fbpx
b122fd2e9e19291b2c6fcc838d8c67dc
0

ქარისგან წაქცეულ ხეებს ვუცქერ, რომლებსაც კლდის ზემოთ გაუდგამთ ფესვი.

კლდეების ობის სუნი ცხვირის ნესტოებამდე აღწევს.

შიშველი ხეების მზერით დამტკბარ, ამ უმზეო დღეს ჩემში ჩაისახა ადრეული ბავშვობის ხილვები –

ჩიტებს ვხედავ, მჭიდროდ შემომსხდარ ჩიტებს ხის ტოტზებზე, თითქოს ერთმანეთს ათბობენ სიახლოვით.

ქარის სიმღერას ვუსმენ, ვიხსნი ყელსახვევს და ქარსვე ვატან

შიშველ ხეებთან.

facebook კომენტარები
Აირჩიე შენი რეაქცია!