Profile Photo

mosherabenuOffline

0 out of 5
0 Ratings

    ერთ დღეს..

    ერთ დღესაც, სკვერში სასეირნოდ მიმავალი მომკრავ თვალს. ჯერ შუბლის შეჭმუხვნით ჩამოყალიბების პროცესში გადაინაცვლებ, ბოლოს კი დარწმუნდები, რომ ჭაღარა წვერის უკან ჩემი სახე იმალება. მოზრდილი ქვის ქვეშ შევაცურებ ქაღალდის ნაგლეჯებს და შენთან შესახვედრად მოვემზადები. წვერზე ხელს ჩამოვისვამ, ყურებს უკან თმის გადაწევის იმიტაციას გავაკეთებ გამელოტებულ თავზე და ეგაა, მზად ვარ, შეგიძლია ლოყაზე ჯღანვით მომადო ფერწასული ტუჩები. -კარგადContinue reading

    Read More

    ზღაპრად..

    ზღაპრად.. ჩაიფიქრებს ღამე სურვილს-  დილა უნდა გავაქრო, მომიმატებს ჩაი წყურვილს-  სანამ გავა დრო. სანამ.. მიებჯინა მთვარე ღრუბლებს მიიმალა ღრუბლებს მიღმა, ჩამოვუვლი გარეუბნებს, ქალაქის მტვერს, რაც მას ნიღბავს. როგორც ნინძა, ხან მუმია.. ხშირად ხისტი, თან ჩუმია.. როგორც სევდა, ღიმილისას.. თუ მოერგო  ღილი მისანს.. მეტყვის შედეგს – ამ პროცესის. მე კი, დიდხანს გადავდებდი, ვუყურებდი თვალებს შენსას დღეო,Continue reading

    Read More

    სადღაც, ვიღაც.

    ვუყურებ ბუნების თამაშს, ხეები დაძრწიან უჩუმრად და ერთმანეთს ფერდობების მიღმა ემალებიან. ნებაზე მიშვებული სისხლიმსმელი მწერები მგლეჟენ ხორცებს, მპარავენ სითხეს ჩემთვის უცნობი და ამოუხსნელი ფრინველები სამოთხის კართან გაჟღერებულ ნოტებს მასმენინებენ. მე ნახევარწრეზე ვმოძრაობ, რკალებს ვხაზავ და ერთი შეხედვით შეუმჩნეველ სურათებს ვაკვირდები. ჯიბეზე ოთხკუთხედად გამობერილ ასანთის კოლოფს ვხსნი და უკვე მეასედ ვშლი ფურცელს, მეასედ ვათვალიერებ ლამაზად დაწერილContinue reading

    Read More

    აპრილის ნისლში..

    თავი მტკივა. ფანჯარა გამოვაღე, სიცივე შევიგრძენი და დავმუნჯდი. ახლა მხოლოდ ჩემი შინაგანი ხმა საუბრობს. ფიქრები ბაასობენ და ერთმანეთს ეხუტებიან, ამხნევებენ არ გავიყინოთო. თვალები ჩასცქერიან ტელეფონს, შიგადაშიგ იყურებიან კურპუსების ლაბირინთებში, რომ ახალ-ახალი შეგრძნებებით დატვირთონ სხეული. მყუდროებას ყოველ წამს მირღვევენ მანქანები, მათი განათებული ფარები და ტვინის ამადუღებელი ხმა. უკვე ცხრა საათია, ღმერთო, როგორ ვუძლებდი ამ ტონიანი, მომავალიContinue reading

    Read More
    Please wait...

    ბოლო ჩანაწერები

    ერთ დღეს..

    ზღაპრად..

    სადღაც, ვიღაც.