არ ვიცი საიდან დავიწყო იმ ყველაფრის მოყოლა, რასაც ამდენ ხანს ჩემში ვკეტავდი. არ ვიცი რა უნდა გითხრა. აზრებს თავს ვეღარ ვუყრი. ფანჯარასთან ვჯდები და გზას გავყურებ, მგონია რომ ერთ დღესაც დაბრუნდები… იმ დღეს, როდესაც მზე პირველად ამოვიდა სუსხიანი ზამთრის შემდეგ, შენ შემხვდი. შენი წყალობით ჩემს სულში გაზაფხული დადგა. იმ დღეს, როდესაც მზეcცდილობდა ყინულების გადნობას, შენ დამეხმარე. ყველა ის ტკივილი, რომელიც ერთმანეთს ისე ემატებოდა როგორც თოვლისContinue reading

ვფიქრობ… ძალიან ბევრს ვფიქრობ… იმდენს, რომ ამ ფიქრებს ტკივილამდე მივყავარ.ყოველთვის როცა მინდა, რომ არაფერზე ვიფიქრო, ზუსტად მაშინ ვეშვები ფსკერისკენ. შუაღამეა… ვგრძნობ, როგორ მეყინება თითები. ვგრძნობ, რომ რაღაც მორევში მითრევს. უცებ დაბნელდა. რაღაც ხმები მესმის. ცოტა ხანში კი, ნელ-ნელა, ყველა კადრმა დაიწყო გაფერადება. ვხედავ ჩემს წარსულს. ტკბილ და ფერად ბავშვობას. მეგობრებთან ერთად მინდორში ვთამაშობ. ყვავილებს ვაგროვებთ და ამ ყვავილებისგან გვირგვინებს ვაკეთებთ. პეპლებს ვიჭერთ. ძალიან კარგი ამინდია. სითბოა, მაგრამ მე მთელი სხეული ცივი მაქვს. მესმის როგორContinue reading
••• მახსოვს ის დღეები, როდესაც ყინულივით ცივი ვიყავი. ჩამოქცეული, როგორც ცა. მთელს სხეულში ცრემლის ნიაღვარი მიედინებოდა. იმ დროს ვსეირნობდი როდესაც წვიმდა, რადგან მაშინ ის ვიყავი ვინც რეალურად ვარ. წამწამები დანამული მქონდა ისე, როგორც წვიმის შემდეგ ბალახს. • შენ გახსოვს? შემიძლია გაგახსენო. ერთხელ, როდესაც შენ წახვედი, გონებაში ფიქრის ტალღები ძალიან ხმაურობდნენ. ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა, ქაოსი იყო. იმ ღამეს არაფერი მესმოდა გარდა ჩემი ფიქრებისა. მინდოდა, რომ ჩემი გაგეგო. მაგრამ,ამის სანაცვლოდ, შენ წახვედი. იმ დღის შემდეგ სულში წვიმებია.Continue reading


