ზღაპრად..
ჩაიფიქრებს ღამე სურვილს-
დილა უნდა გავაქრო,
მომიმატებს ჩაი წყურვილს-
სანამ გავა დრო.
სანამ..
მიებჯინა მთვარე ღრუბლებს
მიიმალა ღრუბლებს მიღმა,
ჩამოვუვლი გარეუბნებს,
ქალაქის მტვერს,
რაც მას ნიღბავს.
როგორც ნინძა,
ხან მუმია..
ხშირად ხისტი,
თან ჩუმია..
როგორც სევდა,
ღიმილისას..
თუ მოერგო
ღილი მისანს..
მეტყვის შედეგს – ამ პროცესის.
მე კი, დიდხანს გადავდებდი,
ვუყურებდი თვალებს შენსას
დღეო, სანამ დაღამდები..
ჩაიფიქრებს დილა სურვილს-
ღამე უნდა გავაქრო,
მომიმატებს ჩაი წყურვილს-
სანამ გავა დრო.
სანამ..
მზისფერ ტალღებს გადაცურავს
სიმინდს ბაღში ტაროს პარავს,
ტერფებს არწევს, განა ცურავს,
განაპირა,
სტუმრობს მარანს.
ხელში ჭიქა
და შოთია..
დღეს ფხიზელი
ხვალ ლოთია..
უსიმებო
ქნარი ღელავს..
თავს დაგვატყდეს
ქარი ყველას..
კვლავ გაინძრეს – რაც გაშეშდა.
მე კი, სითბოდ გავვრცელდები,
ყინულს ვადნობ
და ვჩერდები..
ჩავიფიქრებ ბოლო სურვილს-
ყველა უნდა გავაქრო,
ჩაი მომიმატებს წყურვილს-
სანამ ხარ მარტო..