიმც იყავ შავოსანო! მაგრამ არ დავნებდები! მაინც ვიბრძოლებ!

-ძილის დროა, ხვალ გავაგრძელოთ.-დე, გთხოვ ბოლომდე წამიკითხე! მა, უთხარი რა რამე!-წაუკითხე შენ რაღა დაგემართა? განა შეიძლება ასეთ დროს გაჩერება? – ღიმილით თქვა მამამ.-კეთილი, თქვენ გაიმარჯვეთ. –  გააგრძელა კითხვა დედამ:

– ბებია, რატომ გაქვთ ასეთი დიდი კბილები?– იმიტომ, რომ კარგად გადაგსანსლო, შვილო!წითელქუდამ ხმის ამოღებაც ვერ მოასწრო, რომ ბოროტი მგელი მივარდა და ფეხსაცმელებიან-წითელქუდიანად გადაყლაპა.მაგრამ, საბედნიეროდ, ამ დროს სახლთან მეტყევეებმა ჩაიარეს, მხრებზე ნაჯახები გაედოთ. ხმაური რომ გაიგეს, სახლში შეცვივდნენ და მგელი მოკლეს. შემდეგ მუცელი გაუჭრეს და იქიდან უვნებლად ამოიყვანეს ბებია და წითელქუდა.  სისაძაგლეში ამოგანგლული საყვარელი წითელქუდა მადლობის თქმას აპირებდა, როცა ერთ-ერთმა მეტყევემ პირში ღრმად გასთხარ…-რას ბოდავ?- განცვიფრდა მამა.-გეფიცები, აქ ასე წერია…-მილიონჯერ მაქვს წაკითხული, შენ მასწავლი რა წერია!? – წიგნი გამოგლიჯა ხელიდან და დაჟინებით დააცქერდა.-დედა, დედა რა გასთხარა მეტყევემ წითელქუდას? რა გასთხარაა?-დაიძინე! ახლავე დაიძინე!

ცხოვრების აზრი – ბედნიერება?

რას წარმოადგენს, თითოეული ჩვენთაგანისათვის ცხოვრების აზრი? მარადიულად რიტორიკული კითხვა, რომელზეც პირდაპირი და სწორხაზოვანი პასუხი არავის აქვს.

მოდით ახლა დავფიქრდეთ და გავიაზროთ თუ რას ნიშნავს ეს ფრაზა თითოეული ჩვენგანისათვის? ან როგორ აღიქმება მისი მნიშვნელობა?

როდესაც, ადამიანი იბადება ამბობენ, რომ მას “შუბლზე აწერია” მისი განსავლელი ცხოვრების გზა და ბედი. მაშ, ამ შემთხვევაში ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან? თუ, ყოველი წუთი და მომენტი გაწერილია “ზემოდან”, რაღა ყოფილა მაშინ ჩვენი ცხოვრების აზრი? რაღა აზრი ექნებოდა, ყოველ საღამოს, ძილის წინ  მომავალზე ფიქრს თუ ისედაც განსაზღვრულია თუ, როგორ წარიმართება მომავალი დღე, კვირა, თვე ან თუნდაც მთელი სიცოცხლე. უცნაურად არ მოგჩვენებიათ, რომ იქ “ზევით”, ვინც განაგებს მთელ სამყაროს, მან, ვინც შექმნა ასეთი გამაოგნებელი გარემო, ბუნება, ფერწერული პეიზაჟები, იქნებოდა ასეთი ბანალური და ერთფეროვანი?  ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ როგორ ფიქრობთ, “მისი” შვილების ასეთი ერთფეროვნების ყურება, “მისთვის” მოსაბეზრებელი არ იქნებოდა?

თუ, “მან” მოგვცა აზროვნებისა და სიტუაციის ლოგიკურად შეფასების უნარი, რა მიზნით გააკეთებდა იგი ამას, თუ მაინც სცენარის მიხედვით უნდა ეცხოვრა ყველა ცოცხალ არსებას, უფრო კონკრეტულად კი ადამიანს, რადგან აზროვნების უნარი მთელს დედამიწაზე მხოლოდ. ადამიანს აქვს და არა რომელიმე სხვა ცოცხალ ორგანიზმს.

ლოგიკის ყველა კანონის დაცვით თუ ვიმსჯელებთ,  თუ “მან” ეს გვიბოძა, რა თქმა უნდა იმის შესაძლებლობასაც გვაძლევს, რომ თავად განვსაზღვროდ თუ, რომელი გზით ვიაროთ. ცხოვრების ყველა ეტაპებზე კი, მიღებული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე გავიკვალოთ გზა მომდევნო პუნქტამდე. სადაც, შემდგომი გადამწყვეტი მომენტი გველოდება. ვფიქრობ, სწორად გადმოგეცით, კავშირი ჩვენს აზროვნებასა და არჩეული მიმართულებების შესახებ.

ახლა კი, რაც შეეხება ცხოვრების აზრს. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს რეალობისა და გარემოს საღად აღქმის უნარი. ასევე ამასთან ერთად, თითოეულ ადამიანს გააჩნია პირადი მიზნები, სურვილები და ოცნებები, რისკენაც ქვეცნობიერად იღწვის ყველა ჩვენთაგანი, სხვადასხვა გზითა თუ ხერხით. აი ამ  მიზნების, სურვილებისა და ოცნებების ერთობლიობას, წარმოადგენს კონკრეტული ადამიანის ცხოვრების აზრი. განსაზღვრება იმისა, რომ ეს ტერმინი ცალკე მდგომი თეორიაა, მცდარია. ზუსტად ამ კომპონენტებისაგან ყალიბდება იგი  და თითოეული პიროვნებაც მისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ცდილობს, რომ მიყვეს ამ “გეგმას”.

თუმცა, მაშინ, როდესაც ბავშვობის ლაღი წლების შემდგომ, ცხოვრების უღელს უერთდებიან ადამიანები.  საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს იმ ზღვრის გავლება, თუ სად იწყება რეალური მიზნები და მთავრდება ოცნების სამყარო. თუ, ერთნი ამას მარტივად აკეთებენ, მეორენი დიდი ძალისხმევის შედეგად ებმებიან ცხოვრების ფერხულში, ზოგი კი საერთოდ ვერ უწყობს ფეხს ამ ფერხულს და მუდმივად გვერდზე მიმავალი აჩრდილივით მიჰყვება მას – უმიზნოდ.

ამ ადამიანთა განსაზღვრება, შეგვიძლია კატეგორიებად დავყოთ. სადაც პირველ კატეგორიაში, გაერთიანდებიან ის ადამიანები, რომელთათვისაც მარტივია ცხოვრებისეულ უღელში ჩაბმა. ყოველი მომდევნო ნაბიჯი კი, პირადი მიზნისაკენ თუ გადალახული წინაღობის შემდგომ –  გამარჯვებაა, რაც  ბედნიერებაა მათთვის. რაც შეეხება, მეორე კატეგორიას, რომელიც უფრო ძნელად უერთდება ამ რიგებს. მათთვის, ყოველი მომდევნო ნაბიჯი თუ წინაღობის გადალახვა უფრო მეტი, ბედნიერების მომტანია. რადგან, რაც მეტ ძალისხმევას დებ ამა თუ იმ საქმეში წარმატებაც მეტად ფასობს შინაგანად. (თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა წარმატებას, რაღაც დოზით  მოსდევს წარუმატებლობაც, რადგან მის გარეშე წარმატებასაც ფასი ეკარგება).

ადამიანების ბოლო კატეგორია, კი ასოცირდება ისეთ მდგომარეობასთან, რასაც ე.წ უფსკრულის კიდესთან აღმოჩენის შეგრძნება ეწოდება. როდესაც მეორე მხარეს გახედვისას, ნელნელა არჩევ ბუნდოვან, წვრილი ბეწვის ხიდს, რომელზეც უნდა გაიარო. ვინაიდან ამ ადამიანებს არ ამოძრავებთ არანაირი მიზანი, ოცნება და ამ სამყაროში, მიყვებიან მხოლოდ დინებას. მათთვის კონკრეტული ხიდი, შიშის მომგვრელიცა და ამავდროულად სულ ერთიც, რადგან ადამიანი რომელიც არაფერს ესწრაფვის, რა მოხდება შემდეგ, დიდად არ არის დაინტერესებული. 

ადამიანთა მოდგმისათვის, ცხოვრების ერთადერთი მიზანიცა და დანიშნულებაც არის – ბედნიერება.                                                                           

არისტოტელე

თუმცა,  ამ ხიდზე გადასვლისას უნდა გახსოვდეთ ერთადერთი მთავარი რამ! ყველა სიმძიმე, რაც კი თქვენს სულს აწვება, უნდა დატოვოთ გზის დასაწყისში ან დროულად ჩამოიხსნათ ხიდზე გასვლისას, რადგან მას შეუძლია დაგაკარგვინოთ წონასწორობა და აღმოჩნდეთ უფსკრულის უკიდეგანო ხახაში, საიდანაც უკან ამოძრომა თითქმის შეუძლებლად მოგეჩვენებათ.

ყველაფერი შესაძელებელია, შეუძლებელს უბრალოდ სჭირდება მეტი დრო!!!

საბოლოო ჯამში, მინდა გითხრათ, რომ ადამიანს წონასწორობის შენარჩუნების ძალასა და მოტივაციას აძლევს შინაგანი ბედნიერების შეგრძნება. რასაც იწვევს. ნაკლები ნეგატიური ემოცია და  ყოველი გადალახული წინაღობის შემდგომი წარმატება. რომელნიც, გვაახლოვებს ჩვენს მიზნებთან. უმჯობესია, ადამიანი ცდილობდეს შეინახოს მეტი პოზიტივი, რათა, თავადაც კარგად იგრძნოს თავი და ასევე გაუნაწილოს ეს სხივი სხვებს.

დამეთანხმებით ალბათ, რომ გაფუჭებული საქმის გამოსწორება, უფრო ძნელია, ვიდრე წინასწარ აწონილ-დაწონილი გადაწყვეტილების გასიგრძეგანება. ამიტომ. ყველა მოვლენა, ასე თუ ისე, უნდა მივიღოთ როგორც, ცხოვრებისეული გაკვეთილი, გამოვიტანოთ აზრი და განვაგრძოთ ჩვენი ბეწვის ხიდი. რადგან, როდესაც იგი დასრულდება.  უკან მობრუნების საშუალება აღარ გვექნება, რათა გამოვასწოროთ ესა თუ ის მომენტი და უბრალოდ გული დაგვწყდება, ყველა იმ სურვილსა თუ ოცნებაზე, რომელიც ვერ განვახორციელეთ. არა იმიტომ რომ ეს შეუძლებლად მიგვაჩნდა. არამედ, იმიტომ, რომ ზედმეტმა ნეგატიურმა ემოციამ წარმოქმნა შიში მისი შეუძლებლობოსადმი და დაგვახევინა უკან….

მეტი პოზიტივი არის – ბედნიერების საწინდარი, ამიტომ ნუ მოიკლებთ ამ უკანასკნელს, ცხოვრება ხომ ისედაც ასე ხანმოკლეა!!!