შავ, ქვიშანარევ, კენჭებიან გზაზე აღმოვჩნდი თეთრი გრძელი კაბით, ვინ ვარ? სუსხიან დღეს, ჩემ თეთრ კაბას ტალახის ლაქები დატყობია სველი მატერია ამკვრია კანზე. კაბის სუნი ტყეში ამოსულ ნიადაგით, წვიმით გაჟღენთილ სოკოს სუნს მოჰგავს. საით მივდივარ თმაგაშლილი? ლოყებშეფაკლული, ვერ ვხვდები ვუყურებ როგორ ერევა ქარი ბალახს – როგორც ზღვა ტალღებს დააშრიალებს. ჩემ ანარეკლს ვუმზერ დამდგარ წყალში, ვერ ვცნობ,Continue reading

ქარისგან წაქცეულ ხეებს ვუცქერ, რომლებსაც კლდის ზემოთ გაუდგამთ ფესვი. კლდეების ობის სუნი ცხვირის ნესტოებამდე აღწევს. შიშველი ხეების მზერით დამტკბარ, ამ უმზეო დღეს ჩემში ჩაისახა ადრეული ბავშვობის ხილვები – ჩიტებს ვხედავ, მჭიდროდ შემომსხდარ ჩიტებს ხის ტოტზებზე, თითქოს ერთმანეთს ათბობენ სიახლოვით. ქარის სიმღერას ვუსმენ, ვიხსნი ყელსახვევს და ქარსვე ვატან შიშველ ხეებთან.
Please wait...


