fbpx
0

     დრო მიდის.. თითოეული ახლანდელი წამი მაშინვე მოგონებად, წარსულად იქცევა ისე,რომ ვერც კი ვამჩნევთ.. აწმყო წამია, რომელიც წამის მეასედებში იცვლება. წარსულიც წამია, ოღონდ უკვე გავლილი. ხოლო, მომავალი ჯერ ჩვენამდე არ მოსული წამია, რომელიც ნელ-ნელა გვიახლოვდება და თანდათან წარსულის წიაღში ექცევა..

     დრო ისე სწრაფად გადის ვერც კი ვამჩნევთ. ვერ ვიაზრებთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანი,რაოდენ ღირებულია ჩვენთვის თითოეული წამი.

     სამწუხაროდ, დროის ღირებულებას მას შემდეგ ვამჩნევთ,რაც ხელიდან გამოგვეცლება და მოგონების სახით დაიკავებს ადგილს ჩვენს გონებაში..

     არადა, თითოეული წამი რაღაც ამოუცნობებით,სიუპრიზებითაა სავსე. რაღაცით, რითაც საბოლოოდ ვივსებით,ვიფერებით სხვადასხვა ფერად და ვხდებით ისეთები, როგორებიც დღეს, ამ წამს, ვართ. ჩვენი ასეთად ყოფნა, როგორებიც ახლა ვართ, დამსახურებულია იმ თითოეული წამის, რომლებიც გამოვიარეთ აქამდე მოსასვლელად..

     წამი.. ასეთი პატარა და აღუწერელი ძალის მატარებელი. თითქოს არაფერი,მაგრამ ყველაფერი..

     და ისევ ვრწმუნდები,რომ თითოეული უმნიშვნელო წვრილმანი, თავისი უმნიშვნელობით მნიშვნელოვანია..

————–

anouki.d

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!