fbpx

ამნეზია

ac75e657b4b9cada238f09cf3322372c
0

შავ, ქვიშანარევ, კენჭებიან გზაზე აღმოვჩნდი

თეთრი გრძელი კაბით,

ვინ ვარ?

სუსხიან დღეს, ჩემ თეთრ კაბას ტალახის ლაქები დატყობია

სველი მატერია ამკვრია კანზე.

 კაბის სუნი ტყეში ამოსულ ნიადაგით, წვიმით გაჟღენთილ სოკოს სუნს მოჰგავს.

საით მივდივარ თმაგაშლილი?  ლოყებშეფაკლული, ვერ ვხვდები

 ვუყურებ  როგორ ერევა ქარი ბალახს – როგორც ზღვა  ტალღებს დააშრიალებს.

ჩემ ანარეკლს ვუმზერ დამდგარ წყალში,

ვერ ვცნობ, სევდა მეღვრება და ვაკაკუნებ კარზე…

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!