fbpx

უიმედობა

0

არ ვიცი საიდან დავიწყო იმ ყველაფრის მოყოლა, რასაც ამდენ ხანს ჩემში ვკეტავდი. არ ვიცი რა უნდა გითხრა. აზრებს თავს ვეღარ ვუყრი. 

ფანჯარასთან ვჯდები და გზას გავყურებ, მგონია რომ ერთ დღესაც დაბრუნდები…
იმ დღეს, როდესაც მზე პირველად ამოვიდა სუსხიანი ზამთრის შემდეგ, შენ შემხვდი. შენი წყალობით ჩემს სულში გაზაფხული დადგა. 

იმ დღეს, როდესაც მზეcცდილობდა ყინულების გადნობას, შენ დამეხმარე. 

ყველა ის ტკივილი, რომელიც ერთმანეთს ისე ემატებოდა როგორც თოვლის ფიფქები, შენი გამოჩენის შემდეგ გაქრა. 
გახსოვს ჩვენი პირველი გაზაფხული? მძიმე პერიოდის შემდეგ ყველა ყვავილი აყვავებას იწყებს და თითქოს, მეც თავიდან დავიბადე. შენ იყავი ჩემი მზე, შენ მათბობდი, შენი წყალობით ლღვებოდა ყველა ის ტკივილი, რომელიც შენს გამოჩენამდე ზამთარმა დამიტოვა.

გახსოვს ჩვენი მზიანი, თუმცა ზოგჯერ ქარიანი ამინდები? გვეგონა ჩვენს გარშემო მხოლოდ სითბო ტრიალებდა, თუმცა იყო ისეთი ქარიც, რომელსაც შეეძლო ყველაფერი გაენადგურებინა. მაგრამ, ერთად ამის  გადატანა  შეგვეძლო. 
და მაინც…

იმ საშინელ ზამთარს მიმატოვე. უსაშველოდ შორს წახვედი.

მზეს აღარ ქონდა იმის ძალა, რომ ჩემს გულამდე მოეღწია. ეს მზე შენ იყავი.

გელოდებოდი…

და, ვაპირებდი იქამდე დაგლოდებოდი სანამ შენი სახე არ დამავიწყდებოდა, ანუ სამუდამოდ.

იმედი მქონდა, რომ ჩემთვის ისევ იმ მზედ გამოჩნდებოდი, როგორც თავიდან.
როდესაც ისევ გაზაფხული დაიწყო და არგამოჩნდი, მაშინ ყველა იმედი გადავწურე.

ამ დღის შემდეგ, გაზაფხულის დადგომა აღარ ნიშნავდა ცხოვრების აყვავებას. ეს იყო რაღაც მძიმე და მტკივნეული ტვირთი.

შენი სახე ახლაც მახსოვს. შენი მზისფერი თვალები, რომელიც გულს მითბობდა, ახლა უბრალოდ იმ საშინელ ზამთრად იქცა…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!